Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარემონტებული კოტეჯები ისევ დაზიანდა


დაზიანებული კოტეჯი ბერბუკის დევნილთა ფასახლებაში
დაზიანებული კოტეჯი ბერბუკის დევნილთა ფასახლებაში
ცოტა ხნის წინ აღდგენილ დევნილთა ზოგიერთ კოტეჯში ნესტი გაჩნდა, კედლები გაშავდა და ობი მოეკიდა.

ბერბუკის დევნილთა დასახლებაში კოტეჯების სარემონტო სამუშაოები გასული წლის სექტემბრიდან დაიწყო. ზოგიერთი დევნილი სამუშაოების ხარისხის გამო უკმაყოფილებას მაშინვე გამოთქვამდა. სარემონტო სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდებოდა, ზოგი კოტეჯი ადრე შემოდგომაზე შეკეთდა, მაგრამ უმრავლესობაში აღდგენით სამუშაოებს ამინდების გაუარესება დაემთხვა.

რემონტის დასრულების შემდეგ სპეციალური კომისია, შესრულებული სამუშაოების ხარისხს ამოწმებდა. უკმაყოფილო დევნილები აცხადებენ, რომ კომისიამ ის კოტეჯები შეამოწმა, რომლებშიც სამშენებლო ხარვეზები არ გამოვლენილა. ბერბუკის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები აზა სანაკოევას კოტეჯში რემონტის დამთავრებიდან ერთ თვეში კედლები გაშავდა და ობი გაჩნდა.

აგვისტოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირები მათთვის სპეციაულურად აშენებულ კოტეჯებში, 3 წლის წინ შეასახლეს. კოტეჯები ნაჩქარევად აშენდა და სამშენებლო ხარვეზებმა სწრაფად იჩინა თავი. კედლები დაიბზარა, ღარებგაჩენილი იატაკიდან ბალახი ამოვიდა, ჭერიდან წყალმა ჩამოჟონა, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარამ კი დეფორმაცია განიცადა.
ბერბუკის დასახლებაში მცხოვრები დევნილი აზა სანაკოევა

გასულ წელს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ კოტეჯების აღდგენისთვის 6 მილიონი დოლარი გამოიყო. გაფორმდა ხელშეკრულებები სამშენებლო კომპანიებთან. ამ თანხით კედლების შეკეთება, იატაკის გამოცვლა, წყლის სისტემის აღდგენა მოხდა, მაგრამ ზოგიერთი დევნილი ყურადღებას ისევ უხარისხო სამუშაოებზე ამახვილებს.

როგორც დევნილები აცხადებენ, აღდგენითი სამუშაოების შემსწავლელმა სპეციალურმა კომისიამ სამუშაო დაასრულა, მაგრამ ყველა კოტეჯის შემოწმება არ მომხდარა. რემონტით უკმაყოფილო დევნილებმა საქმის კურსში ხელისუფლება უკვე ჩააყენეს. ახალგაზრდა იურისტები კი მათ ურჩევენ, პრეტენზიებით მიმართონ მუნიციპალური განვითარების ფონდს, რომელიც სამუშაოების ხარისხზე იყო პასუხისმგებელი.
XS
SM
MD
LG