გასული კვირის აქტივობები ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ( NDI) მიერ საქართველოში საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევის შედეგების გამოქვეყნებით დაიწყო. კვლევის თანახმად, პოლიტიკური პარტიების რეიტინგში 36 %-ით კვლავ ”ნაციონალური მოძრაობა” ლიდერობს, მეორე ადგილზე, 18%-ით, ”ქართული ოცნებაა“, ხოლო მესამე ადგილზე, 3 %-ით, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“. ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხვის თანახმად, მასში ამომრჩევლის 75 პროცენტი მიიღებდა მონაწილეობას. კვლევამ აჩვენა ისიც, რომ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში ძირითადი ბრძოლა ორ პოლიტიკურ ძალას შორის, ”ნაციონალურ მოძრაობასა” და კოალიცია ”ქართულ ოცნებას” შორის გაიმართება.
”რაც შეეხება შეკითხვას, ვის მისცემდით ხმას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, შედეგები ასე გადანაწილდა: „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერის მაჩვენებელმა 11 პროცენტით იკლო, წინა კვლევასთან შედარებით, ”არ ვიცი” კატეგორია არ შეცვლილა, კოალიცია ”ქართული ოცნების” მაჩვენებელი 8 პროცენტით გაიზარდა, უარი პასუხზე კი 6-მა პროცენტმა თქვა. ”არც ერთი პარტია”, ”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” და ”სხვა ოპოზიცია” იმავე მაჩვენებლებში დარჩნენ“, ამბობს „ენ-დი-აის“ საქართველოს ოფისის დირექტორი ლუის ნავარო.
შეიძლება ითქვას, რომ იმავე მაჩვენებელში დარჩა კოალიცია ”ქართული ოცნებისა” და ოპოზიციური პარტიების ერთი ნაწილის ნდობაც ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიმართ. საერთაშორისო მონიტორებისა თუ მმართველი პარტიის მიმართ უნდობლობის საკითხი გასულ კვირაში აქტუალური იყო ასევე პოლიტიკურ პარტიათა ქცევის დეკლარაციის გარშემო განვითარებულ პროცესებშიც.
საქმე ისაა, რომ დეკლარაციის დებულებებიდან ”ქართული ოცნებისთვის” მიუღებელი აღმოჩნდა სწორედ ის პუნქტი, რომელიც არჩევნების შედეგების აღიარებაზე შეთანხმებას შეეხება. პარტიათა ქცევის წესების დეკლარაციის მეოთხე მუხლის თანახმად, პარტიები იღებენ ვალდებულებას, რომ აღიარონ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შეჯამებული და სანდო რეპუტაციის სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ ლეგიტიმურად მიჩნეული არჩევნების შედეგები. ”ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, ზაქარია ქუცნაშვილი, ამბობს, რომ პარტიათშორისი დიალოგის პროცესს ”ქართული ოცნება” არ ემიჯნება, თუმცა გარკვეულ პირობებს აყენებს:
” არჩევნების აღიარებაზე ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ ჩვენ უპირობოდ არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთ. რაც შეეხება პირობებს, რა პირობები უნდა იყოს, ეს პირობები არის ძალიან მარტივი და ნათელი: სამართლიანობა, თავისუფლება და მშვიდობიანობა -ეს არის არჩევნების პირობები. თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს. ამიტომ, თუ არ იქნება თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნები, როგორ ვაღიარებთ ჩვენ მის შედეგებს?!”
პარტიათშორისი დიალოგის პროცესში სამოქალაქო სექტორის ჩართულობა კი გასულ კვირაში კონკრეტული პროექტის წარდგენითაც გამოიხატა. კამპანია „ეს შენ გეხებას” ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოამზადეს ”პარტიათა ქცევის კოდექსზე” დამატებების პროექტი, რომელმაც 17 პუნქტი მოიცვა და რომელიც 19 ივლისს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ინიცირებულ ოთხპუნქტიან დეკლარაციას სრული სახით დაემატა მეხუთე პუნქტად.
” ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით და მივმართავთ ყველა პოლიტიკურ პარტიას დამატებით იმისა, რაც იყო შემოთავაზებული წინა კვირაში, დავთანხმდეთ და მივიღოთ ყველა ის პრინციპი, რომელიც შემუშავებული იქნა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. ვფიქრობ, მათ მიერ შემუშავებულ დოკუმენტს ნამდვილად გააჩნია ღირებულება. ის პრინციპები, რომლებიც შემოგვთავაზეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ნამდვილად მნიშვნელოვანია და მათი ცხოვრებაში გატარება ნამდვილად დაგვეხმარება იმაში, რომ საარჩევნო გარემო იყოს უფრო დაცული და უფრო თავისუფალი”, აღნიშნა 19 ივლისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.
