საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები, როგორც საქართველოს დემოკრატიის ”ტესტი” და ჯანსაღი დემოკრატია, როგორც ევროატლანტიკურ მისწრაფებათა წარმატების, ნატოში ინტეგრაციისა და, შესაბამისად, სტაბილური საქართველოს უსაფრთხო მომავლის გარანტია, - ასეთია ლოგიკური ჯაჭვი, რომელიც აშკარად გამოიკვეთა საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატის 21 მარტის გამოსვლაში, რამაც საქართველოში განსხვავებული რეაქციები გამოიწვია. ერთი შეხედვით, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე რიჩარდ ნორლანდს ახალი არაფერი უთქვამს, თუმცა პოლიტიკოსები თუ ანალიტიკოსები მომავალი ელჩის განცხადებებში მაინც შენიშნავენ ახალ აქცენტებს.
დავიწყოთ იმით, რომ აშშ-ის მომავალი ელჩი სავსებით იზიარებს ვაშინგტონის მტკიცე ერთგულებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მისამართით; ეწინააღმდეგება რუსეთის არმიის ყოფნას ”ოკუპირებულ ტერიტორიებზე”; ”პრინციპულ” საკითხად მიიჩნევს რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიანი გეგმის შესრულების აუცილებლობას და, პარალელურად, ხედავს საჭიროებას საქართველო-რუსეთის ურთიერთობის გაუმჯობესების მიმართულებით. ამ ასპექტებს რიჩარდ ნორლანდი ”მთავარი მნიშვნელობის” ასპექტებად მოიხსენიებს, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ”ასეთივე მნიშვნელობისაა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების გაძლიერება, განსაკუთრებით შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისა და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში.”
მომავალი არჩევნები, როგორც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მნიშვნელოვანი ტესტი, 21 მარტს სენატში გამართულ მოსმენაზე არაერთხელ ახსენა რიჩარდ ნორლანდმა - გამოსვლის ძირითად ტექსტში თუ დასმულ შეკითხვებზე პასუხებში. დემოკრატი სენატორის ბენ კარდინის შეკითხვას, რომელიც საქართველოში ოპოზიციის შევიწროებასთან დაკავშირებულ წუხილს შეეხებოდა, ელჩობის კანდიდატმა უპასუხა, რომ საქმის კურსშია ამგვარი ”სრულიად რეალური” წუხილის თაობაზე და თქვა, რომ, მაგალითად, კონტროლის პალატის როლი იწვევს ”დიდ შეშფოთებას” როგორც საქართველოში, ასევე ”საერთაშორისო საზოგადოებაში”. შესაბამისია ვაშინგტონის რეაქციაც:
”შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი მისია უკვე წამოსწევს ამ საკითხებს როგორც საჯაროდ, ისე კერძო საუბრებში საქართველოს მთავრობასთან და ჩემი როლი იქნება დიდი ყურადღებით გავაგრძელო მონიტორინგი იმისა, თუ რამდენად იცავს საქართველო პრინციპებს, რომლებიც ჩვენთვის ასე ძვირფასია. ეს ჩემი მისიის ძირითადი პრიორიტეტი იქნება. აშშ ხარჯავს მილიონობით დოლარს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, კანონის უზენაესობის, დემოკრატიის ხელშეწყობისთვის და ჩვენ ყურადღებით უნდა განვკარგოთ ეს თანხები, რათა დარწმუნებული ვიყოთ სასურველი შედეგების მიღებაში.”
რიჩარდ ნორლანდის სიტყვებს განცხადებებად არ მიიჩნევს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე. როგორც მან 23 მარტს უთხრა ჟურნალისტებს, ნორლანდი ელჩის პოსტზე ჯერ არ არის დანიშნული და 21 მარტის მოსმენაზე სენატში ის, უბრალოდ, პასუხობდა დასმულ შეკითხვებს.
