25 აპრილს ლადო გუდიაშვილის მოედანზე მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორები შიშობენ, რომ თბილისის განვითარების ფონდისა და ინვესტორის, კომპანია "ირაო მაგნატ გუდიაშვილის" მიერ დაგეგმილი სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები მოედნის იერსახეს დაამახინჯებს და მის ავთენტიკურობას მოსპობს. ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, ბოლო ორი დღეა ლადო გუდიაშვილის მოედანზე მდებარე ერთ-ერთ შენობაში სამუშაოები მიმდინარეობს. თუ ვინ და რა ტიპის სამუშაოებს ახორციელებს შენობაში, ამ დრომდე უცნობია. აღნიშნულ ინფორმაციას არ ფლობენ არც თბილისის მერიაში, თუმცა ისინი აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო პროექტები ჯერჯერობით დამტკიცებული არ არის და, შესაბამისად, იქ არანაირი სამუშაოები არ უნდა მიმდინარეობდეს.
გუდიაშვილის მოედანზე მისულებს, ე.წ. ”ლიტერატურული საქართველოს” რედაქციის შენობის გარშემო სახელდახელოდ შემოვლებული ხის ღობის კარი ბოქლომით დაკეტილი დაგვხვდა. კლასიცისტური და თბილისური ურბანული ელემენტებით შეჯერებული, საფასადო მხარეს ხის ღია აივნებით გაფორმებული, ერთ-ერთი ყველაზე ძველი თბილისური ტიპის ნაგებობა, რომელიც დღემდე შემორჩა, 1820-იან წლებში აშენდა როგორც საცხოვრებელი სახლი. მას არქიტექტურული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. რედაქციის ყოფილ შენობას და ვასიკო ჭუბაბრიას სახლს საერთო კედელი აქვს. როგორც ის გვიხსნის, უკვე ორი დღეა დაახლოებით ოთხი-ხუთი ადამიანი შენობის ერთ-ერთ ოთახში კედლებს წმენდს. ვინ არიან და რას წარმოადგენენ, ეგ კი აღარ ვიციო, გვეუბნება.
”ჩემი თვალით ვნახე, როგორ მუშაობდნენ შიგნით. არ ანგრევდნენ, უბრალოდ კედლებს ასუფთავებდნენ გაჯისგან. მითხრეს, რომ ამ დღეებში დავიწყებთო. რას დაიწყებთ? დანგრევას ხომ არ აპირებთ-მეთქი, ვკითხე. არაო, რესტავრაცია უნდა გავუკეთოთო. პირველ სართულზე გალერეა უნდა იყოს, მეორეზე კი ელიტარული კაფეო”, - ამბობს ვასიკო ჭუბაბრია.
ლადო გუდიაშვილის მოედანზე აქცია, სახელწოდებით ”გაამაგრე გუდიაშვილი”, უკანასკნელი თვეების განმავლობაში რამდენჯერმე გაიმართა. იყო გლინტვეინი, ვიოლინო, პერფორმანსი... ამ ყველაფრის პარალელურად კი, მოედანზე შეკრებილი საზოგადოების მთავარ მოთხოვნას ისტორიულ მოედანზე მდებარე შენობების დაუყოვნებლივი გამაგრება წარმოადგენდა. მოთხოვნა არც 25 აპრილს შეცვლილა. გამონაკლისად შეიძლება ის ჩაითვალოს, რომ ამჯერად აღარც გლინტვეინი ყოფილა და აღარც ვიოლინო. გუდიაშვილის სკვერში შეკრებილი 40-მდე ადამიანი მოედნის გარშემო არსებული შენობა-ნაგებობების იერსახის შენარჩუნებას ყოველგვარი პერფორმანსის გარეშე მოითხოვდა. ლაშა მოედანზე მეგობრებთან ერთად მივიდა:
„პირადად მე მირჩევნია, რომ ამ მოედნის ავთენტური სახე იქნეს შენარჩუნებული. არ მიმაჩნია გამართლებულად, რომ აქ შუშის შენობები და, მაგალითად, „პრადას“ მაღაზია გაიხსნას.“
ნიკოლოზი აქციის ერთ-ერთი მონაწილეა. ის ”ლიტერატურული საქართველოს” რედაქციის შენობაში მომუშავე ხელოსნებს აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე პირადად ესაუბრა:
„ხელოსნების ნაწილი იძახდა, რომ ამ შენობის დანგრევა არ არის საჭიროო, მეორე ამბობდა, ისეთი ძველი შენობაა, უნდა დაინგრესო. მათ არ იცოდნენ რა იგეგმება ამ შენობასთან დაკავშირებით.“
ვალერი ოგანოვი ლადო გუდიაშვილის 2 ნომერში, ზუსტად იმ შენობაში დაიბადა, რომელშიც რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ”ლიტერატურული საქართველოს” რედაქცია განთავსდა. ის ღობის გარედან გვითითებს იმ აივნებზე, სადაც ბავშვობა გაატარა:
„აი ის აივანი და სახლი ბაბუაჩემის იყო. აქ დავიბადე 1943 წელს. მთელი ბავშვობა ამ სახლში და ამ სკვერში ჩემს ბიძაშვილებთან ერთად გავატარე“, - იხსენებს ვალერი.
ლადო გუდიაშვილის მოედანზე მდებარე შენობა-ნაგებობები თბილისის განვითარების ფონდის საკუთრებაა. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, გუდიაშვილის მოედანზე მდებარე ისტორიული შენობების იერსახე სრულად შენარჩუნდება. გეტყვით იმასაც, რომ მარტის ბოლოს თბილისის განვითარების ფონდსა და კომპანია "ირაო მაგნატ გუდიაშვილს" შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმადაც, ინვესტორი უფლებამოსილია, დამტკიცებული პროექტების მიხედვით, გუდიაშვილის მოედანზე მდებარე შენობებზე სარეაბილიტაციო სამუშოები განახორციელოს.
