15 დეკემბერს ჟენევაში იხსნება და 17 დეკემბრამდე გასტანს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მინისტერიალი, რომელზეც ამ ორგანიზაციას, ახალი წევრის სახით, ოფიციალურად შეემატება რუსეთი. როგორც იცით, ამ გლობალურ სტრუქტურაში რუსეთის გაწევრიანებას წინ უძღოდა ხანგრძლივი მოლაპარაკებები რუსეთსა და საქართველოს შორის. თბილისი, რომელსაც, როგორც ვმო-ს წევრს, უფლება ჰქონდა ვეტო დაედო რუსეთის გაწევრიანებისთვის, მოითხოვდა ამ ორ ქვეყანას შორის არსებული ტვირთბრუნვის გაკონტროლებას. შვეიცარიის შუამავლობით წარმოებული მოლაპარაკებები 9 ნოემბერს დასრულდა კომპრომისული შეთანხმების გაფორმებით. საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებებში აქტიურად იყო ჩართული შვეიცარიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მოლაპარაკების შედეგებზე ანალიტიკური სტატიაც გამოაქვეყნა სააგენტო civil.ge-ს საიტზე.
მოლაპარაკებათა შედეგის შეჯამების მიზნით ზურაბ ჭიაბერაშვილს ჟენევაში სალომე ასათიანი დაუკავშირდა - გთავაზობთ ინტერვიუს:
რადიო თავისუფლება: ბატონო ზურაბ, თქვენს სტატიაში წერთ, რომ ეს შეთანხმება საქართველოსთვის სერიოზულ წარმატებად უნდა შეფასდეს, ვინაიდან საქართველომ აჩვენა, რომ ის “საერთაშორისო საზოგადოების სრულუფლებიანი და პასუხისმგებლობით აღჭურვილი წევრია”. ეს არის წარმატების მთავარი ფაქტორი? რას იტყვით უფრო შიდაპოლიტიკურ კონტექსტზე - მაგალითად, რას მოუტანს ეს შეთანხმება საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან მიმართებით? თუ ამ შემთხვევაში მთავარი მაინც მისი იმიჯია საერთაშორისო ასპარეზზე?
ზურაბ ჭიაბერაშვილი: civil.ge-ზე გამოქვეყნებული სტატიის მიზანი არ ყოფილა გვესაუბრა საკუთრივ შეთანხმების ასპექტებზე. პირველ რიგში, ჩვენი შეფასების კრიტერიუმი ის არის, რომ საქართველომ შეთანხმების ტექსტშივე მოახდინა მისთვის მნიშვნელოვანი პრინციპული პოზიციების დაცვა. გავიმეორებ ეს რაში მდგომარეობდა - ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო იმ ვაჭრობის მონიტორინგი, რაც წარმოებს რუსეთსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს შორის. როცა ვამბობთ "მონიტორინგს", ვგულისხმობთ, რომ ამის უზრუნველყოფა უნდა მომხდარიყო საერთაშორისო აქტორების მონაწილეობით. შედეგი არის ის, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ამ საქმეში - არა მარტო მოლაპარაკების პროცესში, არამედ ამ შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში - დგას შვეიცარიული მხარე. და შვეიცარიული მხარე, რა თქმა უნდა, ჩვენთან და რუსულ მხარესთან კონსულტაციით, არჩევს კომპანიას, რომელიც უშუალოდ ადგილზე განახორციელებს იმ საქმეს, რაც შეთანხმებით არის განსაზღვრული და რაც არის, პრაქტიკულად, იმ ვაჭრობის მონიტორინგი და კონტროლი, რომელიც მე დავასახელე. თვითონ შეთანხმება არის ყველაზე მთავარი კრიტერიუმი, რატომაც მიგვაჩნია, რომ მოლაპარაკებები წარმატებული იყო საქართველოსთვის.