”ამას ჯერჯერობით არავითარი პოლიტიკური დატვირთვა არა აქვს... საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორული ურთიერთობა დაფუძნებულია სტრატეგიულ ქარტიაზე და ეს მით უმეტეს არ არის დამოკიდებული ელჩის ფიგურაზე. ეს არის დამოკიდებული ორი ქვეყნის გამოცხადებულ, დეკლარირებულ პოლიტიკურ კურსზე”, - უთხრა ჟურნალისტებს გრიგოლ ვაშაძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრის ამგვარ განცხადებას ”უმეცარს” უწოდებს ”ქართული ოცნების” პრეს-სპიკერი და ბიძინა ივანიშვილის სამომავლო პარტიის საინიციატივო ჯგუფის წევრი მაია ფანჯიკიძე, რომელსაც დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ფანჯიკიძე დარწმუნებულია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის - ბარაკ ობამას - მიერ დასახელებული ელჩობის კანდიდატის რიჩარდ ნორლანდის სიტყვების მნიშვნელობას კარგად აცნობიერებს გრიგოლ ვაშაძე, მაგრამ ამ შემთხვევაში პრობლემას მომავალი ელჩის სიტყვების შინაარსი წარმოადგენს:
”ბატონ ნორლანდს პირიქით რომ ეთქვა - საქართველოში ყველაფერი გადასარევად არის და შიში არ უნდა გვქონდეს არჩევნების დემოკრატიულობის დაბალი ხარისხისაო, მაშინ, ალბათ, ასეთ განცხადებას ბატონი ვაშაძე პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევდა... მაგრამ რაც ხელს არ აძლევს, ის თურმე არ არის მნიშვნელოვანი.”
თუმცა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან განსხვავებული შეფასებებიც ვლინდება. როგორც, მაგალითად, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, უმრავლესობის წარმომადგენელმა გიორგი კანდელაკმა უთხრა რადიო თავისუფლებას, მართალია, მედიამ ”გააბუქა” ნორლანდის გამონათქვამების შინაარსი, მაგრამ პარტნიორთა კრიტიკული შენიშვნები გასათვალისწინებელია:
”საქართველოს დემოკრატიული განვითარების მიმართ შეერთებული შტატების დამოკიდებულება კარგად ჩამოაყალიბა პრეზიდენტმა ობამამ, რომელმაც თქვა, რომ საქართველო არის დემოკრატიული განვითარების მაგალითი. ხოლო ის, რომ არის აზრთა გაცვლა-გამოცვლა და კრიტიკული შენიშვნები მეგობრებს შორის, ეს არის ნორმალური დემოკრატიული პროცესის ნაწილი და ჩვენ გულისყურით ვეკიდებით ამგვარ მოსაზრებებს, რაც, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს რაღაც განსაკუთრებულს და ექსტრაორდინარულს.”
დავუბრუნდეთ რიჩარდ ნორლანდის ოთხშაბათის გამოსვლას სენატში. მან თქვა, რომ ”სანდო პარტნიორმა” საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს შეერთებულ შტატებთან დიპლომატიური ურთიერთობის 20-წლიან პერიოდში და ამ კუთხით აღინიშნება, მაგალითად, წარმატებული ბრძოლა წვრილმან კორუფციასთან, თუმცა კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ამ კონტექსტში ელჩობის კანდიდატი გამოკვეთს უშუალო კავშირს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას შორის. ნორლანდმა აღნიშნა, რომ საქართველოს გრძელვადიანი უსაფრთხოება და სტაბილურობა პირდაპირ კავშირშია მთავრობის მხრიდან შემდგომი დემოკრატული რეფორმების გატარებასთან, ხოლო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოს დააახლოებს ევროატლანტიკურ სტანდარტებთან.
როგორც საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის დეკანი, ანალიტიკოსი ბაკურ კვაშილავა ეუბნება რადიო თავისუფლებას, რიჩარდ ნორლანდის გამოსვლაში ”ჩანდა დეტალები, რომლებიც გვარწმუნებს, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია ნამდვილად ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.” თუმცა კვაშილავა მიიჩნევს, რომ დემოკრატიის მნიშვნელობისა და სამართლიანი არჩევნების აუცილებლობის განმარტებისას მომავალ ელჩს ახალი პრაქტიკულად არაფერი უთქვამს. ამ მოსაზრებას ეთანხმება ”ქართული ოცნების” პრეს-სპიკერი მაია ფანჯიკიძეც, თუმცა ის საგულისხმოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სამართლიანი არჩევნების აუცილებლობასთან დაკავშირებული განცხადებები ბოლო პერიოდში სულ უფრო გახშირდა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.

ჩემი როლი იქნება დიდი ყურადღებით გავაგრძელო მონიტორინგი იმისა, თუ რამდენად იცავს საქართველო პრინციპებს, რომლებიც ჩვენთვის ასე ძვირფასია ...რიჩარდ ნორლანდი

საქართველოს დემოკრატიული განვითარების მიმართ შეერთებული შტატების დამოკიდებულება კარგად ჩამოაყალიბა პრეზიდენტმა ობამამ, რომელმაც თქვა, რომ საქართველო არის დემოკრატიული განვითარების მაგალითი ...გიორგი კანდელაკი