რუსეთის ხელისუფლება, რომელსაც აშშ და ევროკავშირი სულ უფრო ხშირად აკრიტიკებენ ჟენევის დეკლარაციის შეუსრულებლობის გამო, თავის მხრივ, უკრაინას მოუწოდებს დაიწყოს დიალოგი სეპარატისტული რეგიონების წარმომადგენლებთან. აღნიშნული ინიციატივით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოვიდა იმ დროს, როდესაც უკრაინამ პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა რუსეთის ფედერაციის საელჩოს სამხედრო ატაშე, რომელიც აგენტურულ საქმიანობას ეწეოდა.
1 მაისს პერუში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა სერგეი ლავროვმა უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდა დაიწყოს დიალოგი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მოქმედ პრორუსულად განწყობილ სეპარატისტთა წარმომადგენლებთან, რომლებსაც პროტესტის ნიშნად დაკავებული აქვთ სამთავრობო შენობები და უკრაინის ფედერალიზაციის მოთხოვნით გამოდიან.
„რუსეთი თვლის, რომ ასეთი დიალოგი კიევის ხელისუფლებასა და მის ოპონენტებს შორის ქვეყნის სხვა რეგიონებიდან, შესაძლოა, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ეგიდით გაიმართოს. და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ის დასავლელი კოლეგები, რომლებსაც ამასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ აქვთ ეჭვები, აღარ იქნებიან წინააღმდეგნი და არ შეუშლიან ხელს უკრაინელებს მოლაპარაკების დაწყებაში“.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნული განცხადება პერუში ვიზიტის დროს გააკეთა და დასძინა, უკრაინის ხელისუფლებასა და მის ოპონენტებს შორის დიალოგს პერუს საგარეო საქმეთა მინისტრიც მხარს უჭერსო:
„როგორც ქალბატონმა მინისტრმა ბრძანა, რუსეთიც და პერუც ემხრობიან უკრაინაში დიალოგის გამართვას. ეს არის პრინციპული ამოცანა. ხელისუფლებამ კიევში უნდა იგრძნოს საკუთარი პასუხისმგებლობა და ჩაერთოს დიალოგში ქვეყნის სამხრეთისა და აღმოსავლეთის წარმომადგენლებთან იმისათვის, რომ შეთანხმდნენ, თუ როგორ იცხოვრონ მომავალში“.
მაშინ, როდესაც ლავროვი პერუდან უკრაინის ხელისუფლებასა და მის ოპონენტებს შორის ეუთოს შუამავლობით დიალოგის აუცილებლობაზე ლაპარაკობდა, უკრაინის სპეცსამსახურებმა უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სამხედრო ატაშე დააკავეს. ოფიციალურ ცნობაში არ არის მითითებული ატაშეს სახელი და გვარი, ნათქვამია მხოლოდ ის, რომ სამხედრო დიპლომატი აგენტურული მუშაობის პროცესში დააპატიმრეს და მას გააძევებენ ქვეყნის ტერიტორიიდან.