მთელი ევროპის მასშტაბით მუშა-მოსამსახურეების საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტი მიმართულია მთავრობების მიერ საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცის წინააღმდეგ. მუშათა კავშირები შიშობენ, რომ ბანკირების თუ მსხვილი ფინანსისტების მიერ გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ყველაზე დიდი მსხვერპლი სწორედ მუშა-მოსამსახურეები ხდებიან.
ევროკავშირის ბევრი ქვეყნის მოქალაქეებმა, დაახლოებით ათიათასობით პირმა მიიღო მონაწილეობა ბრიუსელში გამართულ საპროტესტო აქციაში, რომელიც საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცის წინააღმდეგ იყო მიმართული.
ორგანიზატორების თქმით, ამ ქალაქში, სადაც ევროპულ ინსტიტუტებს უდევთ ბინა, დაახლოებით 30 ქვეყნიდან ჩადიოდნენ მუშა-მოსამსახურეები აქციაში მონაწილეობის მისაღებად.
პროტესტის ფონია ევროკავშირის არაერთი წევრი ქვეყნის მიერ დაგეგმილი საბიუჯეტო შეკვეცის პოლიტიკა, რაც ძირითადად გამოვლინდება შეკვეცილ პენსიებში, სხვა სოციალური პროგრამების დაფინანსების მკვეთრად შემცირებასა და საჯარო მოხელეთა ხელფასების კლებაში.
პროფკავშირები შიშობენ, რომ ეკონომიკური კრიზისის ძირითადი მსხვერპლი სწორედ მუშა-მოსამსახურეები ხდებიან. არადა, თავად კრიზისის გამომწვევები - ბანკირები თუ მსხვილი ფინანსისტები - ხშირ შემთხვევაში მთავრობებმა იხსნეს ფინანსური დახმარების პაკეტების გამოყოფის გზით. ახლა კი ვალებში გახვეული მთავრობები სიტუაციის სტაბილიზებას სოციალური ხარჯების შეკვეცის გზით ცდილობენ.
ევროპის პროფკავშირების ფედერაციის ხელმძღვანელმა ჯონ მონკსმა დღევანდელ დღეს „ძალიან მნიშვნელოვანი“ უწოდა ევროპისთვის. აქციის მთავარი მესიჯი კი მან ასე ჩამოაყალიბა:
„ცოტა უფრო მშვიდად მოიქეცით - განსაკუთრებით ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნები - და გააგრძელეთ აქტივობა. სწორედ ეს არის ჩვენი მესიჯი დღეს - და ასევე ის, რომ ბანკებს აღარასოდეს უნდა მიეცეთ იმის საშუალება, რაც ჩვენ ყველას გაგვიკეთეს: თავზე გადაგვიარეს, ახლა კი მათ ზარალს ჩვენ ვანაზღაურებთ.“
ჯონ მონკსის თქმით, ევროკავშირის თითქმის ყველა წევრი ქვეყანა გეგმავს ხარჯების შეკვეცას, რაც, მისი ვარაუდით, მომავალში კვლავ რეცესიას გამოიწვევს.
საპროტესტო აქცია ასევე ემთხვევა ევროკომისიის მცდელობას შემოიღოს წესები, რომელთა მიხედვითაც მომავალში მაღალი ბიუჯეტის მქონე ქვეყნები დაისჯებიან.
კომისიის პრეზიდენტმა, ჟოზე მანუელ ბაროზუმ, 28 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებაში აღიარა, რომ ხარჯების სწრაფმა შეკვეცამ შესაძლოა ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესს წინაღობა შეუქმნას:
„ჩვენ ამ რეფორმის გატარებას აუცილებლად ვაპირებთ, თუმცა, ამავე დროს, მოვალენი ვართ პასუხისმგებლობით ვიმოქმედოთ. საჭიროა ზოგიერთი რეფორმა დროში სწორად გავანაწილოთ, რათა ეკონომიკის გაჯანსაღებას არ შევუქმნათ პრობლემა.“
ბრიუსელის გარდა, საპროტესტო გამოსვლები თუ პროფკავშირების მიერ ორგანიზებული გაფიცვები ბევრ სხვა ქვეყანაში ეწყობა - იქნება ეს პოლონეთი, პორტუგალია, ესპანეთი, საბერძნეთი, ლატვია თუ კვიპროსი.