„ოღროჩოღრო გზა მოსკოვსა და თბილისს“ შორის - ასე ეწოდება სტატიას, რომელიც აშშ-ში გამომავალ ჟურნალ „ნეშნლ ინტერესტის“ მიმდინარე კვირის ნომერში გამოქვეყნდა. სტატიის ავტორი, ვაშინგტონის ნიქსონის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი და „ნეშნლ ინტერესტის“ თანაგამომცემელი, პოლ სონდერსი აღნიშნავს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველო - „კავკასიის ეს ერთი ციდა ქვეყანა“ - კვლავ შეიძლება იქცეს ვაშინგტონისა და მოსკოვის ურთიერთობათა ამღვრევის მიზეზად.
„მიუხედავად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ სავალდებულო განცხადებებისა“, - აღნიშნავს ავტორი - „ობამას ადმინისტრაცია პრაქტიკულად შეეგუა ნატოს გარეთ შეკვეცილი საქართველოს არსებობას და, მოსკოვთან ურთიერთობაში, ყურადღება გადაიტანა სხვა პრიორიტეტებზე, კერძოდ ირანზე, ავღანეთზე, სტრატეგიული იარაღის შემცირების ახალ ხელშეკრულებაზე. რუსეთი, თავის მხრივ, ძირითადად კმაყოფილია ახალი სტატუს კვოსი, თუმცა დროდადრო - და ზოგჯერ გაზვიადებულადაც - უკმაყოფილებას გამოთქვამს ამერიკელთა მცდელობის გამო, ‘ხელახლა შეაიარაღოს’ საქართველო.“
„ნეშნლ ინტერესტის“ მიმომხილველის აზრით, დღის წესრიგიდან საქართველოს საკითხის მოხსნამ ამერიკა და რუსეთი ერთმანეთთან დააახლოვა და ორ ქვეყანას თანამშრომლობის რეალური საშუალება შეუქმნა. მაგრამ ამ თანამშრომლობას პოლ სონდერსი მაინც არ მიიჩნევს მყარად და განმარტავს, რომ თანამშრომლობის გზაზე მხარეებს კიდევ არაერთი წინააღმდეგობა შეიძლება შეხვდეთ. ერთ-ერთ უმთავრეს წინააღმდეგობად კი ამერიკელი მიმომხილველი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხს და ამ საკითხის მიმართ საქართველოს წინააღმდეგობას ასახელებს.
წერილს პოლ სონდერსი ასე ამთავრებს: „აშშ-რუსეთის ურთიერთობა დღეს წააგავს დაბალი სიმძლავრის ავტომანქანას, რომელიც უმუხრუჭოდ მიღოღავს ციცაბო აღმართზე. აღმართში მოძრაობა ძნელია, მაგრამ გაჩერება - სულაც შეუძლებელი: უმუხრუჭო მანქანა უკან ვარდნას დაიწყებს, რასაც არაპროგნოზირებადი და სახიფათო შედეგები მოჰყვება. იმედია, ამ გზაზე საქართველო პატარა ორმო იქნება და არა დიდი ხერგილი.“
საქართველოსადმი მიძღვნილი კიდევ ორი სტატია, რომელიც დღევანდელ მიმოხილვაში გვინდა გაგაცნოთ, პოლიტიკას უშუალოდ არ ეხება, მაგრამ აშკარა გამოხატულებაა საქართველოს ხელისუფლების სწრაფვისა, ქვეყანა ხილული გახადოს ნებისმიერ საერთაშორისო ასპარეზზე - იქნება ეს კულტურის, განათლებისა თუ ეკონომიკის სფერო.
„ნიუ იორკ ტაიმსის“ 4 ნოემბრის ნომერში გამოქვყენებული წერილი სწორედ ამ უკანასკნელს - ეკონომიკას - ეხება. წერილის ავტორი, ენდრიუ კრეიმერი მკითხველს უამბობს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში მთლიანად გადაახალისოს სახელმწიფოს კუთვნილი საავტომობილო პარკი და ბენზინისა და დიზელის ძრავებზე მომუშავე მანქანები შეცვალოს ელექტრონული და ჰიბრიდული (ანუ შერეული) ავტომობილებით.
გაზეთს მოჰყავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას სიტყვები იმის თაობაზე, რომ თბილისი მოლაპარაკებას აწარმოებს რამდენიმე საერთაშორისო კომპანიასთან, მათ შორის, „ჯენერალ მოტორსთან“, ოთხი ათასამდე ავტომანქანის შეძენის თაობაზე. როგორც ვერა ქობალია განმარტავს, შესაცვლელი ავტომობილების სიიდან ამოღებულია საბარგო და პრეზიდენტის დაცვის მანქანები, რადგან დღეს არსებული ელექტრომანქანები არც სათანადოდ მძლავრია და არც საკმარისად დაცული.
წერილის ავტორის გამოთვლით, თუ საქართველომ „ჯენერალ მოტორსთან“ შეთანხმებას მიაღწია და, ვთქვათ, „შევროლე ვოლტის“ ტიპის 4000 ჰიბრიდული მანქანა შეიძინა, ეს სიამოვნება მას 164 მილიონი დოლარი დაუჯდება; მაშინ, როცა ამავე რაოდენობის „ტოიოტა პრიუსის“ ყიდვა ამ თანხის თითქმის ნახევრად - 88 მილიონ დოლარად არის შესაძლებელი. აქვე სტატიის ავტორი დასძენს, რომ „ჯენერალ მოტორსმა“, რომლის აქციათა საკონტროლო პაკეტს აშშ-ის მთავრობა ფლობს, დაადასტურა საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მიმდინარეობის ფაქტი.
დაბოლოს - კულტურა. როგორც საინტერნეტო გამოცემა „იურეიშა ვიუ“ იუწყება, საქართველოს ხელისუფლება მოლაპარაკებას აწარმოებს საერთაშორისო მუსიკალური ტელეარხის, MTV-ის ხელმძღვანელობასთან საქართველოში MTV Impact-ის სახელწოდებით ცნობილი ორი კონცერტის ჩატარების თაობაზე. სტატიის თანახმად, სექტემბერში MTV Impact-ის ხელმძღვანელი ნილ შარმა საქართველოს ესტუმრა და შეხვდა როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ბიზნესმენებს, რომელთა ფინანსური დახმარების გარეშე - როგორც წერილშია აღნიშნული - ასეთი მასშტაბის კონცერტების გამართვა წარმოუდგენელია.
სტატიის თანახმად, თითო კონცერტი, სულ ცოტა, ორი მილიონი დოლარი ჯდება და სწორედ ფინანსური მხარეა საქართველოს ხელისუფლებისა და MTV-ის ხელმძღვანელობის მოლაპარაკების ძირითადი საგანი. ამ კონტექსტში წერილის ავტორი იხსენებს საქართველოში ნიუ იორკის ფილარმონიის ორკესტრის ჩაშლილ გასტროლებს და აღნიშნავს, რომ ამ ფაქტის გათვალისწინებით MTV-ის მესვეურებმა საქართველოს მთავრობას კონცერტების დაფინანსების წერილობითი გარანტია მოსთხოვეს.