Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში მიიღეს


ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის სესია ჟენევაში
ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის სესია ჟენევაში
ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციამ თავის წევრად მიიღო რუსეთი, ამ საკითხზე 18 წელი მოლაპარაკების შემდეგ. რუსეთმა ოფიციალური მოსაწვევი მიიღო ორგანიზაციის მინისტერიალზე ჟენევაში. დღესვე, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, რუსეთის საგარეო უწყების პრესმდივანმა, ალექსანდრ ლუკაშევიჩმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკას სარგებელს მოუტანს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანება. ამ მიმართულებით რუსეთის ძალისხმევას, რომელიც ჯერ კიდევ 1993 წელს დაიწყო, ბოლო დაბრკოლება მოეხსნა გასულ თვეში, 9 ნოემბერს, როცა კომპრომისული შეთანხმებით დასრულდა საქართველოსთან შვეიცარიის შუამავლობით მოლაპარაკება. შეთანხმება ეხება რუსეთ-საქართველოს შორის ტვირთბრუნვის გაკონტროლებას. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის წევრობა ძალაში შევა მას შემდეგ, რაც რატიფიცირებულ იქნება სახელმწიფო სათათბიროს მიერ.
XS
SM
MD
LG