გაზაფხულზე ჭარბი ნალექი, ზაფხულში კი გვალვა - დაახლოებით 2 წელია სამცხე-ჯავახეთში ასეთი კლიმატური პირობებია. წვიმიანი ამინდების გამო ფერმერებს საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარება უგვიანდებათ და ხშირად აგროვადებიც ირღვევა, გვალვის გამო კი ადგილობრივების ნათესები ზიანდება.
1 თვეზე მეტია სამცხე-ჯავახეთში ყოველდღე წვიმს. საქართველოს სამხრეთი რამდენჯერმე დაისეტყვა კიდეც. ჭარბმა ნალექმა ყველაზე მეტი პრობლემა ადგილობრივ ფერმერებსა და ნათესებს შეუქმნა. გლეხებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარება უჭირთ. მაისში მაღალი ტენიანობის გამო ბოსტნეულს ჭრაქი და სოკოვანი დაავადებები უჩნდება. მიწაში ლპება ნათესები.
აპრილის თვე სამცხე-ჯავახეთისთვის უჩვეულოდ მზიანი აღმოჩნდა. სოფლის მეურნეობის სპეციალისტების თქმით, ამან ისეთი მცირეთესლიანი კულტურების გაღვივება შეაფერხა, როგორიცაა ხახვი, ჭარხალი და სტაფილო. წვიმიანი მაისის გამო კი ნათესებში სხვადასხვა დაავადებები გავრცელდა. მათთან ბრძოლის ერთადერთი გზა შესაბამისი პრეპარატების დროულად გამოყენებაა, – ამბობს სასოფლო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი გურამ ჯინჭველაძე.
”უამინდობით იყო გამოწვეული, რომ რეგიონში მიწის ნაკვეთები გვიან გაზაფხულზე დამუშავდა, მოგვიანებით დაითესა ბოსტნეული, ნათესებმა დროულად ამოსვლა ვერ მოასწრო და ამის გამო სეტყვას რამდენჯერმე გადაურჩა. უმნიშვნელოდ დაზიანდა ხეხილი და ვენახი”, – აცხადებს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე სოფლის მეურნეობის დარგში დავით ბუცხრიკიძე.
რეგონში ჭარბი ნალექით გამოირჩეოდა გასული წლის გაზაფხულიც. ხშირი წვიმების მიუხედავად, სამცხე-ჯავახეთში გვალვის პრობლემა უფრო ხშირადაა. რეგიონში წვიმიან მაისსა და ივნისს ცხელი ივლისი და აგვისტო ცვლის, დაზიანებული საირიგაციო სისტემის გამო კი ადგილობრივებს ნათესების მორწყვა უჭირთ, რაც, საბოლოოდ, დაბალმოსავლიანობას განაპირობებს.