ჯგუფი ”შინ”, სამოქალაქო აქციის ფარგლებში, საკონცერტო ტურნეს, სახელწოდებით ”ერთი ხმა”, თითქმის ერთი თვეა მართავს. წინასაარჩევნო კამპანიების ფარგლებში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები მუსიკალური შემსრულებლების თანხლებით მიმართავენ ამომრჩეველს. მუსიკოსები ამბობენ, რომ შემოქმედებითი საზოგადოება ორ ბანაკადაა გაყოფილი. ზოგი ხელისუფლებისთვის მღერის ღიად, ზოგიც საკუთარ პოლიტიკურ სიმპათიაზე საუბრობს, მაგრამ, ამასთანავე, ამბობს, რომ კონცერტს, უბრალოდ, ხალხს უძღვნის.
მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფ ”შინის” სოლისტი ზაზა მიმინოშვილი ღიად ლაპარაკობს საკუთარი პოლიტიკური სიმპათიების შესახებ, ამბობს, რომ კონცერტებზე საზოგადოებას მხოლოდ თავისუფლებისკენ მოუწოდეს. ზაზა მიმინოშვილის სიტყვებით, უბრალოდ, თავისთავად გამოვიდა, რომ მისი ჯგუფის კონცერტები ”ქართული ოცნების” მხარდამჭერ კონცერტებად აღიქვეს.
”გამოვიდა ძალიან უცნაურად. ჩვენ არ ვაპირებდით არავის პროპაგანდას, არავითარ შემთხვევაში. მე არ ვმალავდი, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ჩემთვის ის ლიდერი და მისი პარტია არის ცალსახად ის პარტია, რომელიც, ჩემი წარმოდგენით, გაიყვანს საქართველოს უკეთესი მომავლისკენ, მაგრამ მე არ ვაპირებდი ეს სცენიდან მექადაგა, ეს იყო გამორიცხული და ჩვენ ბოლომდე ამ ხაზს დავიჭერთ. ეს არის მოწოდება ყველასთვის თავისუფლებისკენ”, - ამბობს ჯგუფ ”შინის” სოლისტი ზაზა მიმინოშვილი.
ჯგუფის ვოკალისტი და ბასგიტარისტი ზურაბ გაგნიძე ისურვებდა თავიანთ კონცერტებზე, როგორც ჯგუფის წევრები ამბობენ, ე.წ ”მეორე მხარის” - „ნაციონალური მოძრაობის“ - მხარდამჭერებიც ეხილა, მაგრამ ისინი არ ჩანან:
”ჩვენ ძალიან გვინდა „5-იანებიც“ მოვიდნენ და ჩვენ რასაც ვაკეთებთ სცენაზე, ყველამ გაიგოს ეს.”
ჯგუფ „შინის“ კონცერტებს შეუერთდებიან ასევე მომღერალი თამარ ჭოხონელიძე და ანსამბლი ”ფორტე”. თამარ ჭოხონელიძის სიტყვებით, მუსიკოსები ხელისუფლებამ ორ ბანაკად გაყო და, მათი აზრის გამო, კონცერტებზე გამოსვლის საშუალებასაც არ აძლევს. გაცხადებული პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად, თამარ ჭოხონელიძის სიტყვებით, ის სცენიდან ქართველ ხალხს უმღერებს. მიუხედავად იმისა, რომ აშკარად კოალიცია ”ქართულ ოცნებასთან” ასოცირდება, კითხვაზე, რატომ არ სურს სცენიდან კონკრეტული პარტიის მხარდამჭერად მოევლინოს მსმენელს, თამარ ჭოხონელიძე ამბობს, რომ დაყოფის დრო დასრულდა:
”ძალიან არ მინდა ჩათვალონ, რომ ვინმეს მხარდამჭერი ვარ და ამისთვის ვმღერი. არა, პირიქით, მინდა, რომ ჩემს სისხლსა და ხორცს მოვუწოდო: გამოფხიზლდით და თქვენ თვითონ ნახეთ, კარგია, რაც ახლა ხდება? დიახ, ეს ასოცირდება იმასთან, სადაც მე ძალიან ხშირად ვდაგავარ, და ეს არის ”ქართული ოცნება.”
წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მუსიკოსების გამოსვლა კონკრეტული პოლიტიკური ძალის მხარდასაჭერად კანონით თითქმის არ რეგულირდება. პარტიისთვის ყველა სახის მატერიალური და არამატერიალური შეწირულება პარტიის ხარჯთაღრიცხვაში უნდა აისახოს, თუმცა კონცერტების გამართვაზე საუბრისას საარჩევნო საკითხებში ექსპერტი ნინა ხატისკაცი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში საქმე მოხალისეობრივად განხორციელებულ საქმიანობასთან გვაქვს. ასეთ კონცერტებზე მთავარია ზღვარი გაივლოს გამოხატვის თავისუფლებასა და პარტიისთვის შეწირულების განხორციელებას შორის:
”თუ ეს ადამიანები უსასყიდლოდ ასრულებენ სიმღერას და მიღებულია როგორც მათი ენერგიისა და საკუთარი რესურსის პარტიისთვის დახარჯვა, ეს დღევანდელი კანონით დარღვევა არ არის.”
