გიორგი ლობჟანიძის მიერ ბრწყინვალედ თარგმნილმა ამ წიგნმა წელს, ზაფხულში, ლიტერატურული პრემია “საბაც” მიიღო და მის გარშემო მკითხველთა გარკვეული წრეც შეიკრა, რომელთა შორისაც არა მხოლოდ აღმოსავლური ლიტერატურის ქომაგებს ნახავთ, არამედ ისეთ ადამიანებსაც, ვინც პირველად ეზიარა სპარსული ლიტერატურის ბრძნულ სიტკბოებას.
სხვათა შორის, რაც ამ გადაცემის მომზადება დავიწყე, თუ არ ვცდები, პირველი შემთხვევაა, როდესაც კლასიკური ხანის აღმოსავლურ ლიტერატურაზე მიწევს საუბარი. კარგია, რომ სწორედ საადის “გოლესთანით” მომიწია აღმოსავლური სეზონის გახსნა, წიგნით, რომლითაც მთელი სპარსეთი მშობლიურ ენას სწავლობდა საუკუნეების განმავლობაში და რომელიც დღესაც სამაგიდოდ ითვლება.
ძველ საქართველოშიც პოეტი-მეფეები ალბათ კარგად იცნობდნენ საადის წიგნებს, XX საუკუნის დასაწყისში კი, როდესაც ქართული ორიენტალიზმი სხვა საფეხურზე ავიდა, საადის შემოქმედებისადმი ინტერესმაც განსაკუთრებული სახე მიიღო. “გოლესთანის” მთარგმნელმა, გიორგი ლობჟანიძემ, ჩემთან საუბრისას თავდაპირველად სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება:
“საერთოდ, აღმოსავლური ლიტერატურის თარგმანს ხომ დიდი ტრადიცია აქვს საქართველოში და განსაკუთრებით რატომღაც საადი შირაზელის შემოქმედება უყვარდათ, რადგან დიდაქტიკური იყო და რაღაცნაირად გამოხატავდა აღმოსავლური ლიტერატურის იმ მიმართულებას, რასაც დათაფლული დიდაქტიკა ჰქვია თითქოს, ერთი შეხედვით. ამიტომაც თავიდანვე, როდესაც დაიწყო ამ ძეგლებზე სერიოზული მუშაობა, და ეს მოხდა XX საუკუნის გარიჟრაჟზე, როდესაც საქართველოში დაფუძნდა ირანისტიკის სკოლა, როგორც სამეცნიერო მიმართულება, თავიდანვე დიდი ინტერესი გამოიჩინეს საადი შირაზელის შემოქმედების მისამართით.”
საადის ნაწარმოებები მოგვიანებით წიგნებადაც გამოიცა: 1948 წელს “გოლესთანი”, 1955 წელს “ბუსთანის” პირველი თარგმანი, 1964 წელს კი იმავე წიგნის ხელახალი, დავით კობიძისეული თარგმანი.
“მის ნაწარმოებებს თარგმნიდნენ დავით კობიძე, იუსტინე აბულაძე. მათ რამდენიმე პასაჟი თარგმნეს ამ ნაწარმოებიდან. “გოლესთანი” ცალკე წიგნადაც გამოიცა, თუმცა არასრულად, რასაკვირველია. ეს იყო 1948 წელს, ამბაკო ჭელიძის მიერ თარგმნილი, რომელსაც პირდაპირ ეწერა - საადი შირაზელის “გოლესთანი”. საკმაოდ კარგი თარგმანი იყო, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ იმდროინდელი ცენზურის მიერ შეკრეჭილი გახლდათ თავისებურად. ცენზურა ძირითადად შეეხო რელიგიურ მოტივებს და ჰომოსექსუალურ მოტივს, რომელიც კონკრეტულად ამ ძეგლში ძალიან მძაფრად არის წარმოდგენილი. და პრაქტიკულად, თუ ამ ორ მოტივს გამოვრიცხავთ, “გოლესთანიდან” თითქოს ხელში აღარაფერი უნდა შეგვრჩეს. მაგრამ მაინც, ამის მიუხედავად, ის ძველი თარგმანი საკმაოდ მაღალი დონის თარგმანი იყო, როგორც ინფორმაციის მომწოდებელი.”
1948 წლის გამოცემის წინასიტყვაობაში დავით კობიძე ხაზგასმით საუბრობდა თარგმანში არსებული ხარვეზების შესახებ და იმედოვნებდა, რომ “გოლესთანის” ეს თარგმანი არ დარჩებოდა პირველ და უკანასკნელ თარგმანად. მოგვიანებით იგი ვახუშტი კოტეტიშვილსაც აგულიანებდა ამ ტექსტის სათარგმნად, თუმცა, როგორც ჩანს, მისი ნიჭიერება უფრო ლირიკისკენ იყო მიმართული და მასწავლებელ საადის მან მისი მოწაფე ჰაფეზი ამჯობინა.