მაგრამ რომ დავუბრუნდეთ თქვენს შეკითხვას - რას მოგვიტანს ეს საიმისოდ, რომ თვითონ ოკუპირებულ რეგიონებთან გარკვეული ძაფები გაიბას და, შესაბამისად, გაჩნდეს საშუალება საიმისოდ, რომ აღდგეს გარკვეული კონტაქტები. პირველი, რაც უნდა ვთქათ, ის არის, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანება სრულიად ცალკე არსებული პროცესია იმისგან, რომელიც ჟენევაში მიმდინარეობს [ამიერკავკასიის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო დისკუსიის ფარგლებში] და იმაში მდგომარეობს, რომ უნდა შესრულდეს 12 აგვისტოს ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რუსეთმა უნდა გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან და უნდა ვილაპარაკოთ საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმებზე.
რადიო თავისუფლება: გასაგებია. და მაინც, რომ დავაკონკრეტოთ - იყო თუ არა მთავარი შედეგი ის, რომ საქართველომ ამით თავისი საერთაშორისო იმიჯი, რომელიც, ყველაფრის მიუხედავად, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საკმაოდ შეილახა, გააუმჯობესა? გამოაჩინა, რომ მას შეუძლია რაციონალური დიალოგი, დათმობებზე წასვლა?
ზურაბ ჭიაბერაშვილი: ეს ერთ-ერთი თანმდევი ფაქტორი იყო. ჩვენი ამოცანა არ ყოფილა ის, რომ გამოვჩენილიყავით ამ პროცესის ან კარგ, ან ცუდ აქტორებად. ჩვენ ვიყავით შედეგზე ორიენტირებული, ქვეყნის ინტერესების დაცვაზე ორიენტირებული მომლაპარაკებლები. მოლაპარაკებათა პროცესში ვაჩვენეთ, რომ ვართ საღი და რაციონალური ადამიანები. წარმატება იმაშია, რომ დავიცავით ეროვნული ინტერესები და პლუს ხელი არ შევუშალეთ სხვა პროცესს. მოგეხსენებათ, ჩვენი ძალიან ბევრი პარტნიორი გვეუბნებოდა, რომ გვესმის, თქვენს გვერდით ვართ, თქვენი მოთხოვნები აბსოლუტურად ლეგიტიმურია, მაგრამ, იმავდროულად, ყველას ინტერესშია, რომ რუსეთი გახდეს საერთაშორისო თამაშის წესებით მოთამაშე წევრიო.
რადიო თავისუფლება: თქვენ საუბრობთ პრინციპულ პოზიციებზე, რომელიც საქართველოს ლეგიტიმურად ჰქონდა და დაიცვა. თუმცა ისიც ცხადია, რომ საქართველოს ბევრ დათმობაზე მოუწია წასვლა. მიღებული შეთანხმება მნიშვნელოვნად სცილდება იმას, რაც თბილისს პირველ ეტაპზე სურდა. საუბარი ჯერ კიდევ 2004 წელს იყო საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე, სადაც ქართველი მებაჟეებიც განთავსდებოდნენ. ახლა კი “ნეიტრალურ კერძო კომპანიას” რუსეთი და საქართველო დაიქირავებენ და ის ანგარიშვალდებული, როგორც ჩანს, შვეიცარიის წინაშე იქნება. ანუ საუბარია არა საბაჟო კონტროლზე, არამედ მონიტორინგზე მესამე ძალის მიერ. ამ კომპრომისის გათვალისწინებით, იქნებ დაგვიკონკრეტოთ, მაინც რაშია შეთანხმების დიდი წარმატება?
