Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

პირუტყვის დაავადების პრობლემა ახალციხის რეგიონში


ბოლო ორი წელია პირუტყვის დაავადება „თურქული“ ასპინძის, ადიგენისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში პერმანენტულად ფიქსირდება. მოსახლეობა ამბობს, რომ ვირუსი ნებისმიერ დროს ჩნდება, თუმცა აქტიურობის ფაზა შემოდგომა-ზამთარია. სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობა განმარტავს, რომ აცრებისთვის ვაქცინის შეძენა ძირითადად გლეხებს თავად უწევთ, თუმცა არის შემთხვევები, როცა ამას სახელმწიფო აკეთებს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსი განმარტავს, რომ საქონლის დაავადება „თურქულის“ აცრები სამცხე–ჯავახეთის საზღვრისპირა ზონებში წელიწადში ორჯერ ტარდება. რაც შეეხება ჯილეხსა და ცოფს, სააგენტო უშუალოდ კერების ადგილას მუშაობს. ლია ბექაურის აზრით, შინაური ცხოველების ჯანმრთელობაზე მოსახლეობამ თავად უნდა იზრუნოს.

ვეტერინარების მომსახურების მთავარი პრობლემა, სასოფლო-საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელის აზრით, ორ ნაწილად იყოფა - ერთი, რომ ამ საქმის პროფესიონალები ცოტანი არიან და, მეორე, ეს დარგი კომერციულ სფეროდ ამ დრომდე ვერ იქცა. თუმცა გურამ ჯინჭველაძე ამბობს, რომ რეგიონში ვეტერინართა ასოციაცია მოქმედია.

მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ირწმუნება, რომ საკუთარი სახსრებით, გამონაკლის შემთხვევაში, მხოლოდ ძაღლები იცრება.
XS
SM
MD
LG