Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა


საპროტეტსო აქცია მოსკოვში
საპროტეტსო აქცია მოსკოვში
მოსკოვში ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა აქციაზე „პატიოსანი არჩევნების“ მოთხოვნით. საქმე ეხება მესამე ფართომასშტაბიან საპროტესტო გამოსვლას რუსეთში დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

აქციის მონაწილეები აკრიტიკებენ რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის მმართველობას და მოითხოვენ 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარებას.

დღევანდელი აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, რომელსაც სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს, ძლიერი ყინვების მიუხედავად, რუსეთის დედაქალაქში დემონსტრაციაზე იმყოფება 30 ათასამდე ადამიანი. მათ, სავარაუდოდ, კიდევ 50 ათასი დაემატება.

აქცია ადგილობრივი დროით 13 საათზე (თბილისის დროით 14 საათზე) დაიწყო მოსკოვის ცენტრში საპროტესტო სვლით. მოსკოვშივე მიმდინარეობს პუტინის მხარდამჭერთა მრავალათასიანი მიტინგი. ანტისამთავრობო აქციების შესახებ იუწყებიან რუსეთის რეგიონებიდან.
XS
SM
MD
LG