ბარსელონაში დასრულდა 2014 წლის მობილური ტექნოლოგიების კონგრესი, რომელიც როგორც წესი, ამ სფეროში მოქმედი კომპანიებისა და პერსონებისთვის ის ასპარეზია, სადაც უნდა დაამტკიცონ რას წარმოადგენენ. როგორც წესი, მობილურ კონგრესზე მნიშვნელოვანი სიახლეები, პრეზენტაციები იმართება, რომლებიც ახალ ტექნოლოგიებს გვაცნობენ. კონგრესის მონაწილეებისთვის ასევე მნიშვნელოვანია ის გამოსვლები და დისკუსიები, რომლებიც წლის მთავარ მოვლენებს შეეხება.
კონგრესის მთავარი მოვლენა სამსუნგმა შემოგვთავაზა. კომპანიამ სამსუნგ გალაქსი S5 წარმოადგინა, რომელმაც, წესით, კონკურენცია უნდა გაუწიოს აიფონ 5s-ს. გალაქსი S3 და S4-მა, როგორც ჩანს, სამსუნგს წარმატების ფორმულა მისცა და ამ ფორმულაზე უარის თქმას კომპანია არ აპირებს. S5 S4-ის გაუმჯობესებული ვერსიაა, რომელშიც რამდენიმე დეტალია შეცვლილი.
რაც შეეხება ჰარდვეარს, S4-გან განსხვავება უფრო გაჯეტის უკანა ზედაპირზე ჩანს, ვიდრე წინაზე. კი, ეკრანი 5.1 ინჩია, რაც მხოლოდ 0.1 ინჩითაა წინა მოდელზე დიდი და საგრძნობ განსხვავებას არ გვაძლევს, მით უმეტეს, რომ ტექნოლოგია არ შეცვლილა და ზომაში ასეთი პატარა სხვაობა მაინცდამაინც არ იგრძნობა. რაც შეეხება უკანა საფარს, სამსუნგმა უარი თქვა მისთვის დამახასიათებელ პრიალა ზედაპირზე და ახალი სტილის საფარი შესთავაზა მომხმარებელს. თუ გახსოვთ გალაქსი ნესუს 7, ალბათ, S5-ის საფარიც გეცნობათ. თუმცა ეს საფარი ინტერნეტში კრიტიკის მთვარი საგანი გახდა. სამსუნგის ინოვაციას ბევრმა გულიანადაც დასცინა, განსაკუთრებით კი ეფლის მოყვარულებმა, რომლებსაც კიდევ ერთხელ თამამად შეუძლიათ თქვან, რომ მათი კომპანიის გაჯეტი გაცილებით უფრო დახვეწილია, ვიდრე კონკურენტი ფირმის.
დიდი ცვლილებები არც სოფტშია. S5 იმუშავებს კიტკატ 4.4.2-ზე. ბევრი რამ უცვლელია, თუმცა სამსუნგის რამდენიმე თანდართულ აპში ცვლილებებია, რომლებმაც შეიძლება დაგაინტერესოთ. S health - აპლიკაციაა, რომელზეც ყველაზე მეტად ამახვილებდნენ მიმომხილველები ყურადღებას, თუმცა მისი უნიკალურობის შესახებ მე ბევრს ვერაფერს გეტყვით. საკუთარი ჯანმრთელობის კონტროლის აპლიკაციები არახალია, თუმცა ვნახოთ, რას შემოგვთავაზებს სამსუნგი. ჩემი აზრით, საუკეთესო სიახლე არის My magazine - მშვენიერი რიდერი, რომელიც Note3-ზე შეგეძლოთ დაგეტესტათ.
რაც შეეხება დიზაინს, როგორც ყოველთვის, აი, ამ კომპონენტში სამსუნგი ყოველთვის აგებს ეფლთან, რომლის 5s მოდელსაც ახლა S5-მა უნდა გაუწიოს კონკურენცია. მიუხედავად რამდენიმე აფდეითისა, ცვლილებებისა აპების მენიუში, რომელიც უფრო icon based გახდა, ჩემი აზრით, პროდუქტი ახლოც ვერ მივა 5s-თან.
სამსუნგი შეგვპირდა, რომ ამ დივაისის მთავარი პლუსი, წინა მოდელებთან შედარებით, მისი გაცილებით უფრო ძლიერი ბატარეა იქნებოდა. ახალმა ბატარეამ გაჯეტის სიცოცხლისუნარიანობა 20%-ით უნდა გაზარდოს. ასევე გაჯეტზე იმუშავებს ენერგიის დაზოგვის ახალი სისტემა, რომელიც დაგეხმარებათ რაც შეიძლება დიდხანს "აცოცხლოთ" S5, როცა გაჯეტის ბატარეა დაჯდომას დაიწყებს.
2.5GHz quad-core პროცესორი მოგცემთ მეტ სისწრაფეს, მეტ მყისიერ მოქმედებას სმარტფონისგან, ვიდრე წინა მოდელები! სამსუნგს არ უზრუნია რამის დააფგრეიდებაზე, 2 GB საკმარისი იყო S4-ისთვის და, ალბათ, საკმარისი იქნება S5-ისთვისაც.
S5-ში გაუმჯობესებულია კამერაც, 13 მეგაპიქსელის ნაცვლად, რომელიც S4-ს ჰქონდა, აქ სამსუნგი უკვე 16 მეგაპიქსელს გვთავაზობს. როგორც სამსუნგში აცხადებენ, S5-ის დააფგრეიდებულ კამერას უკვე შეუძლია გადაიღოს 4K ხარისხის ვიდეო!
