სამცხე-ჯავახეთში ფერმერების დიდი ნაწილი პესტიციდებს აქტიურად მოიხმარს. ამ მხარეს აგრარულ რეგიონს უწოდებენ, რადგან მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყარო სოფლის მეურნეობაა. მესხი გლეხების გარკვეული ნაწილი მცენარეთა დაცვის საშუალებებს ხშირად იყენებს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ასეთი გზით მიღებული მოსავალი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო არ არის.
შპს სასოფლო საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები მათთან მისულ ფერმერებს ინფორმაციას აწვდიან იმის შესახებ, თუ რა დოზით შეიძლება კონკრეტული სასუქის გამოყენება. ვინაიდან კარტოფილის კულტურის წარმოება ძალიან შრომატევადია, სამსახურის დირექტორს გურამ ჯინჭველაძეს ქიმიური დახმარების გარეშე კარგი მოსავლის მიღება წარმოუდგენლად მიაჩნია ს. მისი აზრით, ნოყიერი და უხვი მოსავლის მისაღებად მთავარი ვადებისა და ნორმების დაცვაა.
სოფლის მეურნეობის განვითარება ისეთ დონეზე ავიდა, რომ ხელით შრომა უკვე შეუძლებელია. განსაკუთრებული მოვლა აქ მარცვლოვან კულტურებს სჭირდება, რადგან სამცხე–ჯავახეთში მოსახლეობის მთავარი შემოსავლის წყარო ეს არის, – აცხადებს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი ალექსი კოსტანიშვილი.
საქართველოს ბიომეურნეობათა ასოციაცია ,,ელკანა“ რეკომენდაციას ბუნებრივ სასუქებს უწევს. სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორი მურად გოგოლაძე აცხადებს, რომ ძველი ჯიშების სწორად მოვლა-პატრონობის შემთხვევაში მოსავალი თითქმის ისეთივე მოდის, როგორსაც პესტიციდებით გაჯერებული ნიადაგი იძლევა. სოკოვან დაავადებებს ხორბლის ძველ ჯიშებში ვერ შევხვდით, ახალი ჯიშებისაგან განსხვავებით, – განმარტავს მურად გოგოლაძე.
სოფლის მეურნეობის სფეროში პესტიციდების გამოყენება ადრე გაზაფხულიდან იწყება და გვიან შემოდგომამდე გრძელდება.