როგორც რადიო თავისუფლებას მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, ამჟამად საინვესტიციო კომპანია შენობების სარესტავრაციო და გამაგრების პროექტებზე მუშაობს და ისინი დამტკიცებული არ არის. აქედან გამომდინარე, მათთვის უცნობია, თუ რა სამუშაოები ხორციელდება ლადო გუდიაშვილის მოედანზე. დეტალების გასარკვევად კი მერიის პრესსამსახურმა ერთდღიანი ვადა ითხოვა.
25 აპრილს ლადო გუდიაშვილის მოედანზე გამართული დაახლოებით ნახევარსაათიანი თათბირის შემდეგ, ორგანიზაცია ”თბილისის ჰამქრის” წარმომადგენელმა ალექსანდრე ელისაშვილმა აქციის მონაწილეებს, თუ შეიძლება ითქვას, სამოქმედო გეგმა გააცნო. 26 აპრილის საღამომდე აქციის რამდენიმე ორგანიზატორი შეეცდება თბილისის განვითარების ფონდისა და ინვესტორის - კომპანია "ირაო მაგნატ გუდიაშვილის" - ხელმძღვანელებს შეხვდეს და მათგან დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინოს:
„ჩაგვაყენონ საქმის კურსში, რა ბედი ელის ამ შენობას. რომ მოდიან მუშები და რაღაცას აკეთებენ, ერთი რომ ამბობს, ვანგრევთო და მეორე ამბობს, უბრალოდ რესტავრაციას ვუკეთებთო, ხომ უნდა ვიცოდეთ რეალურად რა ხდება, არა? შეიძლება ინვესტორმა ბრწყინვალე პროგრამა წარმოგვიდგინოს, გაგვაგებინონ რა ხდება და თუ პროექტი მართლა კარგი იქნება, გულწრფელად ვამბობ, რომ პირადად მე დავდგები და მუშად ვიმუშავებ. თუკი ამ დღეებში არანაირი ყურადღება არ მოგვაქციეს, მაშინ ყოველგვარი ვიოლინოს გარეშე უნდა გავმართოთ აქციები“, - ამბობს ალექსანდე ელისაშვილი.

„პირადად მე მირჩევნია, რომ ამ მოედნის ავთენტური სახე იქნეს შენარჩუნებული. არ მიმაჩნია გამართლებულად, რომ აქ შუშის შენობები და, მაგალითად, „პრადას“ მაღაზია გაიხსნას.“...აქციის ერთ-ერთი მონაწილე
ლადო გუდიაშვილის მოედანზე აქცია, სახელწოდებით ”გაამაგრე გუდიაშვილი”, უკანასკნელი თვეების განმავლობაში რამდენჯერმე გაიმართა. იყო გლინტვეინი, ვიოლინო, პერფორმანსი... ამ ყველაფრის პარალელურად კი, მოედანზე შეკრებილი საზოგადოების მთავარ მოთხოვნას ისტორიულ მოედანზე მდებარე შენობების დაუყოვნებლივი გამაგრება წარმოადგენდა. მოთხოვნა არც 25 აპრილს შეცვლილა. გამონაკლისად შეიძლება ის ჩაითვალოს, რომ ამჯერად აღარც გლინტვეინი ყოფილა და აღარც ვიოლინო. გუდიაშვილის სკვერში შეკრებილი 40-მდე ადამიანი მოედნის გარშემო არსებული შენობა-ნაგებობების იერსახის შენარჩუნებას ყოველგვარი პერფორმანსის გარეშე მოითხოვდა. ლაშა მოედანზე მეგობრებთან ერთად მივიდა:
„პირადად მე მირჩევნია, რომ ამ მოედნის ავთენტური სახე იქნეს შენარჩუნებული. არ მიმაჩნია გამართლებულად, რომ აქ შუშის შენობები და, მაგალითად, „პრადას“ მაღაზია გაიხსნას.“
ნიკოლოზი აქციის ერთ-ერთი მონაწილეა. ის ”ლიტერატურული საქართველოს” რედაქციის შენობაში მომუშავე ხელოსნებს აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე პირადად ესაუბრა:
„ხელოსნების ნაწილი იძახდა, რომ ამ შენობის დანგრევა არ არის საჭიროო, მეორე ამბობდა, ისეთი ძველი შენობაა, უნდა დაინგრესო. მათ არ იცოდნენ რა იგეგმება ამ შენობასთან დაკავშირებით.“
ვალერი ოგანოვი ლადო გუდიაშვილის 2 ნომერში, ზუსტად იმ შენობაში დაიბადა, რომელშიც რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ”ლიტერატურული საქართველოს” რედაქცია განთავსდა. ის ღობის გარედან გვითითებს იმ აივნებზე, სადაც ბავშვობა გაატარა:
„აი ის აივანი და სახლი ბაბუაჩემის იყო. აქ დავიბადე 1943 წელს. მთელი ბავშვობა ამ სახლში და ამ სკვერში ჩემს ბიძაშვილებთან ერთად გავატარე“, - იხსენებს ვალერი.
ჩაგვაყენონ საქმის კურსში, რა ბედი ელის ამ შენობას. რომ მოდიან მუშები და რაღაცას აკეთებენ, ერთი რომ ამბობს, ვანგრევთო და მეორე ამბობს, უბრალოდ რესტავრაციას ვუკეთებთო, ხომ უნდა ვიცოდეთ რეალურად რა ხდება, არა...ალექსანდრე ელისაშვილი