მიმდინარე თვეში მკვლევრებმა გამოაცხადეს, რომ ახლანდელი სომხეთის ტერიტორიაზე, ერთ-ერთი მთიანი სოფლის შემოგარენში, მსოფლიოში უძველესი ღვინის საწარმო იქნა აღმოჩენილი.
ამ აღმოჩენას დიდი სიხარულით შეხვდა ადგილობრივი მოსახლეობა. ერთ-ერთი მათგანი - ქალი, სახელად კიმა - უკვე წლებია სახლში დაყენებულ ღვინოს ყიდის ერევნიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 100 კილომეტრის მოშორებით მდებარე სოფელ არენიში. კიმას იმედი აქვს, რომ ეს ახალი აღმოჩენა ადგილობრივი მოსახლეობისთვის სიამაყის და შთაგონების წყარო გახდება: „დიახ, რასაკვირველია, ამაღელვებელია, როცა იცი, რომ სწორედ ეს არის ადგილი, სადაც პირველად დააყენეს ღვინო. ეს მართლაც ძალიან ემოციური ამბავია. გინდება რომ კარგი, მაღალი ხარისხის ღვინო აწარმოო. ამას მართლა აქვს მნიშვნელობა - ამით ამაყობ. მალე ეს ტურისტებისთვის საინტერესო ადგილად გადაიქცევა, ხალხი ჩამოვა.“
აღმოჩენის შესახებ 11 იანვარს გამოაცხადა მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა. საქმე ეხება დაახლოებით 6,000 წლის წინ მიმდინარე ღვინის ფართო წარმოების პროცესს. ეს ამბავი დაახლოებით სამი ათასწლეულით მოსდევს აქამდე ცნობილ ყველაზე ძველ ფერმენტირებულ სასმელს - ბრინჯის, თაფლის, ყურძნისა და ხილის ნაზავს, რომელსაც ჩინეთში მოიხმარდნენ. რაც შეეხება საკუთრივ ყურძნისგან დაწურულ ღვინოს, ევრაზიაში ამ სასმელის უძველესი ქიმიური მტკიცებულება ირანში იქნა აღმოჩენილი და ის 7,400 წელიწადს ითვლის.
მკვლევართა საერთაშორისო გუნდს, რომელმაც სომხეთში უძველესი ღვინის საწარმო აღმოაჩინა, სომეხი არქეოლოგი ბორის გასპარიანი ხელმძღვანელობდა: „ჩვენ ყველაზე ძველი ღვინის მაწარმოებელი ერთეული აღმოვაჩინეთ, რაც კი აქამდე იყო ცნობილი. თუ ადამიანები ღვინოს 6,000 წლის წინ აკეთებდნენ, ესე იგი ყურძენი იმ დროს უკვე კულტივირებული იყო“, - ამბობს მკვლევარი.
კულტივირებული ყურძენი ორსქესიანია, ანუ მას ერთსა და იმავე ყვავილში ორივე სქესის ნაწილები აქვს. ცალსქესიან, ველურ ყურძენთან შედარებით, ამგვარ ყურძენს ბევრად მეტი ნაყოფის გამოღება შეუძლია. შესაბამისად, თუ მტკიცდება, რომ იმ დროს მართლაც არსებობდა კულტივირებული ყურძენი, ეს მოწმობს, რომ სამეურნეო ტექნოლოგიები საკმაოდ წინ ყოფილა წასული.
მკვლევრების აზრით, ამ უძველეს საწარმოში დაყენებული ღვინო სასმელის იმ სახეობებს ჩამოჰგავდა, რომლებსაც კავკასიაში დღესაც აწარმოებენ.
სომხეთში ადგილობრივი მეღვინეები თვლიან, რომ ეს აღმოჩენა მათ საერთაშორისო ბაზარზე გაუმყარებს პოზიციებს. ეს შესაძლებლობა მარკეტინგის თვალსაზრისით უნდა გამოვიყენოთო, ამბობს ავაგ ჰარუთუნიანი, სომხეთის მეღვინეთა გაერთიანების ხელმძღვანელი: „ჩვენ საერთაშორისო ბაზარზე ძვირფასი ნიშის დაკავება შეგვიძლია. ჩვენი რესურსები იმდენად მწირია, რომ იაფი ღვინის წარმოების უფლება არ გვაქვს.“
ღვინის წარმოება სომხეთში მნიშვნელოვნად შემცირდა საბჭოთა კავშირის ბოლო წლებში, როცა რამდენიმე კანონი გამოიცა და დიდი რაოდენობით ვენახი განადგურდა ალკოჰოლის მოხმარებასთან ბრძოლის პროცესში.
ოცდაათი წლის განმავლობაში ქვეყანამ თავისი ვენახის ნახევარზე მეტი დაკარგა. თუ 1970 წელს ვენახი სულ 36,000 ჰექტარს მოიცავდა, 1999 წელს მისი მასშტაბი 15,800 ჰექტარამდე იყო შემცირებული.