ზურაბ ჭიაბერაშვილი: ნება მომეცით, რომ საკუთრივ საკითხის ფორმულირებაში შევიტანო პატარა შესწორება. პირველი - ჩვენ ვლაპარაკობთ სწორედ ვაჭრობის, საბაჟო ფუნქციების მონიტორინგზე. საერთაშორისო მონიტორები, კერძო კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც სავაჭრო დერეფნების შესასვლელებში არსებულ ტერმინალებში განთავსდებიან, დააკვირდებიან სწორედ შესაბამისი ეროვნული საბაჟო სამსახურების მიერ ფუნქციების შესრულებას, როგორიც არის შემოსული ტვირთის შემოწმება, დოკუმენტაციის შემოწმება, რისკანალიზი, იმის შემოწმება, გარკვეული ტვირთი ხომ არ შეიცავს ისეთ რამეს, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო ან რუსულ-ქართული კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს და ასე შემდეგ. ანუ სწორედაც რომ იმის მონიტორინგზე ვლაპარაკობთ, რასაც ზოგადად უწოდებენ საბაჟო ფორმალობებს და მათ განხორციელებას. აქ არანაირი ცვლილება არც ჩვენს მოთხოვნაში ყოფილა და არც შედეგობრივად არის საკუთრივ შეთანხმებაში.
ახლა დავუბრუნდეთ მეორე საკითხს - იმას, რომ ჩვენ ქართველი მებაჟეების განთავსებას ვითხოვდით და, საბოლოო ჯამში, ამ ტერმინალებში საერთაშორისო მონიტორები იდგებიან. აქაც, მე ვფიქრობ, რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვიჩინეთ მოქნილობა, მაგრამ, შედეგის თვალსაზრისით, გაცილებით უკეთესი შედეგი მივიღეთ. ჩვენ რომ ეს ორმხრივ ფორმატში დაგვეტოვებინა, - თეორიულად წარმოვიდგინოთ, რომ რუსეთს ეთქვა, კი, დადგნენ ქართველი მებაჟეებიო, - ნებისმიერი პრობლემა, რაც შეთანხმებით განსაზღვრული პუნქტების შესრულებისას წარმოიშვებოდა, დარჩებოდა ორმხრივ ფორმატში და ამაზე უნდა გვედავა.
რადიო თავისუფლება: რატომ არ შეიძლებოდა საუბარი სამმხრივი ფორმატის თეორიულ მოდელზე გამართულიყო? ქართველ და რუს მებაჟეებთან ერთად იქ საერთაშორისო ძალებიც რომ განთავსებულიყვნენ?
ზურაბ ჭიაბერაშვილი: დავასრულებ, თუ შეიძლება. ეს, გარკვეულწილად, დაემსგავსებოდა გარკვეულ საკითხებზე რუსულ-ქართულ კინკლაობას. საერთაშორისო ჩართულობა და ის ფაქტი, რომ ადგილზე საერთაშორისო მონიტორები იდგებიან, უზრუნველყოფს იმას, რომ თვითონ შეთანხმება და იქ გათვალისწინებული პუნქტები დაცული არის რომელიმე მხარის კაპრიზებისაგან. დაცულია იმისაგან, რომ რომელიმე მხარემ - და ჩვენ კარგად ვიცით, ვინ არის ტრადიციულად ეს მხარე, ვინ არის შემჩნეული და ცნობილი შეთანხმებების დარღვევით - გამოიჩინოს ჭირვეულობა და თავისებური ინტერპრეტაცია მისცეს შეთანხმების ამა თუ იმ პუნქტს.
რადიო თავისუფლება: ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია მონიტორინგის ფორმები. შეთანხმებაში ნახსენებია, რომ მონიტორინგი ნაწილობრივ ელექტრონული ფორმით მოხდება, რომ ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის სისტემის საშუალებით რუსი და ქართველი მებაჟეები ნეიტრალურ კერძო კომპანიას მიაწვდიან ინფორმაციას “ყველა საბაჟო და სავაჭრო ოპერაციის შესახებ”. შეგიძლიათ დაგვიკონკრეტოთ, რას გულისხმობს ეს ელექტრონული მონიტორინგი?