თარგმნით შესაძლოა სხვა ავტორებს თარგმნიდა, მაგრამ სიყვარულით თურმე საადიც არანაკლებ ჰყვარებია ბატონ ვახუშტის:
“უშუალოდ მე შევსწრებივარ, როგორ უყვარდა ბატონ ვახუშტის ეს წიგნი და ხშირად იმოწმებდა გარკვეულ პასაჟებს ამ წიგნიდან. ზეპირად იცოდა, რადგან “გოლესთანით” ისწავლებოდა საერთოდ სპარსული ენა აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის მეორე კურსზე, ეს იყო სავალდებულო საგანი, რომელსაც კითხულობდა ქალბატონი ლეილა თუშიშვილი. ამ ლექციებს მეც კი დავსწრებივარ. ეს იყო ნამდვილი ფეიერვერკი და თუ გინდოდა, რომ გესწავლა სპარსული გრამატიკა და, კერძოდ, სპარსული სინტაქსი, ამ ლექციებზე უნდა შესულიყავი. და სწორედ ამიტომაც, ჩემი თარგმანი მივუძღვენი ქალბატონ ლეილას, რომელიც ახლა შინ არის და მხნედ არის. წაიკითხა ეს თარგმანი და შენიშვნებიც კი მომცა - ძალიან გონივრული, საქმიანი და პროფესიული შენიშვნები.”
ერთი სიტყვით, დავით კობიძის ოცნება მალე ახდა. ტრადიციაში წყვეტა დიდხანს არ გაგრძელებულა და რამდენიმე ათწლეულის შემდეგ გიორგი ლობჟანიძე გამოჩნდა, რომელიც ადგა და ყველაფერს ერთნაირი მონდომებით შეეჭიდა – ლირიკასაც, ეპიკასაც და საკრალურ თუ დიდაქტიკურ ტექსტებსაც. “გოლესთანის” თარგმნა სტუდენტობაშივე სცადა. მახსოვს, “არილში” ერთი ფრაგმენტიც მოიტანა ამ თარგმანიდან გამოსაქვეყნებლად. შემდეგ კი, მცირე ხნით შეეშვა ამ ტექსტს. ჩემთან საუბარში გიორგიმ ბატონი ალექსანდრე გვახარიაც ახსენა, დიდი ადამიანი და შესანიშნავი აღმოსავლეთმცოდნე, ვისაც ძალზე მნიშვნელოვანი რჩევები მიუცია ახალგაზრდა მთარგმნელისთვის.
თავად საადის რაც შეეხება, მას 100 წელზე მეტ ხანს უცოცხლია და მის ცხოვრებას პირობითად სამ პერიოდად ყოფენ: მოწაფეობის წლები, ყარიბობის პერიოდი და შეიხობის წლები. სწავლობდა ბაღდადში, სუფიზმის ცენტრში, შემდეგ ბევრი უმოგზაურია, ტყვედაც ჩავარდნია ჯვაროსნებს, რომლებიც ტარაბლისის, ანუ ტრიპოლის, გალავნის მშენებლობაზე ამუშავებდნენ იძულებით; 1256 წელს კი მშობლიურ შირაზს დაბრუნებია, სადაც ერთ-ერთ დერვიშულ მონასტერში განმარტოვდა და თავისი ცხოვრების ბოლო 50 წელი იქ გაატარა. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებები - “ბუსთანი” (1257) და “გოლესთანი” (1258) - სწორედ შირაზში დაბრუნების შემდეგ მალევე დაიწერა. მართალია, ამ წიგნებს მხოლოდ ერთი წელი აშორებთ, მაგრამ ორიენტალისტები მაინც ბევრი ნიშნით გამოარჩევენ “გოლესთანს” და მას განსაკუთრებულ ადგილს აკუთვნებენ სპარსული ლიტერატურის ისტორიაში, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ლიტერატურული და არა ეთიკური ან რელიგიური ღირებულების გამო:
“მე მსგავსი ნაწარმოები ძალიან ცოტა მახსენდება, სადაც ამდენი ლიტერატურული ხერხი იყოს გამოყენებული და ასე ერწყმოდეს ეს ხერხები ერთმანეთს და ერთ მთლიანობად იკვრებოდეს. როგორც წესი, ამბობენ ხოლმე, რომ ეს არის დიდაქტიკური თხზულება. კი ბატონო, სწორია, მაგრამ ეს არის, ამავე დროს, ძალიან მაღალი დონის ლირიკული თხზულება და ყველა ეს პლასტი ერთმანეთში გადადის და შერწყმულია.”
