”მოქალაქეთა გაერთიანების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შესული ცვლილების თანახმად, იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც თავიანთ პარტიულ სიებში ქალთა რაოდენობას გაზრდიან, სახელმწიფო ფინანსურად წაახალისებს. 25 იანვარს სასტუმრო ”თბილისი მარიოტში” სწორედ ამ საკითხზე გაიმართა დისკუსია, რომელიც გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ იყო ორგანიზებული და რომელსაც 11 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ესწრებოდა.
საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის რუსუდან კერვალიშვილის შეფასებით, ”მოქალაქეთა გაერთიანების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შესული მუხლი, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური პარტიები, საკუთარ სიებში ქალების რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში, ფინანსურად წახალისდებიან, დემოკრატიისაკენ გადადგმული გადამწყვეტი ნაბიჯია. ამ მუხლის (30-ე მუხლი, მე-7 (1) პუნქტი) მიხედვით, საარჩევნო სუბიექტი, რომელიც იღებს დაფინანსებას ამ მუხლით დადგენილი წესით, დაფინანსებაზე კიდევ 10%-იან დანამატს მიიღებს, თუ მის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში ყოველ 10 კანდიდატს შორის განსხვავებული სქესი წარმოდგენილი იქნება სულ მცირე 20%-ით. ეს უკვე არის არა კვოტა, არამედ პირდაპირი ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან, აცხადებს რუსუდან კერვალიშვილი:
”ქალს გაუჩნდა თავისი ფასი. გარდა იმისა, რომ ქალები წარმოადგენენ საზოგადოების ნახევარზე მეტს, მათ ახლა აქვთ საკუთარი ფინანსები, რომ სრულყოფილად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ეს მისცემს ქალ-წარმომადგენლებს საშუალებას, არჩევნებში მამაკაცებთან თანაბარ პირობებში მიიღონ მონაწილეობა. ახლა პოლიტიკურმა პარტიებმა გადახედონ სიებს და ყოველ ათეულში, და არა სადღაც ბოლო ადგილებზე, ორი ქალი ჩასვან და მიიღონ დაფინანსება.”
რუსუდან კერვალიშვილი ამბობს, რომ პარლამენტში ქალთა 9%-იანი მაჩვენებელი იმდენად დაბალია, რომ ისინი მუდმივად იქნებიან დამოკიდებული მთავარი გუნდის - სხვანაირად რომ ვთქვათ, მამაკაცთა კლუბის - თამაშის წესებზე და ასე დარჩება ქალთა რიცხვის გაზრდამდე.
საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წარმომადგენელი საქართველოში ლუის ნავარო ფიქრობს, რომ ამ კანონის მიღებით გაიზრდება ქალთა რიცხვი პარლამენტში და ზოგადად მათი მონაწილეობა პოლიტიკაში:
”თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქალია და ამომრჩევლებშიც ქალები ჭარბობენ, პარლამენტში მოღვაწე ქალთა 9%-იანი მაჩვენებელია ძალიან დაბალია. ეს ნიშნავს, რომ ქალები ისე არ არიან წარმოდგენილნი, როგორც ეს შეიძლებოდა ყოფილიყო და როგორც უნდა იყოს დემოკრატიულ ქვეყანაში. აქვე უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტორიც, რომ არსებობს მთელი რიგი საკითხები, რომლებიც უშუალოდ ქალებს ეხებათ და რომელთა ადვოკატირებაც საუკეთესოდ სწორედ ქალებს შეუძლიათ.”