ამდენად, როდესაც კონკრეტული შემსრულებელი თავის ამოცანად საზოგადოების წინასაარჩევნოდ გააქტიურებას ისახავს მიზნად, საქმე მხოლოდ გამოხატვის თავისუფლებასთან გვაქვს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ კონკრეტული შემსრულებელი პარტიისთვის მღერის და პოლიტიკურ სიმპათიებს ავლენს, ეს შეწირულება კი არა, აზრის თავისუფლად გამოხატვაა, ამბობს ნინა ხატისკაცი.
პროდიუსერი ვახო ბაბუნაშვილი მიიჩნევს, რომ შემსრულებელს აქვს უფლება ნებისმიერი პარტიის გვერდით დადგეს და მისთვის იმღეროს. მიუღებელი მხოლოდ ის შემთხვევაა, როცა ამ შემსრულებელს პოლიტიკური მრწამსი სხვას კარნახობს და მხოლოდ გასამრჯელოს გამო დგება სცენაზე:
”არ მომეწონება, თუ ადამიანი ამა თუ იმ პარტიის იდეებს არ იზიარებს და მის მხარდამჭერ კონცერტზე გამოდის ფულის გამო ან სხვა მატერიალური მიზნებით. თუ პოზიციას იზიარებ და მის მხარდასაჭერად გამოდიხარ, ამაში მე ცუდს ვერაფერს ვხედავ.”

თუ ეს ადამიანები უსასყიდლოდ ასრულებენ სიმღერას და მიღებულია როგორც მათი ენერგიისა და საკუთარი რესურსის პარტიისთვის დახარჯვა, ეს დღევანდელი კანონით დარღვევა არ არის...ნინა ხატისკაცი
ჯგუფის ვოკალისტი და ბასგიტარისტი ზურაბ გაგნიძე ისურვებდა თავიანთ კონცერტებზე, როგორც ჯგუფის წევრები ამბობენ, ე.წ ”მეორე მხარის” - „ნაციონალური მოძრაობის“ - მხარდამჭერებიც ეხილა, მაგრამ ისინი არ ჩანან:
”ჩვენ ძალიან გვინდა „5-იანებიც“ მოვიდნენ და ჩვენ რასაც ვაკეთებთ სცენაზე, ყველამ გაიგოს ეს.”
ჯგუფ „შინის“ კონცერტებს შეუერთდებიან ასევე მომღერალი თამარ ჭოხონელიძე და ანსამბლი ”ფორტე”. თამარ ჭოხონელიძის სიტყვებით, მუსიკოსები ხელისუფლებამ ორ ბანაკად გაყო და, მათი აზრის გამო, კონცერტებზე გამოსვლის საშუალებასაც არ აძლევს. გაცხადებული პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად, თამარ ჭოხონელიძის სიტყვებით, ის სცენიდან ქართველ ხალხს უმღერებს. მიუხედავად იმისა, რომ აშკარად კოალიცია ”ქართულ ოცნებასთან” ასოცირდება, კითხვაზე, რატომ არ სურს სცენიდან კონკრეტული პარტიის მხარდამჭერად მოევლინოს მსმენელს, თამარ ჭოხონელიძე ამბობს, რომ დაყოფის დრო დასრულდა:
”ძალიან არ მინდა ჩათვალონ, რომ ვინმეს მხარდამჭერი ვარ და ამისთვის ვმღერი. არა, პირიქით, მინდა, რომ ჩემს სისხლსა და ხორცს მოვუწოდო: გამოფხიზლდით და თქვენ თვითონ ნახეთ, კარგია, რაც ახლა ხდება? დიახ, ეს ასოცირდება იმასთან, სადაც მე ძალიან ხშირად ვდაგავარ, და ეს არის ”ქართული ოცნება.”
წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მუსიკოსების გამოსვლა კონკრეტული პოლიტიკური ძალის მხარდასაჭერად კანონით თითქმის არ რეგულირდება. პარტიისთვის ყველა სახის მატერიალური და არამატერიალური შეწირულება პარტიის ხარჯთაღრიცხვაში უნდა აისახოს, თუმცა კონცერტების გამართვაზე საუბრისას საარჩევნო საკითხებში ექსპერტი ნინა ხატისკაცი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში საქმე მოხალისეობრივად განხორციელებულ საქმიანობასთან გვაქვს. ასეთ კონცერტებზე მთავარია ზღვარი გაივლოს გამოხატვის თავისუფლებასა და პარტიისთვის შეწირულების განხორციელებას შორის:
”თუ ეს ადამიანები უსასყიდლოდ ასრულებენ სიმღერას და მიღებულია როგორც მათი ენერგიისა და საკუთარი რესურსის პარტიისთვის დახარჯვა, ეს დღევანდელი კანონით დარღვევა არ არის.”
არ მომეწონება, თუ ადამიანი ამა თუ იმ პარტიის იდეებს არ იზიარებს და მის მხარდამჭერ კონცერტზე გამოდის ფულის გამო ან სხვა მატერიალური მიზნებით. თუ პოზიციას იზიარებ და მის მხარდასაჭერად გამოდიხარ, ამაში მე ცუდს ვერაფერს ვხედავ...ვახო ბაბუნაშვილი