2015 წელია ალბათ მთავარი მოტივი, რომელიც პრეზიდენტის სიტყვას გასდევდა. რეფორმებზე საუბრისას პრეზიდენტმა ეს თარიღი რამდენჯერმე ახსენა:
მიხეილ სააკაშვილი: "2015 წელს საქართველოს წლიური ვიზიტორების რაოდენობა იქნება ხუთი მილიონი".
მიხეილ სააკაშვილი: "თქვენ იცით, რომ მსოფლიო ბანკმა საქართველო გამოაცხადა მსოფლიოს პირველ რეფორმატორად. არც ერთ ქვეყანას არ გაუვლია იმხელა პროგრესი, რამხელაც ჩვენ გავიარეთ და მეცამეტე ადგილზე გადავინაცვლეთ მსოფლიო სიმარტივის რეიტინგში. ჩვენი გეგმაა, რომ 2015 წლისთვის საქართველო მყარად იყოს დამკვიდრებული პირველ ათეულში".
სიტყვის დაწყებიდან დაახლოებით საათისა და ათი წუთის შემდეგ ამ მოტივს ხაზი თავად პრეზიდენტმაც გაუსვა:
მიხეილ სააკაშვილი: "ალბათ, შეამჩნიეთ, რომ სხვადასხვა საკითხზე საუბრისას მე არაერთხელ დავასახელე 2015 წელი. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს განვითარების გრძელვადიანი გეგმის მიხედვით, რომელიც არ ერგება არა მხოლოდ საარჩევნო ვადებს და ცალკეული პიროვნებების პოლიტიკურ კარიერას და თუნდაც ამ პარლამენტის ვადას, არამედ იმას, რაც არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი".
კონკრეტიკა ამის იქით არ წასულა. მთლიანად პრეზიდენტის სიტყვას საათ-ნახევრამდე დასჭირდა. გამოვყოთ რამდენიმე დეტალი. ერთი, სახელმწიფო გამკაცრდა და დასჯაზე ორიენტირებული გახდაო. პრეზიდენტი სააკაშვილი ამის მიზეზებზე საუბრობს:
მიხეილ სააკაშვილი: "ყველაფერს აქვს თავისი გვერდითი ეფექტი და ჩვენს შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ არაკორუმპირებული სისტემის შექმნით ჩვენ მივიღეთ საკმაოდ მკაცრი და გადაცმებისა და დარღვევისადმი სრულიად შეუწყნარებელი არამოქნილი სისტემა, რომელიც თავისთავად გაზარმაცდა კიდეც ამ თავის არამოქნილობაში. გაუჩნდა ყოვლისშემძლეობის განცდა, რომელიც ეფუძნებოდა მორალურ კარგ განცდას, რომ ჩვენ პატიოსნები ვართ და ამიტომ შეგვიძლია ზევიდან ქვევით ვუყუროთ ყველა დანარჩენს".
აღარ შევჩერდებით რეფორმებზე დარგების მიხედვით, რის შესახებაც ჩვენი მსმენელი მასმედიის საშუალებით კარგადაა ინფორმირებული. ჰო, პრეზიდენტმა ესეც ახსენა, ახსენა, რომ გრძელვადიანი ინფრასტრუქტურული თუ სტრატეგიულ-მენტალური რეფორმები მაკრო დონეზე ეკონომიკას და ქვეყნის, როგორც ასეთის, მოდერნიზებისთვის კეთდება, რაც მიკრო დონეზე, როგორც პრეზიდენტმა თქვა, შესაძლოა ჯერ არ იყოს შესამჩნევი. შემდეგი ფაქტორი, რომელიც უნდა ვახსენოთ, მოდერნიზებაა: კომპიუტერიზაცია, სტანდარტიზაცია, ბიუროკრატიის დემონტაჟი, კლანურ-მონოპოლიური სტრუქტურების ჩამოშლა და, რაც მთავარია, ის, რასაც პარლამენტის დარბაზი, რომელიც, ძირითადად, უმრავლესობის წევრებით იყო შევსებული, ტაშით რამდენჯერმე 20-20 წამიანი ფეხზე ადგომით შეეგება.
მიხეილ სააკაშვილი: "დღეს საქართველოს თავისუფლებას ალტერნატივა არ გააჩნია, დღეს ისტორიული ლოგიკა ჩვენს მხარეზეა და ამიტომ საქართველო, რა თქმა უნდა, იქნება მთლიანი".
ჩვენ ვიმყოფებით იმპერიული აზროვნების და იმპერიის ნგრევის პროცესში, - განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ დაახლოებით მსგავს სიტუაციაში ვიმყოფებოდით შორეულ წარსულში.
მიხეილ სააკაშვილი: "სწორედ ეს არის ის პერიოდები, როდესაც ყველაზე მეტი შანსები ჰქონდა ჩვენს ქვეყანას, როცა დავით აღმაშენებელმა თურქ-სელჩუკების იმპერიის დაშლისას მოახერხა სწორად მანევრირება და საქართველოს გამთლიანება და გაძლიერება".
ამ სიტყვებს, ისევე როგორც გაერთიანების ყველა ხსენებას, პარლამენტი ფეხზე ამდგარი უკრავდა ტაშს. მთლიანობაში, როგორც უკვე ვთქვი, პრეზიდენტის სიტყვამ საათ-ნახევარი მოიცვა. მნიშვნელოვანია, ალბათ, აღვნიშნოთ, რომ პრეზიდენტმა სიტყვის დასაწყისში მიმართა დიპკორპუსს და დასავლური ქვეყნების წარმომადგენლებს.
