"2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ჩვენ შევთანმხდით, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ამ გადაწყვეტილების ყველა ელემენტს“, - ნათქვამია ერთობლივ დეკლარაციაში, რომელიც ლისაბონის სამიტზე ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებმა მიიღეს. რეზოლუციის ხელმომწერი ნატოს ყველა სახელმწიფოს ლიდერი კვლავ მოუწოდებს რუსეთს, „გააუქმოს საქართველოს რეგიონების, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება“. ნატოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, გრიგოლ მგალობლიშვილმა, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტორებზე, რომლებმაც საქართველოსათვის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება განაპირობა. საუბარი შეეხო ასევე საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებს და ნატო-საქართველოს ურთიერთობის სამომავლო პერსექტივებს.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1