თბილისის სამარშრუტო ქსლის რეფორმირებისთვის ტენდერი ჩატარდა. ცვლილებები, კანონმდებლობის მიხედვით, ოქტომბრის თვიდან უნდა დაიწყოს. იგულისხმება შემოყვანა ახალი სამარშრუტო ტაქსებისა, რომლებიც აღჭურვილნი იქნებიან ელექტრონული გადახდის მოწყობილობით და კონდიცირებით და ექნებათ ერთი - ყვითელი - ფერი. ასევე, სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს ერთნაირი სპეცტანისამოსი ეცმევათ. ოფიციალური ინფორმაციით, ამ სისტემაში რეფორმა-მოდერნიზებას ოთხი დამოუკიდებელი კომპანია განახორციელებს.
ტენდერის მიხედვით, ხუთ ნაწილად დაყოფილი თბილისი ოთხმა კომპანიამ გაინაწილა. ხუთიდან ორი ნაწილი - ვაკე-საბურთალო და გლდანი-ნაძალადევი - შ.პ.ს ’თბილ ლაინს’ ერგო. ’
„ოთხივე კომპანია ვთანამშრომლობთ და ერთად ვაპირებთ ამ პროექტის განხორციელებას. ჯამში, 3078 მანქანა არის ჩამოსაყვანი“, ამბობს ‘თბილ ლაინის’ წარმომადგენელი დავით ასანიძე.
კომპანიები ფორდის ტიპის ავტომობილების ჩამოყვანას ერთი წლის ვადაში გეგმავენ. ეს ტენდერის პირობაა, რაც ნიშნავს, რომ არსებული მანქანები და მათი მეპატრონეები ავტომატურად თამაშგარეშე არიან. ერთადერთი პირობა, რომელიც მერიამ გამარჯვებულებს ჩაუდო, არის დასაქმება არსებული სამარშრუტო ტაქსების მძღოლებისა. თუმცა ეს საკითხი ჯერჯერობით გვერდზე გადავდოთ. არსებობს რამდენიმე დამთხვევა, რომელიც მთელ ამ პროცესში რესპუბლიკურმა პარტიამ ამოქექა. თინა ხიდაშელის თქმით:
„ყველა გამარჯვებული კომპანია რეგისტრირებულია ერთსა და იმავე მისამართზე, ყველა რეგისტრირებულია ერთსა და იმავე ნოტარიუსთან, ერთსა და იმავე დროს, მოსაკრებელი ბანკში გადახდილი აქვთ ერთდროულად და ერთი და იგივე იურისტი ემსახურებოდათ.“
რესპუბლიკელების თქმით, მათ ზემოთ ჩამოთვლილი არასაჯარო ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია აქვთ და უახლოეს ხანებში მათ განსაჯაროებას აპირებენ. პირადად მე ეს დოკუმენტები ჯერჯერობით არ მინახავს. მე, უბრალოდ, შეკითხვა, თუ რატომ არის საუბარი იმაზე, რომ ერთი და იგივე ხალხი დგას ყველა კომპანიის უკან, ერთ-ერთ გამარჯვებულს ’თბილ ლაინიდან’, დავით ასანიძეს, დავუსვი. მისი პასუხი იყო:
„როდესაც ეს გადავწყვიტეთ, ჩვენ ახალი ფირმები დავაფუძნეთ, იმიტომ რომ ახალ საქმეს როცა იწყებ, ძველი ფირმით არავინ იწყებს. მერე ძველი შეცდომა წინ რომ დაგხვდეს? ამიტომ გადავწყვიტყეთ, რომ დავაფუძნოთ ახალი ფირმები და გავაკეთოთ ერთიანი წინადადება ფორდისთვის და მივიღებთ კარგ ფასს.“
ანუ, რომ განვმარტოთ: კომპანიებს, ტენდერის მიხედვით, უნდა ჩამოეყვანათ ახალი ავტომობილები. დავით ასანიძის თქმით, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ფორდის ტიპის მანქანებია. ოთხივე კომპანიამ მიაკითხა საქართველოში ფორდის დილერს, რომელმაც ურჩია, რომ ისინი გაერთიანებულიყვნენ და ერთიანი შეკვეთა მიეცათ. სწორედ ამან გამოიწვია მსგავსებანი დოკუმენტაციაში. ასეთია დავით ასანიძის პოზიცია. თუმცა რესპუბლიკურ პარტიას სხვა არგუმენტებიც აქვს. თინა ხიდაშელის თქმით, დამთხვევები არის არამარტო სატენდერო ფირმების დოკუმენტაციაში:
„მაგალითად, 2010 წელს ქალაქის მერიამ დააფუძნა კომპანია ’სპორტული ეზო’, რომელსაც გადასცა ყაზბეგის გამზირზე მდებარე ტერიტორია და ამ კომპანიის დირექტორად დანიშნა გია გაგოშიძე, ანუ ’თბილ ლაინის’ გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი.”
კანონის მიხედვით, მონოპოლია ამ ბაზარზე აკრძალული არ იყო, ანუ ხუთივე ლოტის შეძენა ერთ კომპანიას შეეძლო.