სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "სახელმწიფო საზღვარი" დავარღვიე. რუსმა და ოსმა მესაზღვრეებმა იქვე მიმითითეს, რომ დამრღვევი ვიყავი, მაგრამ იმის გამო, რომ ჟურნალისტი ვარ და ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ვაშუქებ, არ მაკავებენ. შეხვედრამდე ერთი საათით ადრე, სოფელ დვანთან მესაზღვრეებმა მავთულხლართები გააბეს და დაამონტაჟეს აბრა წარწერით: „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი“. გარდა ამისა, ბეტონის ფილებით გადაკეტეს გზა, რომელიც დვანელების ნაკვეთებში ჩადიოდა. აბრაზე მინიშნებულია, რომ ეს საზღვარი 50 მეტრზე ვრცელდება. შეხვედრის დაწყებამდე დვანელებმა ეს ფაქტი გააპროტესტეს. ოსური მხარის წარმომადგენლებმა კი გაიკვირვეს და განაცხადეს, რომ დამოუკიდებელი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა ამჟამად საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციით არის დაკავებული. ადგილობრივი მკვიდრის, ზაალ ახალკაცის თქმით, ეგრეთ წოდებული ახალი საზღვარი სოფლის სიღრმეში რამდენიმე მეტრით არის გადმოწეული.
"საზღვრის" გადმოწევა ქართული დელეგაციისთვისაც მოულოდნელი იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა მხოლოდ განაცხადა, რომ "ოსური მხარე ერთობა".
დვანის შეხვედრაზე მხარეებმა უგზო-უკვლოდ დაკარგულების, დაკავებულებისა და ფერმერებისთვის საკუთარ მიწის ნაკვეთებზე უსაფრთხოდ მუშაობის საკითხები განიხილეს, წინა შეხვედრაზე მხარეებმა თითქოს შეთანხმებას მიაღწიეს, მაგრამ ამის მიუხედავად დაკავებები მაინც გრძელდებოდა. სამი დღის წინ დვანში, საკუთარ ნაკვეთში, რუსმა მესაზღვრეებმა გაწვრთნილი ძაღლებით დააკავეს იოსებ ხეთაგური, რომელიც გუშინ გაათავისუფლეს.
დღევანდელ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ყველა სადავო ნაკვეთის ადგილმდებარეობას სპეციალური ჯგუფი შეისწავლის. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში, ანჯეი ტიშკევიჩმა განაცხადა, რომ ევროპელი დამკვირვებლებიც აქტიურად ჩაერთვებიან ამ პროცესში, რათა ფერმერებს თავისუფლად მუშაობის საშუალება მიეცეთ.
ერთ-ერთი მთავარი საკითხი უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და დაკავებულთა გათავისუფლების პრობლემა იყო. ოსური მხარე უგზო-უკვლოდ დაკარგულების ალან ხაჩიროვის, ალან ხუგაევისა და სოლთან პლიევის მოძებნას მოითხოვს. ქართული მხარის განცხადებით, ამ საქმეებით პროკურატურაა დაკავებული. ქართული მხარის ინფორმაციით, ამჟამად ცხინვალის იზოლატორში იმყოფება სამი დაკავებული, და თბილისი მათს დაუყოვნებელ გათავისუფლებას მოითხოვს. უტიაშვილის თქმით, ამ საკითხებში შეთანხმება არ არის მიღწეული.
გოჩა დემეტრაშვილი გორის რაიონის სოფელ დიცთან, მიწის ნაკვეთზე მუშაობისას, თებერვალში დააკავეს. როგორც მისი ოჯახის წევრები აცხადებენ. ცხინვალის ციხეში დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და მას 10 დღეა, საკვები არ მიუღია. დღეს შოთა უტიაშვილმა მისი გათავისუფლება ოსურ მხარეს განსაკუთრებულად სთხოვა, მაგრამ მხოლოდ ის დაპირება მიიღო, რომ ოსი ექიმები დაკავებულის მდგომარეობას შეისწავლიან. როგორც ცნობილია, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილე მერაბ ჩიგოევი "საპრეზიდენტო არჩევნებში" იყრის კენჭს, ამიტომ დვანის შეხვედრაზე მას გურამ სობაევი ცვლიდა. სობაევმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ დაკავებულთა გათავისუფლების საკითხი ისევ ღიად რჩება და ოსური მხარის მოთხოვნაა, მოხდეს გაცვლა პრინციპით ყველა ყველაზე.
დვანელების აზრით, "საზღვრების" მონიშვნით კიდევ არაერთი ნაკვეთი მოექცევა დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რაც ადგილობრივი მცხოვრებლების დაკავების ფაქტებს კიდევ უფრო გაზრდის.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა დვანში ნოემბრის ბოლოს გაიმართება.