რა მიზეზები აქვს არეულობას, რომელმაც ბოლო ოთხი ღამის მანძილზე ბრიტანეთში ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ათობით მილიონი გირავანქა სტერლინგის მატერიალური ზარალი გამოიწვია? ამ შეკითხვის გარშემო აქტიურად მსჯელობენ ბრიტანეთში და მის ფარგლებს გარეთ. პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონის განცხადებით, საქმე გვაქვს „უბრალოდ“ დამნაშავეობასთან. თუმცა, მიზეზების ძიებისას, ბევრი მიუთითებს სოციალურ პრობლემებზე, რომლებიც, მაგალითად, ახალგაზრდების უმუშევრობას უკავშირდება. მარიამ ჭიაურელი გაგაცნობთ სხვადასხვა შეფასებასა და მოსაზრებას.
დამწვარი ავტომანქანები, დანგრეული შენობები და ჩამსხვრეული ვიტრინები: ოთხმა ღამემ (ბრიტანეთის ქუჩებში ბოლო ათწლეულების ყველაზე მასშტაბურმა არეულობამ) ბრძოლის ველს დაამსგავსა ბრიტანეთის ქალაქების რამდენიმე უბანი.
ქუჩებში ნამსხვრევების აკრეფა იოლი იქნება, მაგრამ თუ პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი არ ცდება და, როგორც ის ამბობს, საზოგადოებაც არის „დამსხვრეული“, მაშინ ბრიტანელებს გაცილებით უფრო რთული ამოცანა მოელით: პასუხის გაცემა შეკითხვაზე, რატომ მოიცვა არეულობამ და ანარქიამ ლონდონის, მანჩესტერის, ბირმინგემის, სხვა ქალაქების ქუჩები.
ხუთშაბათს ამ საკითხის განსახვილელად შეიკრიბა ბრიტანეთის პარლამენტი საგანგებო სესიაზე, საზაფხულო არდადეგების მიუხედავად.
ბოლო ღამეების განმავლობაში დაიღუპა ოთხი ადამიანი, დაკავებულია 1000, მატერიალური ზარალი ათობით მილიონ გირვანქა სტერლინგს აღწევს. კამერონი ძალადობის მთავარ მიზეზად მიიჩნევს „პასუხისმგებლობის სრულ უქონლობას“ საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებში და იხსენებს ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს: როგორ ძარცვავს რამდენიმე კაცი დაშავებულ ახალგაზრდას, რომელთანაც თითქოს დასახმარებლად მივიდა...
„ჩვენს საზოგადოებაში არსებობს ჯგუფები, რომლებიც არა მარტო დეგრადირებულია, არამედ, გულახდილად რომ ითქვას, ავადაც არის“, ამბობს კამერონი და შემდეგი მაგალითები მოჰყავს: „როცა ვხედავთ, რომ 12-13 წლის ბავშვები ძარცვაში მონაწილეობენ და იცინიან, როცა ვხედავთ საზიზღარ სცენას - ვითომ, დაჭრილ ახალგაზრდა მამაკაცს ეხმარებიან, სინამდვილეში კი ძარცვავენ, ნათელია, რომ არსებობს ძალიან მწვავე პრობლემები ჩვენს საზოგადოებაში“.
ის, ვინც კამერონის შეხედულებას იზიარებს, აღნიშნავს, რომ ძარცვისა და ძალადობის ძირითადი მიზეზი არ უნდა ვეძიოთ უმუშევრობაში, სიღარიბეში, ან სოციალური პროგრამებისათვის ხარჯების დაზოგვაში. მთავარი პრობლემაა, მათი შეფასებით, სოციალური და მორალური ფასეულობების დაკარგვა და ბოლო ათწლეულებში ფეხმოკიდებული პოზიცია, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ სახელმწიფოსაგან მოელიან ბევრ რამეს, რომ, თუ ისევ კამერონის სიტყვებს მოვიშველიებთ, ყველაფერი იციან უფლებებზე და არაფერი - პასუხისმგებლობაზე. ასეთ შეფასებას გამოთქვამს ლონდონის მერი ბორის ჯონსონიც.
სხვები კი, არეულობების შესაძლო მიზეზებზე საუბრისას, ყურადღებას ამახვილებენ, უწინარეს ყოვლისა სოციალურ პრობლემებზე.