სამსუნგ S5 ბაზარზე 11 აპრილს უნდა გამოვიდეს. გაყიდვა, რა თქმა უნდა, ამერიკიდან დაიწყება და, იმედია, საქართველომდეც მალე ჩამოაღწევს.
მობილური ტექნოლოგიების ბაზრის კიდევ ერთმა აქტორმა, სონიმ, თავისი ფლაგმანი გაჯეტის Xperia-ს ახალი მოდელი Z2 გამოუშვა. როგორც სონის სჩვევია ხოლმე, კომპანიამ დიზაინზე ამჯერადაც ძალიან ცოტა იფიქრა, თუმცა აშკარად ძალიან ეცადა დივაისის შიგთავსი მაქსიმალურად გაეუმჯობესებინა. დიახ, Xperia Z2-ს პირველი შეხედვისას უძრავ ქონებას უფრო მოგაგონებთ, ვიდრე სმარტფონს, თუმცა, მოდით, ცოტა შიგნითაც ჩავიხედოთ. გაჯეტში სონიმ თავისი ექსკლუზიური ტექნოლოგია დანერგა, ახალი IPS დისპლეი, რომელმაც, წესით, Xperia-ს საშუალება უნდა მისცეს აქამდე გამოსულ სმარტფონებს შორის ყველაზე კარგად, ღრმად და ნატურილისტურად აღიქვას ფერები სამყაროში. თუმცა ეს ჯერ მხოლოდ შეპირებაა.
ასევე გაუმჯობესებულია ბატარეა, რამი და პროცესორი. რამი გალაქსი S5-ზე დიდია, 3 გიგაბაიტი, ხოლო რაც შეეხება პროცესორს - 2.3GHz quad-core. ეს ყველაფერი ძალიან კარგია, თუმცა კომპანიისთვის მაინც უკეთესია იფიქროს თავისი პროდუქციის ჰარდვეარზე, თორემ ახალი Xperia-ს უამრავ კარგ თვისებას მაინც მისი შეხედულება გადაფარავს.
ბარსელონის კონგრესზე სმარტფონების ბაზრის წალეკვით დაგვემუქრა ფაიერფოქსი. კომპანიამ რევოლუციური იდეა შემოგვთავაზა. საქმე ისაა, რომ მას შემდეგ, რაც ფაიერფოქსმა შარშან საკუთარი საოპერაციო სისტემა შემოგვთავაზა, 2014 წლის კონგრესზე კომპანიამ წარმოადგინა 7 ახალი ტელეფონი, რომლებიც წლის განმავლობაში მთელ სამყაროს მოედება და მათი ფასი მხოლოდ 25 დოლარი იქნება.
ფაიერფოქსმა ყველაზე ხელმისაწვდომი სმარტფონის შექმნაზე იმუშავა. როგორც კომპანიამ განაცხადა, საუბარია “open platform” სისტემაზე, რომელიც ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი და ღია ექსპერიმენტებისთვის. სმარტფონის დამზადებას რამდენიმე კომპანია იკსრებს: Alcatel, Huawei, LG, ZTE. ვერ გეტყვით, რომ რომელიმესგან ხელოვნების ნიმუშის შექმნას ველი, თუმცა ფაქტია, რომ განვითარებად ბაზრებს ეს დივაისი მარტივად დაიპყრობს. დასაწყისისთვის მოზილა აპირებს აუთვისებელ ბაზრებზე შევიდეს და მაქსიმალურად მეტი სმარტფონი გაყიდოს. უნგრეთი, ვენესუელა, კოლუმბია, ბრაზილია, ინდოეთი, ინდონეზია და საბერძნეთი - აი, ეს ქვეყნები მოიაზრებიან სავარაუდო სამიზნეებად. თუმცა, ალბათ, დივაისი, თავისი ფასის გამო, საქართველოშიც მარტივად მოიკიდებს ფეხს.
მართალია, მას არც კარგი დიზაინი აქვს, არც კარგი მონაცემები, არც კარგი შესაძლებლობები, მაგრამ ეს ხომ მხოლოდ 25 დოლარია! ალბათ, სწორედ ამ ფაქტორის გამო, ფაიერფოქსის ახალი სმარტფონები დიდ გავლენას მოახდენს ბაზარზე, თუმცა ეჭვი მეპარება ეფლის, სამსუნგის, სონის, HTC-ს მომხმარებლებმა თავიანთ სმარტფონებს მხოლოდ 25 დოლარის ხათრით უღალატონ. ფაიერფოქსმა უნდა გათვალოს ადამიანებზე, რომლებსაც არასდროს ჰქონიათ სმარტფონი და ვინაიდან ამ ადამიანების რიცხვი ძალიან დიდია, ალბათ, კომპანია 2014 წელს სერიოზული მოგებით ჩაათავებს.
მობილურ კონგრესზე კიდევ ბევრი საინტერესო სიახლე იყო, განსაკუთრებით სნაპდრაგონ 805 პროცესორის გამოშვება, რომელიც 4K გეიმინგის საშუალებას მისცემს ანდროიდის მომხმარებლებს ან სანდისკის 128 გიგაბაიტიანი SD ქარდი და კიდევ სხვა მრავალი, თუმცა დღეს სულ ამაზე მოვასწარი საუბარი. თუ მეტი დაგაინტერესებთ, მარტივად შეგიძლიათ ტვიტერზე მიპოვოთ.