25 აპრილს, საღამოს გუდიაშვილის მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართა. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათთვის ჯერ კიდევ გაურკვეველია გუდიაშვილის მოედნის მომავალი იმ დროს, როცა ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, ერთ-ერთ შენობაში სარემონტო სამუშაოები დაიწყო.