ხოლო რაც შეეხება თარგმანს, ამაზე დიდხანს არ ვისაუბრებ, საკმარისი იქნება დავიმოწმო მხოლოდ პირველივე აბზაცი, რომელიც გიორგიმ რიტმული პროზით თარგმნა:
“მადლობა უფალს – მაღალიმც არს და დიდებული, ვისი მონობაც მასთან ხლების საწინდარია, მადლიერება მისი – შვების მომნიჭებელი. ყველა ჩასუნთქვა ჩვენს სიცოცხლეს გაახანგრძლივებს, ამოსუნთქვა კი საამოა ჩვენი არსისთვის. მაშ, ყველა სუნთქვა ორ სიამეს ინახავს თავში და თითოეულ სიამისთვის მადლობა გვმართებს”.
ეს მონაკვეთი შეგიძლიათ სტროფებადაც დატეხოთ და ისე წაიკითხოთ.

საერთოდ, აღმოსავლური ლიტერატურის თარგმანს ხომ დიდი ტრადიცია აქვს საქართველოში და განსაკუთრებით რატომღაც საადი შირაზელის შემოქმედება უყვარდათ...
ძველ საქართველოშიც პოეტი-მეფეები ალბათ კარგად იცნობდნენ საადის წიგნებს, XX საუკუნის დასაწყისში კი, როდესაც ქართული ორიენტალიზმი სხვა საფეხურზე ავიდა, საადის შემოქმედებისადმი ინტერესმაც განსაკუთრებული სახე მიიღო. “გოლესთანის” მთარგმნელმა, გიორგი ლობჟანიძემ, ჩემთან საუბრისას თავდაპირველად სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება:
“საერთოდ, აღმოსავლური ლიტერატურის თარგმანს ხომ დიდი ტრადიცია აქვს საქართველოში და განსაკუთრებით რატომღაც საადი შირაზელის შემოქმედება უყვარდათ, რადგან დიდაქტიკური იყო და რაღაცნაირად გამოხატავდა აღმოსავლური ლიტერატურის იმ მიმართულებას, რასაც დათაფლული დიდაქტიკა ჰქვია თითქოს, ერთი შეხედვით. ამიტომაც თავიდანვე, როდესაც დაიწყო ამ ძეგლებზე სერიოზული მუშაობა, და ეს მოხდა XX საუკუნის გარიჟრაჟზე, როდესაც საქართველოში დაფუძნდა ირანისტიკის სკოლა, როგორც სამეცნიერო მიმართულება, თავიდანვე დიდი ინტერესი გამოიჩინეს საადი შირაზელის შემოქმედების მისამართით.”
საადის ნაწარმოებები მოგვიანებით წიგნებადაც გამოიცა: 1948 წელს “გოლესთანი”, 1955 წელს “ბუსთანის” პირველი თარგმანი, 1964 წელს კი იმავე წიგნის ხელახალი, დავით კობიძისეული თარგმანი.
“გოლესთანით” ისწავლებოდა საერთოდ სპარსული ენა აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის მეორე კურსზე, ეს იყო სავალდებულო საგანი...
“მის ნაწარმოებებს თარგმნიდნენ დავით კობიძე, იუსტინე აბულაძე. მათ რამდენიმე პასაჟი თარგმნეს ამ ნაწარმოებიდან. “გოლესთანი” ცალკე წიგნადაც გამოიცა, თუმცა არასრულად, რასაკვირველია. ეს იყო 1948 წელს, ამბაკო ჭელიძის მიერ თარგმნილი, რომელსაც პირდაპირ ეწერა - საადი შირაზელის “გოლესთანი”. საკმაოდ კარგი თარგმანი იყო, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ იმდროინდელი ცენზურის მიერ შეკრეჭილი გახლდათ თავისებურად. ცენზურა ძირითადად შეეხო რელიგიურ მოტივებს და ჰომოსექსუალურ მოტივს, რომელიც კონკრეტულად ამ ძეგლში ძალიან მძაფრად არის წარმოდგენილი. და პრაქტიკულად, თუ ამ ორ მოტივს გამოვრიცხავთ, “გოლესთანიდან” თითქოს ხელში აღარაფერი უნდა შეგვრჩეს. მაგრამ მაინც, ამის მიუხედავად, ის ძველი თარგმანი საკმაოდ მაღალი დონის თარგმანი იყო, როგორც ინფორმაციის მომწოდებელი.”