20 ივლისს კი არასამთავრობო ორგანიზაციამ ”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც სახელმწიფო სახსრების წინასაარჩევნო მიზნებისათვის ხარჯვის ფაქტებია ასახული. ხელისუფლების მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ საარჩევნოდ მოტივირებული ხარჯებია, მაგალითად, სტუდენტთა დასაქმების პროგრამა, ხანდაზმულობის პენსიის 25 პროცენტიანი ზრდა, დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის 100 პროცენტით გაფართოება, პროფესიული განათლების 1000 ლარიანი ვაუჩერი და სხვა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროგრამების ხელმძღვანელი ნინა ხატისკაცი ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ გათვლილი პროექტების რაოდენობა ბოლო ხანს საგრძნობლად გაიზარდა:
” ჩვენ არ გვაქვს მხოლოდ წლევანდელი მონაცემები, ჩვენ ვადარებთ წინა წლის მონაცემებს. აი, მაგალითად, ახლა ჩვენ მევენახეობაზე ვსაუბრობდით. 2011 წელს ეს თანხა 10 მილიონს შეადგენდა, ახლა ეს უკვე 30 მილიონზე მეტია. იგივე, ვთქვათ, სპორტის განვითარების ხელშეწყობა. - ჩვენ ვსვამთ კითხვას, რატომ გახდა ასეთი მნიშვნელოვანი ამგვარი ღონისძიებების გაზრდა მაინცდამაინც 2012 წლის მაისში და რატომ იმავე წლის დასაწყისში დაგეგმვისას არ იცოდნენ მათ, რომ სპორტის ხელშეწყობა ასეთი მნიშვნელოვანი იქნებოდა?”
ბიუჯეტი და საბიუჯეტო სახსრები კი, თავის მხრივ, გასულ კვირაში კახეთში, სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთში სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ზიანის გამო აღმოჩნდა მნიშვნელოვანი. 19 ივლისის ღამით მოსული ძლიერი წვიმის, ქარის და სეტყვის შედეგად, კახეთში 38 ტერიტორიული ორგანო და მასში შემავალი სოფლები დაზარალდა. განადგურებულია 22 000 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო სავარგული. სულ რეგიონში დაზიანდა 2200-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი და 52 კორპუსი. ამ მხრივ, ყველაზე მძიმე მდგომარეობა ქალაქ თელავში შეიქმნა.
”ჯერ ქარიშხალი ამოვარდა. გვეგონა, რაღაც ინგრევაო, ისეთი ხმაური იყო.
ელვა, ჭექა-ქუხილი არ თავდებოდა. დამენგრა, ამეხადა სახურავი. იმედია, რამე გვეშველება.”
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ და დაზარალებულთა დასახმარებლად მთავრობამ სპეციალური გეგმა შეიმუშავა. კერძოდ, დაწყებულია სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავების აღდგენა, დაზარალებულთათვის შხამ-ქიმიკატებისა და საწვავის გადაცემა, სასურსათო პაკეტის დარიგება, გაიცემა ფულადი კომპენსაცია 300-1500 ლარის ოდენობით, ზარალის კატეგორიის მიხედვით, და, ბოლოს, მოხდება როგორც სასაოფლო-სამეურნეო კრედიტების, ისე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების სტუდენტებისთვის სწავლის გადასახადის გადავადება.
”ამ მასშტაბის გაჭირვება მე არ მინახავს. მინახავს წყალდიდობები მსხვერპლით, ათასგვარი უბედურებით, მაგრამ ამდენ ადამიანს რომ შეეხოს თუნდაც მსხვერპლის გარეშე, ამდენი პროდუქცია რომ გაუნადგუროს ერთად, ეს გამონაკლისია. გადავრჩით, რომ არ არის მსხვერპლი. ამიტომ უნდა გრძნობდეს ეს ხალხი, რომ მთავრობა მათ მხარეზეა. უნდა გრძნობდეს, რომ ქვეყანაში არის სახელმწიფო, რომელიც არის ჩვენი მოქალაქეების ინტერესების სადარაჯოზე”, აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა საგანგებო შტაბის ერთ-ერთ სხდომაზე.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ კი საქართველოს ბიუჯეტიდან 150 მილიონი ლარი გამოიყოფა. დაზარალებულთა დახმარების სურვილი, თავის მხრივ, ”ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმაც გამოხატა. ვინაიდან იგი შიშობს, რომ დაზარალებულთა პირდაპირი გზით დახმარება ამომრჩევლის მოსყიდვად ჩაეთვლება, მზადაა გადაიხადოს ჯარიმა, რომელსაც ის უკანონოდ მიიჩნევდა და რომლის გადახდასაც არ აპირებდა. ბიძინა ივანიშვილის განცხადება საზოგადოებას ”ქართული ოცნების” პრესსპიკერმა, მაია ფანჯიკიძემ გააცნო:
”ამ ეტაპზე 10 მილიონ ლარს ვრიცხავ სასამართლოს მიერ მითითებულ საბიუჯეტო ანგარიშზე. სტიქიით მიყენებული ზარალის სრულად დათვლის შემდეგ, სახელმწიფო ბიუჯეტში ამავე მექანიზმის გამოყენებით გადავრიცხავ იმდენ თანხას, რამდენიც საჭირო გახდება. შედეგად, მთავრობას უჩნდება ბიუჯეტით დაუგეგმავი დამატებითი სახსრები, რომლითაც მას შეუძლია ყოველ ოჯახს სრულად აუნაზღაუროს მიყენებული ზარალი, იქნება ეს დაკარგული მოსავალი, დახოცილი პირუტყვი თუ დაზიანებული კარ-მიდამო.”
ბიძინა ივანიშვილისათვის დაკისრებული ჯარიმის ოდენობა, მთლიანობაში, 74 მილიონ ლარს შეადგენს.
საქართველოს პარლამენტის საგანგებო სხდომა, რომელიც სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებს განიხილავს, 24 ივლისს გაიმართება.

არჩევნების აღიარებაზე ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ ჩვენ უპირობოდ არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთ ...ზაქარია ქუცნაშვილი

ახლა ჩვენ მევენახეობაზე ვსაუბრობდით. 2011 წელს ეს თანხა 10 მილიონს შეადგენდა, ახლა ეს უკვე 30 მილიონზე მეტია ...ნინა ხატისკაცი