ახალმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ - "ქართულმა პარტიამ" - ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დამფუძნებელი ყრილობა გამართა. დელეგატებმა დაამტკიცეს პარტიის წესდება და აირჩიეს პარტიის პოლიტიკური ხელმძღვანელობა. დელეგატებმა „ქართული პარტიის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე მხარი დაუჭირეს სოზარ სუბარის კანდიდატურას, თანათავმჯდომარეებად კი ლევან გაჩეჩილაძე და ირაკლი ოქრუაშვილი დაასახელეს. ეროსი კიწმარიშვილმა პარტიის პოლიტიკური მდივნის, ხოლო კოკა გუნცაძემ გენერალური მდივნის თანამდებობები დაიკავეს.
2 400 დელეგატისაგან შემდგარი ყრილობის წამყვანმა მსახიობმა რამაზ იოსელიანმა პირველი სიტყვა მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ლიდერს პოეტ დავით მაღრაძეს მისცა.
„გემისთვის, რომელმაც არ იცის, რომელ ნაპირს მიადგეს, არც ერთი ქარი ზურგის ქარი არ იქნება. ასეთი ვითარებაა საქართველოში!“ - განაცხადა დავით მაღრაძემ, რომელიც ყრილობას სტუმრის სტატუსით ესწრებოდა. ყრილობაზე მიწვეულნი იყვნენ სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.
ვალერი კვარაცხელია, პარტია „ნეიტრალური საქართველოს“ ლიდერი: „მათი ნათქვამიდან ერთი პუნქტია ჩემთვის მისაღები, რომელიც რუსეთთან ურთიერთობას შეეხება. რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა არის აუცილებელი - მე თვითონ ამ აზრს ვეთანხმები და უკანასკნელი წლებია ვამტკიცებ, რომ ეს აუცილებელია. თუ ამ მიმართულებით წავლენ, მაშინ ერთი გზა გვექნება“.
სოსო ცისკარიშვილი, პოლიტიკის ექსპერტი: „რუსული ფინანსების თემა იმდენად მოძველდა, რომ დროა, საქართველოში დაგროვილი რუსული ფულით თავად რუსული დემოკრატია დავაფინანსოთ“.
რუსულ ფინანსებზე არა, მაგრამ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებაზე ილაპარაკა თითქმის ყველა გამომსვლელმა. კოკა გუნცაძემ ასევე ჩამოთვალა პარტიის ოთხი ძირითადი პრიორიტეტი: თვითმყოფადობის შენარჩუნება, უსაფრთხოება, პროგრესი, სამართლიანობა და მათი მიღწევის გზებზეც ილაპარაკა:
„ესაა სამი ძირითადი საკითხი: ჩვენ აღვადგენთ ურთიერთობას რუსეთთან! რუსეთთან ურთიერთობის გარეშე არ იქნება უსაფრთხოება და არც აფხაზ და ოს ხალხთან პირდაპირი დიალოგის შესაძლებლობა. უსაფრთხოების გარეშე არ იქნება მშვიდობა და სტაბილურობა! მშვიდობის და სტაბილურობის გარეშე შეუძლებელია ინვესტიციები, სამუშაო ადგილები და დასაქმება. ინვესტიციებისა და სამუშაო ადგილების გარეშე გამორიცხულია კეთილდღეობა და მომავალი განვითარება“.
გამომსვლელებმა დიდი დრო დაუთმეს მოქმედი ხელისუფლების კრიტიკას. ლევან გაჩეჩილაძემ მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი მწვავედ გააკრიტიკა, თუმცა ნორმატიული ლექსიკის ფარგლებს არ გასცდენია:
„მისთვის საქართველო არის საკუთარი სისულელეების გამოცდის პოლიგონი, ხოლო ჩვენი მოქალაქეები - საზარბაზნე ხორცი და ექსპერიმენტების ობიექტი“.