როგორ შეხვდნენ ამ სიახლეს თავად პოლიტიკური პარტიები, რომელთა ლიდერების უმრავლესობა სწორედ მამაკაცია? გადახედავენ თუ არა ისინი საკუთარ პარტიულ სიებს ფინანსური სარგებლის მიღების ხათრით? მაგალითად, შეხვედრის მონაწილე 11 პოლიტიკური პარტიიდან ერთ-ერთის - კონსერვატიული პარტიის - წევრი ბიძინა გუჯაბიძე აცხადებს, რომ მათ პარტიას გენდერული ბალანსის შენარჩუნებისათვის სპეციალური სტიმული არ სჭირდება. მეტიც, ამბობს გუჯაბიძე:
”ჩვენ ეს საკითხი თავიდანვე გვქონდა გათვალისწინებული და მომავალ პოლიტიკურ საქმიანობაშიც ვაპირებთ ქალების აქტიურად ჩართვას. ჩვენი პარტიული სტრუქტურების უმრავლესობას ისედაც წარმოადგენენ ქალები - ქალები არიან ჩართული როგორც რაიონულ სტრუქტურებში, ისე საარჩევნო ადმინისტრაციებში. თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ ქალების ჩართვა პოლიტიკაში არ უნდა ეფუძნებოდეს ფინანსურ წახალისებას. ამისათვის საკმარისია გავითვალისწინოთ ის, რომ ქალების როლი, უბრალოდ, აუცილებელი და განსაკუთრებულია პოლიტიკურ საქმიანობაში.“
ჯერ კიდევ 2008 წელს მსგავსი რეკომენდაცია - ქალთა მონაწილეობის პროცენტი პარტიების დაფინანსების ფორმულაში ჩამჯდარიყო - საქართველოს ხელისუფლებას „კავკასიის ქალთა ქსელმაც“ მისცა. მაშინ კანონში ცვლილება არ შესულა. „კავკასიის ქალთა ქსლის“ ხელმძღვანელი ნინო ციხისთავი დღეს ამბობს, რომ მხოლოდ გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლისა და რეკომენდაციების შემდეგ მიიღო ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ და, მიუხედავად ამისა, ეს მაინც არ ნიშნავს ქალებისათვის კარის გაღებას პოლიტიკაში:
”ეს ცვლილებები, რაც არჩევნების წინ ხელისუფლებამ გამოაჩოჩა, მხოლოდ დემოკრატიული ფასადის შენარჩუნებას ემსახურება, მით უმეტეს, რომ ძალიან მალე მას ანგარიში აქვს წარსადგენი აშშ-ის პრეზიდენტისათვის სააკაშვილი-ობამას შეხვედრაზე. მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც გასაკეთებელი იყო, მაგრამ ის სრულიად ნიველირებულია იმ ფონზე, როდესაც სწორედ ამავე წელს ხელისუფლებამ პრაქტიკულად მუშტი მოუქნია ქალებს, როდესაც მათ უთხრა, სახლში უნდა დასხდეთ და არ უნდა იმუშაოთ, რადგან საბავშვო ბაღები ფასიანი გახდაო. ეს ორი საკითხი რომ სასწორის პინაზე მოვათავსოთ, რა უფრო გადაწონის?”
ნინო ციხისთავის შეფასებით, ამ ფასადური ცვლილებით ქალთა ორგანიზაციების მოლოდინი ვერ გამართლდება და მიზეზი მარტივია:
”პარტიების ფინანსური წახალისება ამართლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა პარტიას თანაბარი გაძლიერებისა და განვითარების შესაძლებლობა აქვს და როდესაც საერთო პოლიტიკური სივრცე ჯანსაღია. ხოლო თუ ჩვენ ძალიან ახლო წარსულს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ქალთა მონაწილეობა, მაშინ როდესაც ყველაფერს უმრავლესობა წყვეტს, ფიქტიურია. ამ პირობებში კი ის კონკრეტული პარტია, ქალთა სიმრავლის გამო საკუთარ სიებში დაფინანსებას მიიღებს თუ არა, ამის მიუხედავად, მაინც სცენის მიღმა დარჩება.”

გარდა იმისა, რომ ქალები წარმოადგენენ საზოგადოების ნახევარზე მეტს, მათ ახლა აქვთ საკუთარი ფინანსები, რომ სრულყოფილად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში...

ხელისუფლებამ პრაქტიკულად მუშტი მოუქნია ქალებს, როდესაც მათ უთხრა, სახლში უნდა დასხდეთ და არ უნდა იმუშაოთ, რადგან საბავშვო ბაღები ფასიანი გახდაო. ეს ორი საკითხი რომ სასწორის პინაზე მოვათავსოთ, რა უფრო გადაწონის?..