1948 წლის გამოცემის წინასიტყვაობაში დავით კობიძე ხაზგასმით საუბრობდა თარგმანში არსებული ხარვეზების შესახებ და იმედოვნებდა, რომ “გოლესთანის” ეს თარგმანი არ დარჩებოდა პირველ და უკანასკნელ თარგმანად. მოგვიანებით იგი ვახუშტი კოტეტიშვილსაც აგულიანებდა ამ ტექსტის სათარგმნად, თუმცა, როგორც ჩანს, მისი ნიჭიერება უფრო ლირიკისკენ იყო მიმართული და მასწავლებელ საადის მან მისი მოწაფე ჰაფეზი ამჯობინა.
თარგმნით შესაძლოა სხვა ავტორებს თარგმნიდა, მაგრამ სიყვარულით თურმე საადიც არანაკლებ ჰყვარებია ბატონ ვახუშტის:
“უშუალოდ მე შევსწრებივარ, როგორ უყვარდა ბატონ ვახუშტის ეს წიგნი და ხშირად იმოწმებდა გარკვეულ პასაჟებს ამ წიგნიდან. ზეპირად იცოდა, რადგან “გოლესთანით” ისწავლებოდა საერთოდ სპარსული ენა აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის მეორე კურსზე, ეს იყო სავალდებულო საგანი, რომელსაც კითხულობდა ქალბატონი ლეილა თუშიშვილი. ამ ლექციებს მეც კი დავსწრებივარ. ეს იყო ნამდვილი ფეიერვერკი და თუ გინდოდა, რომ გესწავლა სპარსული გრამატიკა და, კერძოდ, სპარსული სინტაქსი, ამ ლექციებზე უნდა შესულიყავი. და სწორედ ამიტომაც, ჩემი თარგმანი მივუძღვენი ქალბატონ ლეილას, რომელიც ახლა შინ არის და მხნედ არის. წაიკითხა ეს თარგმანი და შენიშვნებიც კი მომცა - ძალიან გონივრული, საქმიანი და პროფესიული შენიშვნები.”
ერთი სიტყვით, დავით კობიძის ოცნება მალე ახდა. ტრადიციაში წყვეტა დიდხანს არ გაგრძელებულა და რამდენიმე ათწლეულის შემდეგ გიორგი ლობჟანიძე გამოჩნდა, რომელიც ადგა და ყველაფერს ერთნაირი მონდომებით შეეჭიდა – ლირიკასაც, ეპიკასაც და საკრალურ თუ დიდაქტიკურ ტექსტებსაც. “გოლესთანის” თარგმნა სტუდენტობაშივე სცადა. მახსოვს, “არილში” ერთი ფრაგმენტიც მოიტანა ამ თარგმანიდან გამოსაქვეყნებლად. შემდეგ კი, მცირე ხნით შეეშვა ამ ტექსტს. ჩემთან საუბარში გიორგიმ ბატონი ალექსანდრე გვახარიაც ახსენა, დიდი ადამიანი და შესანიშნავი აღმოსავლეთმცოდნე, ვისაც ძალზე მნიშვნელოვანი რჩევები მიუცია ახალგაზრდა მთარგმნელისთვის.
თავად საადის რაც შეეხება, მას 100 წელზე მეტ ხანს უცოცხლია და მის ცხოვრებას პირობითად სამ პერიოდად ყოფენ: მოწაფეობის წლები, ყარიბობის პერიოდი და შეიხობის წლები. სწავლობდა ბაღდადში, სუფიზმის ცენტრში, შემდეგ ბევრი უმოგზაურია, ტყვედაც ჩავარდნია ჯვაროსნებს, რომლებიც ტარაბლისის, ანუ ტრიპოლის, გალავნის მშენებლობაზე ამუშავებდნენ იძულებით; 1256 წელს კი მშობლიურ შირაზს დაბრუნებია, სადაც ერთ-ერთ დერვიშულ მონასტერში განმარტოვდა და თავისი ცხოვრების ბოლო 50 წელი იქ გაატარა. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებები - “ბუსთანი” (1257) და “გოლესთანი” (1258) - სწორედ შირაზში დაბრუნების შემდეგ მალევე დაიწერა. მართალია, ამ წიგნებს მხოლოდ ერთი წელი აშორებთ, მაგრამ ორიენტალისტები მაინც ბევრი ნიშნით გამოარჩევენ “გოლესთანს” და მას განსაკუთრებულ ადგილს აკუთვნებენ სპარსული ლიტერატურის ისტორიაში, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ლიტერატურული და არა ეთიკური ან რელიგიური ღირებულების გამო:
ყველა ჩასუნთქვა ჩვენს სიცოცხლეს გაახანგრძლივებს, ამოსუნთქვა კი საამოა ჩვენი არსისთვის. მაშ, ყველა სუნთქვა ორ სიამეს ინახავს თავში და თითოეულ სიამისთვის მადლობა გვმართებს...