Accessibility links

მუსიკა, მუსიკა
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ლადო ბურდული პრაღაში

ლადო ბურდული პრაღაში


ლადო ბურდული პრაღაში გამოსვლისას
ლადო ბურდული პრაღაში გამოსვლისას
ორშაბათს, 20 ივნისს, პრაღას ქართველი მუსიკოსი ლადო ბურდული ესტუმრა და ერთ-ერთ კლუბში, არაოფიციალურ და მეგობრულ გარემოში, აკუსტიკური გიტარის თანხლებით კონცერტი გამართა. პრაღის გარდა, მუსიკოსმა ამ დღეებში ევროპის სხვა ქალაქებშიც დაუკრა - ჩეხეთში ის გერმანიიდან ჩამოვიდა და შემდეგ ვენაში გაემგზავრა. ლადო ბურდული მუსიკას 1980-იანი წლებიდან ქმნის - მას ყველაზე ხშირად ქართული ალტერნატიული მუსიკის ერთ-ერთ ვეტერანად მოიხსენიებენ ხოლმე, თუმცა თავად ის იარლიყებს გაურბის და ამბობს, რომ მისი მუსიკა არც ერთ ჟანრს არ ეკუთვნის. პრაღაში გამართულ კონცერტს სალომე ასათიანი დაესწრო, რომელსაც კონცერტის შემდეგ მუსიკოსთან გასაუბრების საშუალება მიეცა. პროგრამა „მუსიკა, მუსიკა“ დღეს სწორედ ლადო ბურდულთან საუბარს ეთმობა - ინტერვიუს დასაწყისში მუსიკოსი საუბრობს თავის მეგობრებზე, ვისი ინიციატივითაც შედგა პრაღის კონცერტი.


ლადო ბურდული პრაღაში
ლადო ბურდული პრაღაში
please wait

No media source currently available

0:00 0:07:01 0:00
გადმოწერა
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG