საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 7 ივლისს, გვიან ღამით, ევროპის პრესისა და ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში ზურაბ ქურციკიძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, ასევე მისი ფოტოგრაფი მეუღლე, ნათია გედენიძე, და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაზეთ ”ალიას” ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე დააკავა.
შსს-ს განცხადებით, დაკავებულებს ბრალად ედებათ ”ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება.”
მათთან ერთად დაკავებული იყო სააგენტო Associated Press-ის ფოტორეპორტიორი შახ აივაზოვიც, რომელიც 7 ივლისს, 12 საათისთვის, გაათავისუფლეს. შსს-ს განცხადებით, საქმე გრიფით „საიდუმლოა“ და ადვოკატებს დეტალებზე საუბარი ეკრძალებათ. დაკავებულებიდან ერთ-ერთმა, გიორგი აბდალაძემ, მშრალი შიმშილობა გამოაცხადა.
ზურაბ ქურციკიძეს, გიორგი აბდალაძეს, ირაკლი და ნათია გედენიძეებს ბრალი სისხლის სამართლის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც ჯაშუშობას გულისხმობს და კანონი, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმე გრიფით „საიდუმლოა“. 7 ივლისს, დილიდან, შსს-ს ე.წ. ”მოდულის” შენობასთან შეკრებილ ჟურნალისტებს გიორგი აბდალაძის ადვოკატმა, მერაბ ჩიქოვანმა, მხოლოდ ის გვითხრა, რომ მას ხელი მოაწერინეს ხელწერილზე, რომელიც მას დეტალების გამჟღავნებას უკრძალავს.
დაახლოებით 12 საათისათვის ”მოდულის” შენობა დატოვა შახ აივაზოვმა. მან ჟურნალისტებს მხოლოდ ის განუცხადა, რომ დაკითხვაზე მოწმის სტატუსით იმყოფებოდა და მასზე ზეწოლა არ ყოფილა. გია აბდალაძის კიდევ ერთმა ადვოკატმა კი, რამაზ ჩინჩალაძემ, მასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დაკავებული ფოტორეპორტიორები ბრალს არ აღიარებენ. თავად გია აბდალაძემ მშრალი შიმშილობა გამოაცხადა.
”გიორგი აბდალაძე აცხადებს, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს და მიმართავს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და ჟურნალისტებს მხარდაჭერისთვის. მან გვთხოვა, ხმა მივაწვდინოთ Associated Press-ის ლონდონის ოფისს, რომ მოახდინონ რეაგირება”, - აცხადებს „ალია“ ჰოლდინგის რედაქტორი, დიმიტრი ტიკარაძე.
ზურაბ ქურციკიძესთან შეხვედრის შემდეგ კი მისმა ადვოკატმა, ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” წარმომადგენელმა ნინო ანდრიაშვილმა, განაცხადა, რომ მას სახეზე ფიზიკური ზეწოლის კვალი ეტყობა:
”მას სახეზე აღენიშნება დაზიანების კვალი, თუმცა დაკავებული არაფერს ამბობს ამის შესახებ, ანუ მასზე, აშკარაა, რომ განხორციელდა ფიზიკური ზეწოლა. მან დაადასტურა, რომ მასთან 7 ადამიანი მივიდა, რომლებსაც არანაირი დოკუმენტაცია არ წარუდგენიათ. ეს ადამიანები იყვნენ სამოქალაქო ფორმაში და მას მიიჩნევენ ჯაშუშად იმ საქმიანობისათვის, რასაც ეწეოდა. როგორც ცნობილია, ის გახლავთ ფოტორეპორტიორი.”
ზურაბ ქურციკიძემ ადვოკატთან თქვა, რომ პრეზიდენტთან დაკავშირებულ ფოტოებს ის იღებდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი ფოტოგრაფის, ირაკლი გედენიძისგან და აწვდიდა სააგენტო ”ეპას” მოსკოვის ბიუროს. ზურაბ ქურციკიძე ”ეპასთან” 2004 წლიდან თანამშრომლობს. ნინო ანდრიაშვილი აცხადებს, რომ სასამართლოს წარუდგენს დამამტკიცებელ დოკუმენტაციას, რომ ის 9 000 ევრო, რომელიც ზურაბ ქურციკიძის სახლიდან ამოიღეს, არის თანხა, რომელიც მას მისმა სააგენტომ მთელი წლის განმავლობაში საჭირო ხარჯებისა და გაწეული სამსახურისათვის გადაუხადა. ზურაბ ქურციკიძე ბრალს არ აღიარებს. მისი თქმით, ფოტოები, რომლებზეც დავა მიმდინარეობს, მოპოვებული აქვს ოფიციალურად ირაკლი გედენიძისგან.
7 ივლისს ცნობილი გახდა, რომ დალუქეს ირაკლი გედენიძისა და მისი მეუღლის, ნათია გედენიძის ბინა და ავტოფარეხი.. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ირმა ნადირაშვილმა, მედიას მხოლოდ ის განუცხადა, რომ როდესაც ინფორმაცია ექნებათ, თავად დაუკავშირდებიან ჟურნალისტებს.
სამართალდამცველებმა ფოტორეპორტიორებს გვიან ღამით მიაკითხეს. გიორგი აბდალაძის მეუღლე, ნესტან ნეიძე, მოგვითხრობს, რომ კარზე ზარის ხმა დაახლოებით ღამის ორი საათის შემდეგ გაისმა:
”ჩხრეკა დილის ექვს საათამდე გაგრძელდა, მობილურები მაშინვე ჩამოგვართვეს, ეძებდნენ რაღაც დოკუმენტაციას, დისკებს, გიას აპარატურას... წაიღეს მამაჩემის პირადი კომპიუტერი.. იმდენად არასერიოზულად მივიღეთ ეს ამბავი, რომ თავიდან გვეცინებოდა კიდეც, ვერ მივხვდით რაში იყო საქმე.”
ხუთი ფოტორეპორტიორის დაკავებას, რომელთაგან ერთ-ერთი, შახ აივაზოვი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მალევე გაათავისუფლეს, გამოეხმაურა ქართული არასამთავრობო სექტორი. ”ადამიანის უფლებათა ცენტრმა” ”მოდულის” შენობასთან აქციაც გამართა, სადაც ცენტრის წარმომადგენელმა, ჟურნალისტმა ალეკო ცქიტიშვილმა შსს-ს ფოტორეპორტიორების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისაკენ მოუწოდა.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ კი, რომელიც 200-ზე მეტ ჟურნალისტს აერთიანებს, მოითხოვა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ განმარტოს ფოტორეპორტიორების დაკავების მიზეზები და ოფიციალური საფუძველი. როგორც ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს საქართველოს სახალხო დამცველს გიორგი ტუღუშს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაუყოვნებლივ დაინტერესდნენ ფოტორეპორტიორების დაკავების საქმით.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ევროპის პრესისა და ფოტოსააგენტოს ოფისს ფრანკფურტში, სადაც განაცხადეს, რომ ჯერჯერობით თავად ერკვევიან საქმის არსში. სააგენტოს საიტზე კი განთავსებულია ირაკლი გედენიძის მიერ გადაღებული მიხეილ სააკაშვილისა და შერონ სტოუნის ფოტოები, რომლებიც ირაკლი გედენიძეს ე.წ. "პულით" (pool) აქვს გავრცელებული, და ასევე ზურაბ ქურციკიძის ბოლოდროინდელი ფოტოები, რომლებზეც ასახულია თავისუფლების მოედანზე გამართული 21 მაისის მიტინგი და რუსთაველის გამზირზე 26 მაისის ღამით მომხდარი ფაქტები.