საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად ხაზს უსვამენ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აუცილებლობას. მთავრობა სხვადასხვა რეფორმას ახორციელებს საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად. ახლახან ორმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ ”სტანდარდ ენდ პურსმა” და „ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული რეიტინგი „ბი პლუსიდან“ „ბი-ბი მინუსამდე“ გააუმჯობესა, რაც უფრო მეტი უცხოური კაპიტალის მოზიდვის წინაპირობას წარმოადგენს. რა შედეგს იძლევა ეს ცვლილებები, ანუ რა მოცულობის ინვესტიციები ხორციელდება საქართველოში?
დაახლოებით ერთი თვის წინ - მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი სარეიტინგო სააგენტოების გადაწყვეტილება - საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა და საქართველოს ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე ისაუბრა. პრეზიდენტის განცხადებით, კორუფციის უქონლობით, უსაფრთხოების მაღალი დონით, კარგი საინვესტიციო ფონითა და ტურისტული მიმზიდველობით საქართველოს კონკურენციას ვერ გაუწევს რეგიონის ვერც ერთი ქვეყანა:
„რუსეთში, ზოგიერთ სხვა რეგიონალურ ქვეყნებში არის ძალიან დიდი კორუფცია, დიდი განუკითხაობა, განცდა უპერსპექტივობის. ეს არის ზუსტად ის სიტუაცია, როდესაც საქართველომ უნდა წამოიღოს ინვესტიციები. მე არ მინდა ვთქვა, რომ სხვის გაჭირვებაზე ჩვენ უნდა გავიხაროთ, მაგრამ ჩვენ, ყველანი, ახლა უნდა ვიდგეთ დიდი ბადით საქართველოს საზღვრებთან და დავიჭიროთ სხვადასხვა ქვეყნიდან გამოქცეული კაპიტალები.“
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, 2011 წელს საქართველოს საინვესტიციო გარემო მართლაც ასრულებდა უცხოური კაპიტალის დასაჭერი ბადის როლს. სამი კვარტალის წინასწარი შედეგების მიხედვით, ინვესტიციების მოცულობა 50 პროცენტით აჭარბებს 2010 წლის წინასწარ მონაცემებს, ხოლო დაზუსტებულს თითქმის 10 პროცენტით აღემატება. „საქსტატის“ ხელმძღვანელის ზაზა ჭელიძის განცხადებით, ინვესტიციების სიჭარბით განსაკუთრებით გამოირჩეოდა მიმდინარე წლის მესამე კვარტალი:
„მესამე კვარტალში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა შეადგინა 266 მილიონი ამერიკული დოლარი, რაც აღემატება არა მხოლოდ მიმდინარე წლის კვარტალებს, არამედ გაცილებით მაღალია, ვიდრე ეს იყო 2010 წლის ან 2009 წლის ნებისმიერი კვარტალის განმავლობაში. 2008 წლის შემდეგ ერთ კვარტალში ერთზე მაღალი ოდენობა არ ყოფილა. 18%-ით მეტია 2011 წლის მესამე კვარტალის მონაცემები 2010 წლის მესამე კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებთან შედარებით. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ თუ შევადარებთ ანალოგიურ მონაცემს წინა წლის მონაცემს, 66%-ით მეტია, რაც გულისხმობს, რომ საქართველოში ინვესტიციების ოდენობა იზრდება.“
ხელისუფლება უფრო მეტს მოელის მას შემდეგ, რაც ორმა ავტორიტეტულმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ - ”სტანდარდ ენდ პურსმა” და „ფიტჩმა“ - საქართველოს სუვერენული რეიტინგი „ბი პლუსიდან“ „ბი-ბი მინუსამდე“ გააუმჯობესა. „ფიტჩის“ რეიტინგი 15 დეკემბერს გამოქვეყნდა და ის ასახავს საქართველოს გაუმჯობესებულ მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, მიღწევებს ეკონომიკური ზრდის მხრივ, მთავრობის პროგრესს ფისკალური დეფიციტის მოთოკვაში, ისევე როგორც ინფლაციის შემცირებასა და უცხო ვალუტის რეზერვების გაზრდას. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის განცხადებით, სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესება მნიშვნელოვნად გაზრდის უცხოური ინვესტიციების მოცულობას:
”ლაპარაკი არის 100-ჯერ და 1000-ჯერ უფრო მეტ თანხაზე, პოტენციურ ინვესტორებზე, რომლებიც საქართველოთი უკვე დაინტერესდნენ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ”სტანდარდ ენდ პურსმა” ბიდან დაბლბიზე ასწია საქართველოს რეიტინგი.”
ამ ოპტიმიზმს გარკვეულ საფრთხეს უქმნის სხვადასხვა რისკი, რაც საქართველოს რეიტინგის უფრო მეტად გაუმჯობესების საშუალებას არ იძლევა. „ფიტჩის“ განცხადებით, როგორც საშინაო, ისე საგარეო ფაქტორები განაგრძობს უარყოფითი გავლენის მოხდენას საქართველოს სარეიტინგო მაჩვენებელზე. სააგენტო ამ ფაქტორებს შორის ასახელებს რუსეთთან კონფლიქტის განახლების „დაბალ რისკსა“ და შიდაპოლიტიკური საფრთხეების შესაძლო გამწვავებას 2013 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ.
საქართველოს უახლესი ისტორიიდან ცნობილია, რომ წინასაარჩევნო ან პოლიტიკური არასტაბილურობის პერიოდში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კლებას იწყებს, არადა, მათ გარეშე ქვეყნის ეკონომიკური განვითარება სერიოზულ სირთულეებს აწყდება.
ეკონომისტების დიდ ნაწილში კონსენსუსია იმის თაობაზე, რომ საქართველოს მეტი უცხოური ინვესტიცია სჭირდება. თუ რატომ, ამას „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი განმარტავს:
”საქართველოსთვის ინვესტიციები გადამწყვეტი მნიშვნელობის არის, რომ მან ეკონომიკის ზრდა გააგრძელოს, შექმნას სამუშაო ადგილები, გააფართოოს წარმოება და ასე შემდეგ. იმის გამო, რომ საქართველო ღარიბი ქვეყანაა და საკუთარი რესურსები მწირი აქვს, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ უცხოური ინვესტიციები შემოდიოდეს.”
მიმდინარე წლის პირველი სამი კვარტალის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა 650 მილიონ აშშ დოლარს აღწევს. ინვესტორ ქვეყნებს შორის ლიდერობს დანია, ნიდერლანდები და თურქეთი, შემდეგ მოდის ჩეხეთის რესპუბლიკა, აზერბაიჯანი, იაპონია და სხვ.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ თუ შევადარებთ ანალოგიურ მონაცემს წინა წლის მონაცემს, 66%-ით მეტია, რაც გულისხმობს, რომ საქართველოში ინვესტიციების ოდენობა იზრდება...

იმის გამო, რომ საქართველო ღარიბი ქვეყანაა და საკუთარი რესურსები მწირი აქვს, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ უცხოური ინვესტიციები შემოდიოდეს...