საქართველოს ბანკის შვილობილმა საინვესტიციო კომპანია „ბი ჯი კაპიტალმა“ აშშ-ში „საქართველოს რკინიგზის“ ოთხდღიანი არასახელშეკრულებო როუდ-შოუ დაასრულა. ღონისძიებამ აშშ-ს სამ მსხვილ ქალაქში, 20 წამყვან საინვესტიციო ფონდთან შეხვედრები მოიცვა. როუდ-შოუ ითვალისწინებდა ინფორმაციის მიწოდებას ”საქართველოს რკინიგზის” მიერ 250 მილიონი დოლარის ღირებულების ობლიგაციების გამოშვების თაობაზე და შეხვედრებს ობლიგაციების ამჟამინდელ მფლობელებთან.
როუდ-შოუს ფარგლებში ”საქართველოს რკინიგზის” წარმომადგენლები ნიუ-იორკს, ბოსტონსა და ჩიკაგოს ეწვივნენ, სადაც 20 წამყვან საინვესტიციო ფონდს ეწვივნენ. მათ შორის, ისეთ მსხვილ და პოპულარულ ფონდებს, როგორიცაა Templeton Asset Management, Morgan Stanley Asset Management, Fidelity Investments, Eaton Vance და Citadel. ამ ფონდებს სურთ, მომავალში ”საქართველოს რკინიგზისგან” მეტი საინვესტიციო შეთავაზება მიიღონ.
”ბი ჯი კაპიტალმა” გამოშვების დღიდან 50 მილიონი დოლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდებით ივაჭრა. გარდა ამისა, ”საქართველოს რკინიგზის” ევროობლიგაციები შევიდა იმ ობლიგაციების სიაში, რომლებიც განვითარებადი ბაზრების ევროობლიგაციებს შორის ყველაზე უკეთ იყიდებოდა.
გასულ შემოდგომაზე, განვითარებად ბაზრებზე მზარდი მოთხოვნის ფონზე, აღნიშნული ობლიგაციების თავდაპირველი 10%-იანი განაკვეთი 7.9%-იანით შეიცვალა. ის ფაქტი, რომ ობლიგაციები სახელმწიფო საკუთრებაში მყოფ კომპანიას ეკუთვნის და მისი მხარდაჭერით სარგებლობს, მის მიმართ ინვესტორთა ინტერესს აძლიერებს. ბოლო ორი კვირის განმავლობაში საკრედიტო პირობების გაუარესების მიუხედავად, ობლიგაციებზე შენარჩუნებულია თავდაპირველი სავაჭრო ღირებულება და მოგებიანობა.