რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო კოალიციის - ”არჩევნის თავისუფლებისათვის” - წევრი მაგდა პოპიაშვილი. მან ილაპარაკა საქართველოს არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების პეტიციაზე - ”ეს შენ გეხება”, რომლითაც აპროტესტებენ 2011 წლის დეკემბერში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც, ამ ორგანიზაციების აზრით, განუსაზღვრელ და არაკონსტიტუციურ უფლებამოსილებებს ანიჭებს პარტიების დაფინანსების მთავარ მაკონტროლებელს - საქართველოს კონტროლის პალატას და სერიოზულ საფრთხეებს უქმნის როგორც თითოეულ მოქალაქეს, ისე სამოქალაქო საზოგადოებას.
ამავე თემაზე
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1