მიუხედავად ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტორეპორტიორის გიორგი აბდალაძის მიერ გამოძიებისთვის მიცემული აღიარებითი ჩვენებისაა, 10 დამოუკიდებელი ტელე და რადიომაუწყებელი ეთერში დათქმულ დროს 19 საათზე ე.წ სოლიდარობის მარათონით გავიდა ეთერში. ერთსაათანი ეთერისას პოლიტიკოსები, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ინარჩუნებენ ერთიანობას და დაკავებული ფოტორეპორტიორების სოლიდარობის ნიშნად სხვადასხვა ფორმით აპირებენ აქციების გაგრძელებას.
რამდენიმე დამოუკიდებელმა ტელეკომპანიამ, მათ შორის „კავკასიამ“, „მაესტრომ“ „თრიალეთმა", "25-ე არხმა", ინტერნეტტელევიზიებმა - "პალიტრა ტვ“-მ, "ობიექტივმა", რადიოებმა - "პალიტრამ", "უცნობმა", "მაესტრომ" და "ობიექტივმა". საკუთარი ერთსაათიანი ეთერი ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტოგრაფებისადმი სოლიდარობის ნიშნად ერთგვარ აქცია-მარათონს დაუთმეს -ტელე და რადიო კომპანიების საეთერო სტუდიები ერთმანეთთან ონლაინ კავშირში, მაყურებელსა და მსმენელს პოლიტიკოსების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ჟურნალისტების მოსაზრებებს სთავაზობდნენ.
მიუხედევად იმისა, რომ მარათონის დაწყებამდე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა ფოტოგრაფმა გიორგი აბდალაძემ აღიარებითი ჩვენება მისცა, შეკრებილი საზოგადოება მიიჩნევდა, რომ ეს ზეწოლის შედეგია. რესპუბლიკელმა ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, რომ სოლიდარობის აქციები უნდა გაგრძლდეს რადგან ეს საზოაგადოების ზნეობის საქმეა:
„გაფრთხილდით, ყველა გაფრთხილდეს. ეს, რაც ახლა ხდება, არის ზნეობრივი აქცია. თუ დავმარცხდით ამ აქციაში, მაშინ ჩვენ საზოგადოებას არ ექნება მორალური უფლება ილაპარაკოს, რომ ჩვენ ზნეობრივი საზოგადოება ვართ, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ზნეობრივი აქცია, თქვენს პირად უსაფრთხოებას ემუქრება საფრთხე.“
ასევე რესპუბლიკელ დავით ბერძენიშვილის განცხადებით კი გიორგი აბდალაძის აღსარებით მისი და მასთან ერთად საზოგადოების ბრძოლა არ დამთავრებულა:
„გიორგი აბდალაძის ფოტოები ეს არის ომის სიმბოლო , რუსეთის აგრესიის სიმბოლო. კრიტიკულ სიტუაციაში სერიოზული საფრთხის ქვეშ ყოფილა ძალიან ბევრი ადამინი, მათ შორის გიორგი აბდალაძე და სხვა რეპორტიორებიც, მაგრამ რეჟიმთან ბრძოლას სხვა ორგანიზება და ძალა სჭირდება და მე მინდა ღრმად ვიყო დარწმუნებული, რომ გიორგი აბდალაძის ეს ბრძოლა არ დამთავრებულა მისი აღიერებითი ჩვენებით, ყველაფერი ჩვენს აქტიურობაზე, საზოგადოების აქტიურობაზეა დამოკიდებული “
ჟურნალისტი ნინო ზურიაშვილი მიიჩნევს, რომ ამიერიდან ყველა ჟურნალისტის მთავარი იარაღი უნდა გახდეს ბლოკნოტი, კალამი და საყვირი, რომლითაც ის საპროტესტო მუხტის გაძლიერებას უსვამს ხაზს.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიორგი აბდალაძემ აღიარებითი ჩვენება მისცა, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც გლდანის #მე-8 საპყრობიიდან დაკავებული გიორგი აბდალაძის ადვოკატები და ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციისა ”სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” ეკა ბესელია გამოვიდნენ.
გიორგი აბდალაძის ადვოკატებისთვის, მათი განცხადებით, მოულოდნელი აღმოჩნდა მათი დაცვის ქვეშ მყოფის აღიარებითი ჩვენება, თუმცა როგორც ეკა ბესელია ამბობს, მას შთაბეჭდილება დარჩა, რომ ეს მოულოდნელი არ იყო გამოძიებისთვის:
”გუშინ, როდესაც მე ვნახე გიორგი აბდალაძე, ის ამბობდა, რომ არ ცნობს თავს დამნაშავედ და არ აპირებს აღიაარებითი ჩვენების მიცემას. გუშინ გვიან ღამით გადაწყდა, რომ პროკურორს და გამომძიებელს ხვდებოდა მხოლოდ ჩვენთან ერთად. დღეს მობილიზებული იყო უკვე გამოძიება, როგორც ჩანს, მათ წინასწარ იცოდნენ, რომ ის ჩვენების მიცემას აპირებდა, სამი კამერა მუშაობდა ამ ჩვენების მიცემის დროს, რომელიც რამდენიმე საათი გაგრძელდა.”
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი აბდალაძის ადვოკატი მერაბ ჩიქოვანი ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში ამბობდა, რომ ჩვენების მიცემისას კითხვების დასმა გახდა საჭირო:
”კითხვვების დასმის აუცილებლობა გახდა საჭირო, რაზედაც მან უარი განაცხადა, იმ მოტივით, რომ დაღლილი იყო, ეს მისი უფლებაა არ უპასუხოს იკთხვებს, თუმცა უცნაურია, როცა საკუთარი დამცველის კითხვებს არ პასუხობ.”
ადვოკატები გამოძიების ინტერესებიდან და იქიდან გამომდინარეც , რომ საქმე გასაიდუმლოებულია, ვერ აკონკრეტებენ ჩვენების დეტალებს. თუმცა, ეკა ბესელია, მისი სიტყვებით, შეუსაბამო და ურთიერთგამომრიცხავ რამდენიმე დეტალს მაინც აზუსტებს, რასაც გამოძიება ედავება გიორგი აბდალაძეს:
„პრეზიდენტის, მთავრობის წვრების და რომელიმე უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების სტენოგრამებს გიორგი აბდალაძე აკეთებდა, ვინმეს ასეთი რამ სჯერა? და თურმე ის ესწრებოდა პრეზოდენტის და ერთ-ერთი უცხო ქვეყნის საგარეო საქმეტთა მინისტრის შეხვედრას და ის ამ შეხვედრის სტენოგრამას აკეთებს, ფოტოკორესპონდენტი. მე მაპატიეთ, მაგრამ ვიტოვებ იმის უფლებას, რომ არ მჯეროდეს ასეთი სისულეეები.”
რაც შეეხაბა იმავე ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ მეორე ფოტორეპორტიორის, ზურაბ ქურციკიძის ჩვენებას, მისი ადვოკატი ნინო ანდრიაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში კომენტარისგან თავს იკავებს. საინფრომაციო საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ზურაბ ქურციკიძემაც მისცა აღიარებითი ჩვენება.
”საქმისთვის ასეა საჭირო, რომ კომენტარს ვერ გავაკეთებ, ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ მაგ ფაქტს,” განაცხადა ზურაბ ქურციკიძის ადვოკატმა ნინო ანდრიაშვილმა.
მას შემდეგ, რაც საზოგადოებითვის გიორგი აბდალაძის აღიარებითი ჩვენების შესახებ გახდა ცნობილი, მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია:
„ზურაბ ქურციკიძის, ირაკლი გედენიძის და გიორგი აბდალაძის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. გრძელდება ბრალდებულთა დაკითხვის პროცესიც. დღეს ადვოკატების თანდასწრებით დაიკითხა ბრალდებული გიორგი აბდალაძე. დაკითხვის შინაარსისა და გამოძიების სხვა დეტალების შესახებ საზოგადოება დამატებით ინფორმაციას ორშაბათს მიიღებს".
ტელეკომპანია მაესტროს ეთერში მიწვეულმა „ალია ჰოლდინგის“ პასუხისმგებელმა რედაქტორმა დიმიტრი ტიკარაძემ აღნიშნა, რომ 17 ივლისს განხორცილდება კიდევ ერთი სოლიდარიობის აქცია, რომელშიც ბეჭდური მედია მიიღებს მონაწილეობას. დიმიტრი ტიკარაძემ სიურპრიზი უწოდა აქციას და არ დააკონკრეტა, რა შინაარსის იქნება ის.