Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კავკასიური სამზარეულო


რადიო თავისუფლების ქართული, სომხური და აზერბაიჯანული სამსახურების ერთობლივი ყოველკვირეული პროგრამის, "კავკასიური გზაჯვარედინის", თემაა კავკასიური სამზარეულო. გადაცემაში მონაწილეობენ: ბაქოდან - აზერბაიჯანის ეროვნული კულინარიული ცენტრისა და ”იუნესკოს” ტრადიციული კვების კომიტეტის ხელმძღვანელი, მეცნიერებათა დოქტორი ტაჰირ ამირასლანოვი; ერევნიდან - რესტორან ”არარატ ჰოლის” შეფ-მზარეული, სომხური ტრადიციული სამზარეულოს დაცვისა და განვითარების საზოგადოებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტელეშოუს წამყვანი სედრაკ მამულიანი; თბილისიდან - ფოტოგრაფი და გურმანი იური მეჩითოვი.
XS
SM
MD
LG