სომხეთში მეღვინეობა დიდად არც პოსტსაბჭოთა პერიოდში განვითარებულა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ ადგილობრივ მეღვინეებს უჭირთ იმ თანამედროვე, ძვირად ღირებული დანადგარების შეძენა, რომლებიც ღვინის დღევანდელ, კონკურენტულ ბაზარზე გამოიყენება.
ცივი ომის პერიოდში სოფელ არენის მიმდებარე ტერიტორიას საბჭოთა თავდაცვის მესვეურები იკვლევდნენ იმის დასადგენად, იყო თუ არა იქ საკმარისად ღრმა გამოქვაბულები ბირთვული შეტევის მოსაგერიებლად.
რაც შეეხება ამ ტერიტორიებზე არქეოლოგების მუშაობას, ის დაახლოებით 3 წლის წინ დაიწყო 39 გამოქვაბულში.
არქეოლოგებმა აღმოაჩინეს კარგ მდგომარეობაში შენარჩუნებული ოთახი, რომელშიც სხვადასხვა ნივთი ინახებოდა - მათ შორის, 5,500 წლის ტყავის ფეხსაცმელი, რომელსაც ივნისში მსოფლიო მედიამაც მიაპყრო ყურადღება. არქეოლოგებმა ასევე იპოვნეს სამარხები, ქსოვილები და სხვა.
ამავე ადგილებში გასულ კვირაში გაკეთებული აღმოჩენა მოიცავს 60 სანტიმეტრის სიღრმის ჭურჭელს, რომელიც, არქეოლოგების აზრით, ფეხით დაწურული ყურძნის ფერმენტაციისთვის გამოიყენებოდა. გამოქვაბულში ასევე მიაგნეს დაჭყლეტილი ყურძნის მარცვლების ნარჩენებს, წიპწებს და ვაზის ფოთლებს. ღვინის მაწარმოებელი დანადგარი ერთ-ერთ სამარხთანაც იდგა, რაც აჩენს ვარაუდს, რომ ღვინოს დასაფლავების დროსაც იყენებდნენ.
პატრიკ მაკგოვერნი პენსილვანიის უნივერსიტეტის მუზეუმთან არსებული ბიომოლეკულური არქეოლოგიის ლაბორატორიის სამეცნიერო დირექტორია. იგია ავტორი წიგნისა „უძველესი ღვინო: ღვინის კულტურის ფესვების ძიებაში“. მისი თქმით, არენიში გაკეთებული აღმოჩენა ემთხვევა ღვინის ისტორიული ტრაექტორიის შესახებ უკვე არსებულ ვარაუდს.
შვიდი წლის წინ მაკგოვერნმა ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აშშ-ის მკვლევრებთან ერთად მასშტაბური სამუშაო ჩაატარა. მათი პროექტი საქართველოსაც მოიცავდა - მეცნიერებმა სწორედ საქართველოში, სომხეთსა და აღმოსავლეთ თურქეთში შეისწავლეს ყურძნის თანამედროვე სახეობები და მათი გენური მონაცემები მსოფლიოში არსებულ ღვინოებს შეადარეს. მათი დასკვნის თანახმად, საქართველოში კულტივირებული რამდენიმე სახეობა მსგავსია პირველი კულტივირებული სახეობებისა, თუმცა მონაცემების ბაზა მაინც გაზრდას საჭიროებს.
ამასთან, მეცნიერების ვარაუდით, სწორედ საქართველოსა და აღმოსავლეთ თურქეთში წარმოიშვა ღვინის აღმნიშვნელი პროტოინდოევროპული სიტყვა, რომელიც შემდგომ უძველეს და თანამედროვე ენებშიც შევიდა - მათ შორის, ლათინურსა და ებრაულში.
მიიჩნევა, რომ პირვანდელ პროტოინდოევროპულ სიტყვასთან ყველაზე ახლოს თანამედროვე ქართულში არსებული სიტყვა “ღვინოა”, რაც ნიშნავს, რომ ყურძნის კულტივირება პირველად მართლაც ამ რეგიონში მოხდა. მაკგოვერნის თქმით, “ღვინის” აღმნიშვნელი სიტყვა სხვადასხვა ენაში საკუთრივ ამ სასმელის აღმოსავლეთიდან დასავლეთში გავრცელების პარალელურად მოხვდა: „ქართულ ენაში არსებობს სიტყვა “ღვინო”, რომელიც ჰგავს ინგლისურში ხმარებულ wine-ს. როცა რეგიონის ენებს აანალიზებ, ხედავ, რომ ამ სიტყვის ეს ფესვი ყველგან გვხდება - უძველეს ეგვიპტურ ენაშიც კი“, - ამბობს მკვლევარი და დასძენს: „ბუნებრივია, იგივე ფესვი გვხვდება აღმოსავლეთევროპულ ენებში, ევროპის ყველა ენაში - ფრანგული იქნება ეს, სკანდინავიური თუ სხვა… ერთი და იმავე სიტყვის ასე ფართოდ გამოყენება - მისი პროტოინდოევროპული კავშირების გათვალისწინებით - მიუთითებს, რომ ღვინის წარმოება მართლაც იმ მთიან რეგიონში დაიწყო, სადაც ეს უძველესი საწარმო აღმოაჩინეს.”