ლევან გაჩეჩილაძემ დაასახელა „ქართული პარტიის“ თავმჯდომარის კანდიდატურაც. ყოფილ სახალხო დამცველს სოზარ სუბარს მხარი ყრილობის ყველა დელეგატმა დაუჭირა.
არჩევის შემდეგ სოზარ სუბარმა თანათავმჯდომარეების - ლევან გაჩეჩილაძისა და ირაკლი ოქრუაშვილის კანდიდატურები დაასახელა. ილაპარაკა პარტიის შექმნის აუცილებლობასა და ირაკლი ოქრუაშვილის განსაკუთრებულ როლზე:
„ირაკლი ოქრუაშვილი ამწუთში ჩვენთან არ არის ფიზიკურად, მაგრამ ჩვენთან არის სულით, გულით... ის იყო ორგანიზატორი ყოველივე ამის და შეუძლებელი იყო ეს ერთობა მის გარეშე შემდგარიყო. ურთულეს პირობებში იქმნება ქართული პარტია, რომელიც უნდა იყოს გამარჯვებისთვის ბრძოლის ავანგარდში. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ დღეს წყდება ჩვენი სამშობლოს ბედი. სააკაშვილის გაკოტრებულმა რეჟიმმა ქვეყანა და ჩვენ ყველანი უფსკრულის პირას მიგვიყვანა“.
ყრილობამ პარტიის გენერალურ მდივნად კოკა გუნცაძე, პოლიტიკურ მდივნად კი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი მფლობელი ეროსი კიწმარიშვილი აირჩია. ყრილობაზე ითქვა, რომ პარტიას აქვს მოქმედების ზუსტად გაწერილი გეგმა, რომლის მიხედვითაც 2011 წლის გაზაფხულზე ქართულ პარტიას 50 ათასი კარგად გაწვრთნილი წევრი ეყოლება. პარტიის დამფუძნებელი ყრილობა სოზარ სუბარის გამოსვლით დასრულდა.
2 400 დელეგატისაგან შემდგარი ყრილობის წამყვანმა მსახიობმა რამაზ იოსელიანმა პირველი სიტყვა მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ლიდერს პოეტ დავით მაღრაძეს მისცა.
რუსული ფინანსების თემა იმდენად მოძველდა, რომ დროა, საქართველოში დაგროვილი რუსული ფულით თავად რუსული დემოკრატია დავაფინანსოთ...
ვალერი კვარაცხელია, პარტია „ნეიტრალური საქართველოს“ ლიდერი: „მათი ნათქვამიდან ერთი პუნქტია ჩემთვის მისაღები, რომელიც რუსეთთან ურთიერთობას შეეხება. რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა არის აუცილებელი - მე თვითონ ამ აზრს ვეთანხმები და უკანასკნელი წლებია ვამტკიცებ, რომ ეს აუცილებელია. თუ ამ მიმართულებით წავლენ, მაშინ ერთი გზა გვექნება“.
სოსო ცისკარიშვილი, პოლიტიკის ექსპერტი: „რუსული ფინანსების თემა იმდენად მოძველდა, რომ დროა, საქართველოში დაგროვილი რუსული ფულით თავად რუსული დემოკრატია დავაფინანსოთ“.
რუსულ ფინანსებზე არა, მაგრამ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებაზე ილაპარაკა თითქმის ყველა გამომსვლელმა. კოკა გუნცაძემ ასევე ჩამოთვალა პარტიის ოთხი ძირითადი პრიორიტეტი: თვითმყოფადობის შენარჩუნება, უსაფრთხოება, პროგრესი, სამართლიანობა და მათი მიღწევის გზებზეც ილაპარაკა:
მისთვის საქართველო არის საკუთარი სისულელეების გამოცდის პოლიგონი, ხოლო ჩვენი მოქალაქეები - საზარბაზნე ხორცი და ექსპერიმენტების ობიექტი...