თბილისში, გუდიაშვილის მოედანზე გამართულ გამოფენა-გაყიდვაზე თავი გამოიჩინა მხატვარმა ნატალია ნებიერიძემ, რომლის პერფორმანსზე ცხარე დებატები გაიმართა სოციალურ ქსელებში. ნატალია ნებიერიძემ რძე მოიწველა და პოლიეთილენის ჭიქებში დაურიგა ხალხს... ამ პერფორმანსის შესახებ ვესაუბრეთ მხატვარ გიორგი კევლიშვილს, რომელიც ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა ნებიერიძის პერფორმანსს ჩანაწერით, რომლის სათაურია ”შეცდომები პერფორმანსზე მსჯელობისას”.