მიხეილ სააკაშვილი: "უფრო მნიშვნელოვანი ნაწილია, ვიდრე ჩემი გამოსვლა, ოპოზიციის გამოსვლები და შემდეგ ჩვენი დებატები ოპოზიციასთან. გთხოვთ ყველას, - მე ვიცი, რომ რთული პროცედურაა, მაგრამ წელიწადში ერთხელაა და მე გპირდებით, რომ სხვა დროს გაგათავისუფლებთ ამ მოვალეობისგან, - დაესწროთ ამ დებატებს და ბოლომდე მოისმინოთ რა მოხდება ამ დარბაზში, თუ გინდათ მართლა იცოდეთ, რა ხდება ქვეყანაში".
რა ხდება ქვეყანაში? ნაჩქარევი დაუგეგმავი რეფორმები; კარგი იდეების ცუდი აღსრულება; სოციალური პასუხისმგებლობის სახელმწიფოსგან ჩამოცილება; დევნილები, ვეტერანები, პენსიონერები სახელმწიფოს დამცავი და პრიორიტეტული ჩარჩოს მიღმა; სოციალური უთანასწორობა და ელიტარული კორუფცია.
მიხეილ სააკაშვილი: "პოლიტიკური ელიტა არის აქ შეკრებილი დღეს. თუ ამბობთ ა-ს, მოდით თქვით ბ-ც. ელიტარული კორუფცია? ვინ არის ამ ხალხში კორუმპირებული? მინდა ვიცოდე, მართლა მაინტერესებს. მე სიამოვნებით მოვუსმენ. თუ ჩემზე გაქვთ რაიმე ინფორმაცია, თქვით; ჩემს ნათესავებზე, თქვით; თუ ნიკა გილაურზე გაქვთ, თქვით; დათო ტყეშელაშვილზე... რა ვიცი, კოლეგებზე. მე ამას სერიოზულად ვამბობ, იმიტომ რომ მე ვერ მივიღებ ზოგადად ბრალდებას. მე როცა ვამბობდი, მართლა ვამბობდი".
პრობლემები ჯანდაცვაში; სასამართლო სისტემის სახელმწიფო ინსტიტუციების მიერ შეგნებული დასუსტება; მედიასაშუალებების კონტროლი. ამ და სხვა საკითხებზე როგორც ოპოზიციამ, ისე თავად პრეზიდენტმაც ისაუბრა. რაც შეეხება ერთ გამოკვეთილ ელემენტს, რომელიც ოპოზიციურმა მუხტმა პარლამენტში შემოიტანა, ნაციონალური ქართული ელემენტი შეგვიძლია დავარქვათ.
გიორგი თარგამაძე: "მე ვარ ქართველი ყოველგვარი მაშასადამეების გარეშე. მე არ მინდა, რომ საქართველო იყოს მხოლოდ ქართველებისათვის, მაგრამ მე მინდა, რომ ყველა ქართველი ვიყოთ საქართველოსთვის, და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ შევქმნათ ქრისტიანულ ეთიკაზე, დემოკრატიულ პრინციპებსა და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპული სახელმწიფო, რომლის დევიზიც იქნება: 'ღმერთი, სამშობლო, ადამიანი'“.
გიორგი თარგამაძის გამოსვლა მოზრდილი ფორმატის ფურცლებზე ასახული ციფრების ფონზე მიდიოდა. ინფლაციის, სოციალური პრობლემების, ჩავარდნილი სახელმწიფო პროგრამების ჩამონათვალის ჩვენების შემდეგ 25-წუთიანი გამოსვლა გიორგი თარგამაძემ ასე დაასრულა:
გიორგი თარგამაძე: "მე არასდროს ვყოფილვარ თქვენი პოლიტიკური მხარდამჭერი, მაგრამ საქართველო ყველა პოლიტიკაზე მაღლა დგას და ზუსტად ვიცი, რომ ჩვენ ან ერთად წავალთ წინ, ან ორმოში ჩავარდნა და თქვენი მუბარაქიზაცია გარდაუვალია. დროა საქმეს მივხედოთ, თამაში დამთავრებულია".
გიორგი თარგამაძის ტრიბუნიდან ჩასვლის შემდეგ ტრიბუნასთან დიდი ფორმატის ქაღალდზე ინგლისურად ეწერა - GAME OVER, ანუ თამაში დასრულებულია. ქრისტიან-დემოკრატის გამოსვლას პრეზიდენტი მაშინვე გამოეხმაურა: ფურცლები შეაგროვეთ, კიდევ გამოგვადგებაო.
მიხეილ სააკაშვილი: "ბატონო დავით, იქნებ ფურცლები აკრიფოთ და დააწყოთ ერთად. ეგრე ადვილად გადასაყრელი საქმე არ არის ეგ".
დავით ბაქრაძე: "კი ბატონო, მანდატურს ვეტყვი, რომ ფურცლებს ერთად მოუყაროს თავი".
შემდეგ კი გიორგი თარგამაძეს ცოტა უფრო ფართო კონტექსტში საკითხის ჭვრეტისკენ უმრავლესობის სხვა ლიდერებმა მოუწოდეს. ცოტა ხანში კი პრეზიდენტი სააკაშვილი ტრიბუნიდან ჩავიდა და გიორგი თარგამაძის მიერ პარლამენტში მოტანილ წარუმატებლობათა ფურცლები ზოგან კალმით ჩაასწორა, ზოგან წარუმატებლობა წარმატების კონტექსტში განიხილა. დებატები ღამის თორმეტ საათზე დასრულდა.
ამ დროისთვის, სამწუხაროდ, ვერ გავარკვიეთ, გაითვალისწინა თუ არა დიპკორპუსმა და საერთაშორისო ორგანიზაციათა წარმომადგენლობამ პრეზიდენტის თხოვნა და დაესწრო თუ არა ბოლომდე დებატებს, რომელმაც მთლიანობაში ოთხამდე საათი წააიღო.