ზურაბ ჭიაბერაშვილი: მე აგიხსნით დეტალებს, რომელიც დაგანახვებთ, რომ ადგილი აქვს სერიოზულ ინფორმაციულ გაცვლას. მოგეხსენებათ, როგორც რუსეთის, ისე საქართველოს საბაჟო სამსახურებს აქვთ თავიანთი ელექტრონული პლატფორმები, რომლებიც არსებობს იმისათვის, რომ ნებისმიერმა კომპანიამ, რომელიც ვაჭრობით არის დაკავებული, - და აქ არ იგულისხმება მარტო რუსეთ-საქართველოს შორის ვაჭრობა, - შეავსოს შესაბამისი საბაჟო დეკლარაცია. ტექნოლოგია ისეა განვითარებული, რომ დაინტერესებულ მხარეს შეუძლია ამ ინფორმაციის ონლაინ შევსება.
რადიო თავისუფლება: ანუ თავად ეს საერთაშორისო დამკვირვებელი არ ამოწმებს - ამოწმებენ ქართველი და რუსი მებაჟეები და შემდეგ მას ელექტრონულად უგზავნიან ინფორმაციას?
ზურაბ ჭიაბერაშვილი: აგიხსნით. მოლაპრაკებათა პროცესში რუსული და ქართული მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ საბაჟო დეკლარაციებიდან, რომლებიც, სხვათა შორის, რუსულიც და ქართულიც თავსებადია, რადგან ორივე მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ საერთაშორისო სტანდარტს ეყრდნობა, ამ დოკუმენტიდან არა ყველა, არამედ გარკვეული ინფორმაცია ხვდება იმ პლატფორმაზე, რომლის ადმინისტრირებას მოახდენენ სწორედ საერთაშორსიო მონიტორები.
მას შემდეგ, რაც ეროვნული სამსახურების პლატფორმებიდან ინფორმაცია საერთაშორისო დამკვირვებლების ადმინისტრირების ქვეშ მყოფ პლატფორმაზე ხვდება, ისინი უკვე ხედავენ, რომ, მაგალითად, გარკვეული ტვირთი A პუნქტიდან B პუნქტამდე დაიძრა და ამ კონტეინერში შედის, ვთქვათ, ერთი ტონა ვაშლი. შესაბამისად, მათ აქვთ ინფორმაცია, რა ტვირთი უნდა შემოვიდეს ტერმინალზე. როცა ტერმინალზე ტვირთი შემოდის და რუსი მებაჟე იწყებს საბაჟო ფორმალობების განხორციელებას თავისი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, ამას ესწრება საერთაშორისო დამკვირვებელი და, ამავდროულად, იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მან თავის პლატფორმაზე მიიღო, იგი აკეთებს რისკანალიზს. და თუკი თვლის, რომ ტვირთი შეიძლება საეჭვო იყოს, შეიძლება კონტეინერი შეიცავდეს ისეთ რამეს, რაც უკანონოა, ასეთ შემთხვევაში ის მოითხოვს შესაბამისი კონტეინერის გახსნას და შესაბამისი ეროვნული სამსახური, ამ შემთხვევაში რუსი მებაჟე, ვალდებულია, რომ კონტეინერი გახსნას.
რადიო თავისუფლება: ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი,რაც ასევე საკმაოდ ბუნდოვანია, საერთაშორისო დამკვირვებლების განლაგებას უკავშირდება. შეთანხმების ტექსტი ფრთხილად უვლის გვერდს იმის პოლიტიკურ განსაზღვრებას, თუ კონკრეტულად სად განხორციელდება მონიტორინგი. ვიცით მხოლოდ ე.წ. “დერეფნების” ზოგადი მონაცემები (ლარსი, განთიადი-ადლერი და როკი-ნიჟნი ზარამაგი). და ისიც ვიცით, რომ მონიტორინგის მიზნით განლაგება არ მოხდება უშუალოდ სეპარატისტულ რეგიონებში - დამკვირვებლები ამ ე.წ. დერეფნების თავსა და ბოლოში განთავსდებიან. მაინც სად იქნება ეს თავი და ბოლო? და ზუსტად როგორ იწარმოებს ეს დაკვირვების პროცესი?