სოციოლოგი კოლინ ფრენკომი აღიარებს, რომ მთავრობის უპირველესი ამოცანაა წესრიგის აღდგენა, თუმცა, არეულობაში მონაწილეების, უბრალოდ, კრიმინალურ ელემენტებად განხილვა ვითარების არასაკმარისად ღრმად და კომპლექსურად შეფასებას მოასწავებს. „თუ ლაპარაკობენ მარტო დასჯაზე, როგორც ერთადერთ იარაღზე ამ ყველაფერთან გასამკლავებლად, არაფერი გამოვა. ისინი დაიჭერენ ხალხის გარკვეულ ნაწილს, მაგრამ გაცილებით, გაცილებით მეტია უკმაყოფილო, ვისაც არ მიუღია მონაწილეობა ამ არეულობაში. ცხადია, მათ მოუწევთ დასაჯონ ისინი, ვისაც დაიჭერენ, მაგრამ მარტო ეს ვერ მოაგვარებს პრობლემას. პრობლემას გაცილებით უფრო ღრმა ფესვები აქვს“, ამბობს ბრიტანელი სოციოლოგი.
ოფიციალური მონაცემებით, მილიონს აღწევს 25 წლამდე ასაკის ზრდასრულ ბრიტანელებს შორის უმუშევართა რიცხვი, ანუ, ახაგზარდებში უმუშევრობის მაჩვენებელი 20 პროცენტს აღემატება. ძლიერი და აქტიური სოცუზრუნველყოფის სისტემის მხარდამჭერები აკრიტიკებენ უნივერსიტეტებში სწავლების გაძვირებას და ფულის დაზოგვას ახალგაზრდებისათვის განკუთვნილი სოციალური პროგრამების ხარჯზე.
„ნამდვილად იყო ბევრი შემცირება და შემცირდა ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი ბევრი პროგრამა. ამას კი ნამდვილად მოჰყვება შედეგები“, აღნიშნავს ჰეიზელ სანდერსი, ლონდონში დაფუძნებული საქმველმოქმედო ორგანიზაციის პროგრამების კოორდინატორი. ეს ორგანიზაცია ახალგაზრდებთან მუშაობს - მათ კონსულტაციებსა და ტრენინგებს სთავაზობს. თუმცა, სანდერსი იმასაც აღნიშნავს, რომ არეულობებში მონაწილეებს შორის უდავოდ იყო ხალხი, ვინც, უბრალოდ, ძარცვის შანსით ისარგებლა.
ზოგ შემთხვევაში, ბრიტანელებმა არეულობის მონაწილეებისგანვე შეიტყვეს, რა მოტივი ამოძრავებდათ „მდიდრების გამოა - ხალხის, ვისაც კარგი სამსახური აქვს - მდიდრების გამოა ეს ყველაფერი, რაც ახლა ხდება. ამიტომ, ახლა უბრალოდ ვაჩვენებთ მდიდრებს, რომ შეგვიძლია ვაკეთოთ ის, რაც ჩვენ გვინდა“, - უთხრა ლონდონში არეულობის ერთ-ერთმა მონაწილემ ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია BBC-ის 9 აგვისტოს.
რაც უნდა განსხვავებულად ფასდებოდეს ბრიტანეთში ბოლოდროინდელი არეულობის მიზეზები, ერთ რამეში, შეიძლება ითქვას, ყველა თანხმდება: არეულობას არ ჰქონია რასობრივი ნიშნით დაპირისპირების ასპექტი მიუხედავად იმისა, რომ მოჰყვა ინციდენტს, რომელიც ახალგაზრდა შავკანიანის სიკვდილს უკავშირდებოდა. 29 წლის მამაკაცს 6 აგვისტოს ესროლა პოლიციელმა ტოტენჰემში, ლონდონის უბანში, სადავო გარემოებებთან დაკავშირებულ ვითარებაში. ინციდენტს მოჰყვა საპროტესტო აქცია, რომელიც მალე გადაიზარდა არეულობებში და გავრცელდა ლონდონის სხვა უბნებზე, შემდეგ კი სხვა ქალაქებზეც...
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ხუთშაბათს, პარლამენტის საგანგებო სხდომაზე განაცხადა, რომ პოლიცია აღიჭურვება მეტი უფლებამოსილებით და კომპენსაციას მიიღებენ არეულობის შედეგად მატერიალურად დაზარალებული მოქალაქეები.