თავისუფლებააღკვეთილი პირების წამების ფაქტებს მაღალკვალიფიციური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, მაღალი სტანდარტების მტკიცებულებების შექმნა და მათი ეფექტიანად გამოყენება უნდა დაუპირისპირდეს - ასეთი მიზანი აქვს პროექტს, რომელსაც საქართველოში წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭო (IRCT) ახორციელებს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ამ პროექტში ქართულ მხარეს წარმოადგენს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი ”ემპათია”. პროექტის პრეზენტაცია 28 სექტემბერს ”ქორთი-იარდ მერიოტში” გაიმართა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამების აკრძალვის 1984 წლის კონვენციისა და სხვა საერთაშორისო დოკუმენტების მიხედვით, წამება ითვლება ქმედებად, რომელიც ჩადენილია სახელმწიფო მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ და რომლის შედეგადაც ადამიანი ძლიერ ფიზიკურ ან ფსიქიკურ ტკივილს განიცდის. საქართველოში მოქმედი სტანდარტები ჯერ ისევ შორს დგას საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული მოთხოვნებისგან. სერიოზული გამოწვევების არსებობას ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული არაერთი საერთაშორისო კვლევა ადასტურებს და მათ შორის არის ევროპის წამების აკრძალვის კომიტეტის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული ანგარიშიც. სწორედ ზოგიერთი ასეთი პრობლემა ჩამოთვალა ევროკავშირის წარმომადგენელმა მიხალ ნეკვასილმა 28 სექტემბერს გამართულ პრეზენტაციაზე:
”მათ შორის არის წამების დეფინიციის სამართლებრივი ნაკლოვანებები... ის უნდა განიხილავდეს არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ფსიქიკურ ტკივილსაც... აღსანიშნავია მკაცრი სასჯელის პოლიტიკა, ციხეების გადატვირთულობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა ციხეებში და ასევე პრობლემები ისეთ დახურულ დაწესებულებებში, როგორიც ფსიქიატრიული დაწესებულებებია. ასევე მეტად მნიშვნელოვანია, რომ არაადამიანური მოპყრობის ბრალდებები საფუძვლიანად იქნეს გამოძიებული.”
ევროკავშირის სტანდარტები წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას ნულოვან ტოლერანტობას უცხადებს, ხოლო 3-წლიანი პროექტი, სახელწოდებით ”სასამართლო-სამედიცინო მტკიცებულებათა გამოყენება წამებასთან საბრძოლველად”, სრულად ეხმიანება ევროკავშირის სტანდარტებს. პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის - ”ემპათიის” - პრეზიდენტი მარიამ ჯიშკარიანი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად განხორციელებული პროცესი ხელს შეუწყობს წამების პრევენციასა და დაუსჯელობასთან ბრძოლას:
”ცენტრ ”ემპათიას” აქვს სხვა პროექტიც, რომლის ფარგლებშიც ჩვენ შევქმენით უკვე სასამართლო-საექსპერტო დეპარტამენტი და მისი გაძლიერება მოხდება. რაც ძალიან მნიშვნელოვანია: პირველად საქართველოს ისტორიაში, საერთაშორისო ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას ექსპერტიზაში საქართველოში. დაგეგმილია პროფესიული კამპანიები, შეხვედრები, რათა ექსპერტიზის, დოკუმენტირებისა და მტკიცებულებების შექმნის გზით წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევების ეფექტური, სწრაფი და მიუკერძოებელი გამოძიების სტანდარტები გაუმჯობესდეს.”
”ემპათიის” საექსპერტო მომსახურებით არაერთხელ უსარგებლია ომბუდსმენის აპარატს, როდესაც საქმე ამა თუ იმ თავისუფლებააღკვეთილი პირისთვის მიყენებული დაზიანებების შესწავლას შეეხებოდა. სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში თვლის, რომ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოსავლენად გადამწყვეტ როლს სწორედ ”სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჯეროვანი ჩატარება და სათანადო მტკიცებულებების მოპოვება” წარმოადგენ - მით უმეტეს, იმ პრობლემურ ვითარებაში, რომელიც საქართველოში გამოძიების კუთხით აღინიშნება:
”...არის არაერთი საქმე, რომელიც გადაეგზავნა საგამოძიებო ორგანოებს, თუმცა შედეგი არ დამდგარა... და ხშირად სახალხო დამცველს აქვს საფუძველი ივარაუდოს, რომ ხშირად გამოძიება არის გაჭიანურებული, არაეფექტური... ამის საშუალებას მე მაძლევს თუნდაც ის ფაქტი, რომ შედეგი არ არის დამდგარი და არც ერთი პირი არ არის დასჯილი თუნდაც არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის გამო... როდესაც სახალხო დამცველის აპარატს, მონიტორინგის შედეგად, არაერთხელ მიუმართავს საგამოძიებო ორგანოებისთვის სხვადასხვა ფაქტთან დაკავშირებით. ეს განსაკუთრებით ბოლო დროს შეეხება სასჯელაღსრულების დაწესებულებებს.”
მართალია, სახალხო დამცველი თვლის, - და ეს მის ანგარიშებშიც არის ასახული, - რომ წამება საქართველოში აღარ წარმოადგენს სისტემურ პრობლემას, მაგრამ კვლავაც რჩება სერიოზული პრობლემები და არის არაერთი სერიოზული შემთხვევა, რომელსაც სჭირდება ”დროული, თანმიმდევრული და მიუკერძოებელი გამოძიება.” ამ კუთხით გიორგი ტუღუშისთვის საკმაოდ იმედისმომცემია პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა.