გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებით შეხვდნენ ცნობას, რომ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ტყითსარგებლობის პირობებს ცვლის. ლიციენზიების ნაცვლად, ახლა ტყეებს აუქციონზე გრძელვადიანი - 49 წლიანი - იჯარის პირობებით გაიტანენ. ამასთან დაკავშირებით კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა, CENN-მა, დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურს ამ პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებს. რა საფრთხეებს ხედავენ გარემოსდამცველები სამინისტროს ახალ ინიციატივაში?
გარემოსდამცველებს ცუდი წინათგრძნობა გაუმართლდათ. მათი უმეტესობა ეჭვის თვალით შეხვდა ხელისუფლების ინიციატივას, ბუნებრივი რესურსების მართვა ენერგეტიკის სამინისტროსთვის გადაებარებინა. ბუნებისდამცველები ხშირად აცხადებდნენ, რომ ბუნებრივი რესურსების დაცვა, ტყეების მოვლა, ეკოსისტემის შენარჩუნება ამ სამინისტროსთვის მხოლოდ რესურსებით სარგებლობად გადაიქცეოდა. სწორედ ასე აფასებს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი CENN-ი ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ახალ წამოწყებას, რომლის თანახმადაც, ტყით სარგებლობის ლიცენზირება გაუქმდება და აგვისტოს შუა რიცხვებში უკვე ტყეებს აუქციონზე იმ პირებს გადასცემენ 49 წლიანი იჯარით, ვინც უფრო მეტ ფულს გადაიხდის. ამის შესახებ მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა 17 ივლისს რადიო „კომერსანტს“ განუცხადა. CENN-ის წარმომადგენლის, რეზო გეთიაშვილის თქმით, გარემოსდამცველები ამის შესახებ არ იყვნენ ინფორმირებულნი. თუმცა 2009 წლის გაზაფხულზე, როცა მათი აქტიურობით ტყის გასხვისების პროცესი შეჩერდა, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მყარი პირობა მიიღეს, რომ სპეციალისტებთან კონსულტაციისა და საზოგადოებრივი განხილვის გარეშე, უბრალოდ რომ ვთქვათ, ტყეებს არ შეეხებოდნენ. გეთიაშვილის თქმით, მინისტრის განცხადება იმის თაობაზე, რომ მოიჯარეს დაევალება ტყის მონაკვეთში სპეციალური გზის შეყვანა, რათა ადგილობრივ მოსახლეობას შეშის მოჭრის და მისი მანქანით გამოტანის შესაძლებლობა ჰქონდეს, კრიტიკას ვერ უძლებს:
”ყველა იმ სატყეო ფონდის ტერიტორიამდე,სადაც გზა მიდის, ტყე, ფაქტობრივად, განადგურებულია. ტყეები დარჩენილია იმ ტერიტორიებზე, სადაც გზა არ მიდის და ამ ადგილებში ტყეების ათვისება, რა თქმა უნდა, გამოიწვევს ბუნებრივ კატასტროფებს.
გარემოსდამცველები სანუგეშოს ვერაფერს ხედავენ იმ პირობაშიც, რომლის თანახმადაც, ერთი მოჭრილი ხის ნაცვლად მოიჯარემ 3 ახალი ხე უნდა დარგოს. სად მოხდება ხის მოჭრა, როგორ განხორციელდება იჯარით გაცემული ტყის მასივის მონიტორინგი,უშუალოდ ტყის რომელ მონაკვეთს გაიტანენ აუქციონზე და კიდევ სხვა უამრავ შეკითხვაზე გარემოსდამცველებს პასუხი არა აქვთ:
”ტყეების გასხვისება, რა თქმა უნდა, უნდა განვითარდეს, მაგრამ უნდა განვითარდეს სწორად. იმდენად ცუდად მიმდინარეობს ყოველთვის ეს პროცესი, რომ ორგანიზაციები, საზოგადოება იძულებული ხდებიან მოითხოვონ მთლიანად პროცესის შეჩერება და ამის მისაღწევად ჩვენ ყველა კანონიერ საშუალებას გამოვიყენებთ”,- ამბოს რეზო გეთიაშვილი.
კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, ”მწვანე ალტერნატივის” წარმომადგენელი, ირაკლი მაჭარაშვილი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ტყეების გრძელვადიანი იჯარით გაცემის თაობაზე მან ხეთაგურის უწყებაში პასუხი ვერ მიიღო. ირაკლი მაჭარაშვილი იმასაც იხსენებს, რომ 2004 წლიდან მის არასამთავრობო ორგანიზაციას 7 მინისტრთან მოუწია თანამშრომლობა, თუმცა:
”არც ერთ მინისტრს არ გაუკეთებია ასეთი რამ, ხეთაგურის გარდა, რომ ამდენი ხანი დამალვოდა საზოგადოებას და არ ესაუბრა მასთან, თუ რას აპირებს. ეს გვაფიქრებინებს, რომ კვლავაც იქნება დაშვებული შეცდომები სატყეო სექტორში.”
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ მინისტრი, ისევე როგორც ამ საკითხზე მომუშავე პასუხისმგებელი პირები, მივლინებაში იმყოფებიან, რომ პროექტი ჯერ კიდევ მუშაობის პროცესშია და ტყეების აუქციონზე გატანა დათქმულ აგვისტოს შუა რიცხვებისთვის, სავარაუდოდ, ვერ მოხერხდება. ამ პერიოდში მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვდრასაც გეგმავს. ტყის იჯარით გაცემის ახალი პირობების შესახებ ინფორმირებული არ არის პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზაზა გამცემლიძე. თუმცა რადიო თავისუფლებას მან საკუთარი აზრი მაინც გაუზიარა:
”მოკლევადიანი იჯარები, ლიცენზიები, რაც ახლა მოქმდებს, იწვევს სრულ ქაოსს, იმიტომ რომ კაცი, რომელიც 2 წლით იღებს რაღაც ტერიტორიას, ის მაქსიმალურად ექსპლუატაციას უწევს მას და არაფერს არ ტოვებს. იმას, ფაქტობრივად, ვალდებულებებიც არა აქვს. და გრძლევადიანი იჯარა მოიცავს სქემებს, როგორ უნდა მოიჭრას ხეები, როგორ უნდა გაიყვანოს გზა, როგორი ტექნიკა უნდა იხმაროს, ვალდებულებები იდება. ჩემი სუბიექტური აზრით, გრძლევადიანი იჯარა ბევრად წაადგება ქვეყნის ტყეებს, ვიდრე მოკლევადიანი.”
ზაზა გამცემლიძე იმედოვნებს, რომ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ამ ყველაფერს თავს კარგად გაართმევს. თუმცა სხვაგვარად ფიქრობენ არასამთავრობო გარემოსდამცველი ორგანიზაციები. ისინი ტყის იჯარით გაცემის პროცესის შეჩერების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვების დაწყებას გეგმავენ და მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურთან შეხვედრას ითხოვენ.