ზურაბ ჭიაბერაშვილი: სავაჭრო დერეფნები ისეა აგებული, რომ ნებისმიერი ტვირთი, რომელიც მოძრაობს რუსეთის მხრიდან და უნდა შემოვიდეს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, - მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებში, - ამ დერეფანს ვერ ასცდება. როგორც კი ის დერეფანში შემოდის, ის ექვემდებარება იმ შეთანხმებას, რომელსაც 9 ნოემბერს მოეწერა ხელი. დერეფნის შესასვლელში განთავსებულია ტერმინალი, სადაც იმყოფებიან როგორც ეროვნული საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები, ისე საერთაშორისო მონიტორები. შესაბამისად, როგორც კი დერეფანში კონტეინერი შემოდის, ტერმინალში იწყება იმ პროცედურების განხორციელება, რომელიც ზემოთ აღვწერე.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც თქვენთვის შეიძლება არ იყოს ცნობილი: ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წესებით, ყველა წევრი ქვეყანა ვალდებულია წელიწადში ერთხელ საკუთარი ექსპორტ-იმპორტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას და მის მონაცემთა ბაზას. მაგრამ ამ შეთანხმებით, დამატებით, რუსეთმა და საქართველომ აიღეს ვალდებულება, რომ მსგავს ინფორმაციას ურთიერთშორის ვაჭრობაში - და ამ ვაჭრობაში, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, შედის რუსეთის ვაჭრობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან - [ორგანიზაციას] არა წელიწადში ერთხელ, არამედ თვეში ერთხელ მიაწოდებენ.
[შეთანხმებაში] რამდენიმე ელემენტი თუ კომპონენტია, რომელიც ჯვარედინად ამოწმებს არსებულ ინფორმაციას. რუსული მხარისათვის საკმაოდ რთული იქნება თავი დააღწიოს ამას და ისეთი მანევრი გააკეთოს, რომელიც, ასე ვთქვათ, რაიმე ფორმით მოახდენს მოთხოვნილი ინფორმაციის დამალვას.
რადიო თავისუფლება: ბოლოს ცოტა ზოგადი ხასიათის შეკითხვა მინდა დაგისვათ. რადგან ერთხელ უკვე შედგა ეს პრეცედენტი, რუსეთმა და საქართველომ შეძლეს კონსენსუსის მიღწევა ორმხრივ დათმობებზე წასვლით და კომპრომისების დაშვებით, ხომ არ გვაძლევს ეს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ მომავალშიც შეიძლება ამ ორ ქვეყანას შორის გარკვეული შეთანხმებები იქნეს მიღწეული, თუკი საქმე ორივეს პრაგმატულ ინტერესებს შეეხება? რამდენად შეიძლება ამ კონკრეტული შემთხვევის განზოგადება?
ზურაბ ჭიაბერაშვილი: ეს ნამდვილად ასეა. ამ შეთანხმებამ შექმნა პოზიტიური პრეცედენტი საიმისოდ, რომ თუკი არსებოს რუსეთსა და საქართველოს შორის გარკვეულ საკითხებზე საერთო ინტერესი, პრაგმატული გამოსავლის პოვნა შესაძლებელია. ამ ფაქტის შემდეგ რუსეთს ნამდვილად გაუჭირდება ნებისმიერ სხვა საკითხზე, რომელიც დგას რუსეთ-საქართველოს შორის, თქვას, რომ ის წინააღმდეგია მოლაპარაკებების ან შეთანხმების მიღწევის. ეს ნამდვილად უზრუნველყოფს იმას, რომ რუსეთს გაუჭირდება უბრალოდ არაკონსტრუქციული პოზიციის დაკავება ნებისმიერ სხვა ფორმატში.