„ომის დრო მთავრდება“, - განაცხადა ავღანეთში ბაგრამის სამხედრო ბაზაზე მყოფმა ობამამ, რომელმაც სამშაბათს ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთან ერთად ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ შეთანხმებას მოაწერა ხელი. სატელევიზიო მიმართვაში ბარაკ ობამამ ხაზი გაუსვა მეამბოხეებთან მიღწეულ წარმატებას და აღნიშნა, რომ ახლა შესაძლებელია ალ ყაიდის საბოლოო განადგურებაც.
სამშაბათს ბარაკ ობამა მოულოდნელი ვიზიტით ესტუმრა ავღანეთში - ბაგრამში - განლაგებულ ამერიკულ საავიაციო ბაზას. სიმბოლურია, რომ სწორედ ამ ფორპოსტიდან წამოიწყო შარშან ამ დროს ამერიკულმა სპეცრაზმმა სამხედრო ოპერაცია, რომელიც ალ ყაიდის ლიდერის ოსამა ბენ ლადენის მისსავე რეზიდენციაში განადგურებით დასრულდა. ამერიკული ჯავშანმანქანების ფონზე მდგარმა ბარაკ ობამამ სატელევიზიო მიმართვაში ყურადღება გაამახვილა იმ წარმატებებზე, რასაც აშშ-ის სამხედრო ძალებმა და ნატოს სარდლობით მოქმედმა კოალიციამ მიაღწია ავღანეთში. ჩვენ შევქმენით მძლავრი ავღანეთის უსაფრთხოების ძალები, შევაჩერეთ თალიბანის წინსვლა, პატიმრობაში ავიყვანეთ ალ ყაიდის 20 ლიდერი, რაც, ობამას თქმით, ავღანეთში ომის დამთავრების შესაძლებლობას იძლევა:
„ჩემო თანამემამულე ამერიკელებო, ჩვენ ათ წელიწადზე მეტი ვიარეთ ომის შავი ღრუბლებით დაფარულ გზაზე და მიუხედავად იმისა, რომ აქ, ავღანეთში, კვლავ სუფევს განთიადისწინა წყვდიადი, ჰორიზონტზე ჩვენ შეგვიძლია ახალი დღის ნათელის დანახვა.“
ბარაკ ობამა ავღანეთში სამშაბათს გვიან ღამით ჩაფრინდა დაუგეგმავი ვიზიტით და ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთან ერთად ხელი მოაწერა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებას. შეთანხმების თანახმად, აშშ მიმდინარე წლის ზაფხულში ავღანეთიდან 23 ათას ჯარისკაცს გაიყვანს და 2014 წლიდან, როდესაც ყველა ამერიკული საბრძოლო ქვედანაყოფი დატოვებს ავღანეთს, აშშ განაგრძობს მოკავშირე ქვეყნის დახმარებას და ხელს შეუწყობს ავღანეთის ხელისუფლებას მართვის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის განვითარებაში. შეთანხმება არ ავალდებულეს ვაშინგტონს იყოლიოს კონკრეტული სამხედრო ქვედანაყოფი ავღანეთში, თუმცა განსაკუთრებულ შემთხვევაში აშშ-ს პოტენციურად შეეძლება შეზღუდული სამხედრო ძალის შენარჩუნება:
„ამ შეთანხმების ფარგლებში, ჩვენ ავღანეთის ხელისუფლებასთან ერთად განვსაზღვრავთ, თუ რა სახის დახმარება ესაჭიროებათ, რათა 2014 წლის შემდეგ ბოლომდე მიიყვანონ ორი ძნელად შესასრულებელი უსაფრთხოების მისია: ანტიტერორიზმი და ხანგრძლივი წვრთნა. მაგრამ ამისათვის ჩვენ ქვეყანაში არც მუდმივმოქმედ სამხედრო ბაზას ავაგებთ და არც მის ქალაქებსა და მთებში განვახორციელებთ პატრულირებას. ეს მხოლოდ ავღანეთის ხალხის საქმე იქნება.“
სტრატეგიული ხელშეკრულება არ ავალდებულებს ვაშინგტონს განსაკუთრებული ხარჯები გაიღოს, თუმცა აშშ პირობას დებს, რომ 2014 წლის შემდეგ, როდესაც 87 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი საბოლოოდ დატოვებს ავღანეთს, ის კიდევ 10 წლის განმავლობაში დაეხმარება ფინანსურად ქაბულს. სატელევიზიო მიმართვაში ბარაკ ობამამ კვლავ მოუწოდა თალიბანს განაახლოს სამშვიდობო დიალოგი ავღანეთის მთავრობასთან და აღნიშნა, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაცია უშუალოდ იმყოფება კონტაქტში თალიბანთან ამ საქმის ბოლომდე მისაყვანად. თუმცა კრიტიკოსები ეჭვობენ, ავღანეთის ხელისუფლებამ შეძლოს მეამბოხეთაგან თავის დაცვა, როდესაც ქვეყანას საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალები დატოვებენ.

ამ შეთანხმების ფარგლებში, ჩვენ ავღანეთის ხელისუფლებასთან ერთად განვსაზღვრავთ, თუ რა სახის დახმარება ესაჭიროებათ, რათა 2014 წლის შემდეგ ბოლომდე მიიყვანონ ორი ძნელად შესასრულებელი უსაფრთხოების მისია...ბარაკ ობამა