მსოფლიოს ქვეყნების წარმომადგენლები მექსიკის ქალაქ კანკუნში არიან შეკრებილნი. მათი შეხვედრის მიზანს წარმოადგენს ისეთი ხელშეკრულების დადება, რომელშიც განსაზღვრული იქნება გლობალურ დათბობასთან ბრძოლის გზები. თუმცა ამ შეხვედრას რაიმე დიდ მოლოდინს არავინ უკავშირებს.
მსოფლიოს ქვეყნების წარმომადგენლები მექსიკის საკურორტო ქალაქ კანკუნში შეიკრიბნენ, რათა თითქმის ორი კვირის განმავლობაში აწარმოონ მოლაპარაკება გლობალურ დათბობასა და მის შედეგებთან ბრძოლის გზებზე.
შეხვედრის პირველ დღეს - ორშაბათს - წარმოთქმული სიტყვები დიდწილად იმ ცუდი მოგონების გაუფერულებას ემსახურებოდა, რომელიც გასული წლის კოპენჰაგენის კონფერენციის თითქმის კატასტროფულ შედეგებს უკავშირდება.
შარშან კოპენჰაგენის შეხვედრის მონაწილეები იმედოვნებდნენ, რომ შეათანხმებდნენ სავალდებულო რეზოლუციას, რომელიც შეზღუდვას დაუწესებდა სათბურის გაზების ემისიას. ეს გაზები წიაღისეული საწვავის - ნავთობის, ქვანახშირისა და გაზის - წვის შედეგად წარმოიშობა.
სწორედ ამ გაზებს ასახელებენ მსოფლიოში ტემპერატურის მატების - გლობალური დათბობის - მთავარ მიზეზად. გლობალურ დათბობას კი, თავის მხრივ, უკავშირებენ წყალდიდობების, გვალვების და შტორმების გახშირების სამომავლო პერსპექტივას.
მაგრამ ხელშეკრულების დადების ნაცვლად, დანიის დედაქალაქში ერთი წლის წინ შეკრებილი დელეგატები ერთმანეთთან კონფლიქტს მოუნდნენ და კონფერენციის ბოლო საათებში მხოლოდ არასავალდებულო შეთანხმების შეთხზვა მოახერხეს - თან ისე, რომ საყოველთაო კონსენსუსი ამ შეთანხმების ირგვლივაც კი არ არსებობდა.
გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო-კონვენციის აღმასრულებელმა მდივანმა, კრისტიანა ფიგუერესმა, რომელიც კანკუნში მიმდინარე მოლაპარაკებას მასპინძლობს, ქვეყნებს მოუწოდა ამჯერად მაინც მიაღწიონ კომპრომისს:
„როცა ასეთ სარისკო საკითხებზე ვმსჯელობთ, როცა ეს საკითხები გამოწვევებს წარმოადგენს, კომპრომისია ის ბრძნული ნაბიჯი, რომელსაც განსხვავებული პოზიციების ერთმანეთთან შემოქმედებითად დაკავშირება შეუძლია. იმის გათვალისწინებით, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში მიაღწიეთ, დარწმუნებული ვარ, რომ შეძლებთ კომპრომისზე წასვლას და კანკუნში კონკრეტული შედეგის მისაღწევი გზების გამონახვას. ეს შედეგი მტკიცე და მყარი უნდა იყოს და მას სამომავლო მიზანმიმართული ქმედება უნდა მოჰყვეს“, - განაცხადა გაეროს წარმომადგენელმა.
მაგრამ კოპენჰაგენის შეხვედრისგან განსხვავებით, კანკუნში მიმდინარე მოლაპარაკებისგან მნიშვნელოვან შედეგებს მაინც არავინ მოელის. მით უფრო, რომ როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, პრობლემები, რომლებმაც კოპენჰაგენის კონფერენციის მარცხი გამოიწვია, კვლავაც მწვავედ რჩება.
მათ შორის არის ქვეყნების ყოყმანი გაიღონ თანხები წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შესამცირებლად; უთანხმოება სათბურის გაზების შემცირებისთვის კონკრეტული ზღვრების დაწესების ირგვლივ; და მთავარი პრობლემა - მდიდარ და შედარებით ღარიბ ქვეყნებს შორის მიმდინარე კამათი იმაზე, თუ ვის უნდა დაეკისროს უმეტესი პასუხისმგებლობა გლობალურ დათბობასთან ბრძოლაში.
განვითარებული ქვეყნების განცხადებით, სწრაფად მზარდმა ეკონომიკებმა, რომელთა ლიდერი მსოფლიოში ყველაზე მეტი ნახშირბადის გამომყოფი ქვეყანა, ჩინეთია, უფრო მეტი უნდა გააკეთონ თავიანთი ემისიის შესამცირებლად. ბევრი ღარიბი ქვეყანა კი ეწინააღმდეგება გაეროს მიერ 1992 წელს მიღებული კონვენციის შეცვლას, კონვენციისა, რომელიც აცხადებს, რომ ამ პროცესში ლიდერის ფუნქცია მდიდარმა ქვეყნებმა უნდა იკისრონ.
საყოველთაო და სავალდებულო ხელშეკრულებაზე მუშაობის ნაცვლად, კანკუნში გასატარებელი ზომების უფრო მომცრო პაკეტის შემუშავებას გეგმავენ. მათ შორის იქნება ე.წ. „მწვანე ფონდის“ დაარსება, რაც შესაძლებელს გახდის ასობით მილიარდი დოლარის გადარიცხვას იმ ქვეყნებისთვის, ვისაც კლიმატის ცვლილებები ყველაზე მწვავედ ეხება - მაგალითად, ზღვის დონიდან დაბალ სიმაღლეზე მდებარე კუნძულ-სახელმწიფოებს.
უფრო მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევა კანკუნში მოსალოდნელი არ არის. ერთ-ერთი ასეთი მიზანი იქნებოდა, მაგალითად, მუშაობა ხელშეკრულებაზე, რომელმაც კიოტოს პროტოკოლი უნდა შეცვალოს.
კიოტოს პროტოკოლი, რომელსაც 2012 წელს გასდის ვადა, მდიდარ ქვეყნებს ემისიებზე მცირე შეზღუდვას უწესებს. თუმცა თავად ამ პროტოკოლს პრობლემები შეექმნა მას შემდეგ, რაც აშშ-მა, რომელიც ახლა სათბური გაზების სიდიდით მეორე მწარმოებელია მსოფლიოში, უარი თქვა მას მიერთებოდა იმ საბაბით, რომ ეს მის ეკონომიკას მოუტანდა ზიანს. აშშ-ის უკმაყოფილებას ისიც იწვევდა, რომ ზოგიერთ განვითარებად ქვეყანას - მათ შორის, ჩინეთს - იმ ეტაპზე არ სთხოვდნენ ემისიების ახალ სტანდარტთან შესაბამისობაში მოსვლას.