დღეს სამცხე-ჯავახეთს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II და ყოველთა სომეხთა კათალიკოსი გარეგინ II ეწვია. ორი პატრიარქის ვიზიტი ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიიდან დაიწყო და დღეს ახალციხის სომხურ სამოციქულო ეკლესიაში დასრულდება. პირველი შეხვედრა მრევლთან პატრიარქებმა ახალციხეში, თამარ მეფის ძეგლთან გამართეს. ქართველმა და სომეხმა სულიერმა წინამძღვრებმა ორი ერის კიდევ უფრო დაახლოებასა და ქართულ-სომხური სახელმწიფოების გაძლიერებაზე ისაუბრეს. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მრევლი დალოცა.
ყოველთა სომეხთა კათალიკოსმა გარეგინ II-მ განაცხადა, რომ სწორედ დღეს იწყება მამამთავრული ვიზიტი ჯავახეთში. მან აქცენტი ორი ერის თანაცხოვრებასა და ტრადიციებზე გააკეთა. ადგილობრივი მოსახლეობა ერის სულიერ მამებს ყვავილებით, დროშებით, სანთლებითა და მესხური მრავალჟამიერით დახვდა. გარეგინ II-მ აღნიშნა, რომ სომეხი ერის პატრიარქი სამცხე-ჯავახეთში ბოლოს ერთი საუკუნის წინ იმყოფებოდა.
დღეს სომხეთის დელეგაციას ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია უმასპინძლებს, ხვალ კი სტუმრები ასპინძაში გაემგზავრებიან, სადაც მუნიციპალიტეტის ცენტრში საზეიმო შეხვედრა გაიმართება ასპინძის სომხურ მოსახლეობასა და დამალის სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებთან. ქართველ და სომეხ მოსახლეობას პატრიარქების ვიზიტი უმნიშვნელოვანეს ვიზიტად მიაჩნია.
ხვალ გარეგინ II, თანმხლებ პირებთან ერთად, ახალქალაქის სურბ ხაჩის სახელობის ეკლესიაში ლოცვას აღავლენს და ეკლესიის ეზოში ხაჩქარის გახსნა შედგება. დელეგაციის წევრები ასევე შეხვდებიან ადგილობრივ მოსახლეობას. ახალქალაქში სტუმრები მოინახულებენ მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ქართულ ეკლესიასა და ტურინის სუდარის მუზეუმს;
ყოველთა სომეხთა კათალიკოსი, მისი უწმინდესობა გარეგინ II, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ოფიციალური ვიზიტით 10 ივნისს ეწვია. საზღვართან მას საზეიმოდ დახვდა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, წმინდა სინოდის წევრებთან ერთად. პატრიარქების ვიზიტი სამცხე-ჯავახეთში 15 ივნისს დასრულდება.