ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წარმომადგენლები ჯერ ისევ ელოდებიან პასუხს შინაგან საქმეთა სამინისტროს კანცელარიაში შეტანილ განცხადებაზე, რომელშიც ისინი მინისტრთან, ვანო მერაბიშვილთან საჯარო შეხვედრას ითხოვენ.
განცხადებაში, რომელიც დაკავებული ფოტოკორესპონდენტების საქმესთან დაკავშირებით შემუშავდა, ჩამოყალიბებულია კიდევ სამი მოთხოვნა. ეს მოთხოვნები 11 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ გამართულ სოლიდარობის აქციაზე წაიკითხა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ:
”დაუყოვნებლივ მოიხსნას გრიფი ”საიდუმლო” ამ საქმეზე; დაუყოვნებლივ მოეხსნათ საქმეზე დაკავებულ ადვოკატებს დუმილის ვალდებულება, რათა მათ დროულად და ამომწურავად მიაწოდონ ინფორმაცია ჩვენს მოქალაქეებს და ამავე დროს, საქმის გარშემო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენ მოვითხოვთ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, რომ საქმის მასალების გაცნობის საშუალება მიეცეს წარმომადგენლობით საზოგადოებრივ კომისიას”.
11 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ, სოლიდარობის აქცია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინიციატივით გაიმართა. აქციის მონაწილეებმა მოგვიანებით აშშ-ის საელჩოსთან გადაინაცვლეს. მორიგი აქცია 12 ივლისს, პარლამენტის შენობის წინ, საღამოს 7 საათზე გაიმართება.