თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში პირველად, სომხებს საშუალება მიეცათ წირვა ჩაეტარებინათ აღმოსავლეთ თურქეთში მდებარე, ახლახან აღდგენილ ტაძარში. ამ ნაბიჯით ანკარას სომეხი უმცირესობის მიმართ შემწყნარებლობის დემონსტრირება სურდა. მაგრამ წირვას ბევრმა სომეხმა ბოიკოტი გამოუცხადა იმის გამო, რომ თურქეთის მხარემ ტაძრის თავზე ჯვარი არ აღმართა.
ვანის ტბაში მდებარე კუნძულ ახტამარზე კვირას ჩატარებული წირვა, რომელსაც კონსტანტინოპოლში სომხეთის საპატრიარქოს წარგზავნილი, არქიეპისკოპოსი არამ ატეშიანი უძღვებოდა, ორსაათნახევარს გაგრძელდა. რიტუალს ბევრი დამსწრე ჰყავდა - მათ შორის, თურქეთში დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები და ქალაქ ვანის მერი.
ახტამარზე ასობით სომეხი მომლოცველიც ჩავიდა. მათ, ვინც ხალხმრავლობის გამო სურბ ხაჩის - ანუ წმინდა ჯვრის - ტაძარში ვერ მოხვდა, გავრცელებული ცნობებით, ორიოდე წუთით მაინც მისცეს შიგნით შესვლის საშუალება, რათა საკუთარი თვალით ენახათ ამ ისტორიული მნიშვნელობის წირვის დროს იქ გამეფებული ატმოსფერო.
კვირის ლიტურგია სწორედ იმ მეათე საუკუნის სომხურ ტაძარში ჩატარდა, რომელიც 2007 წელს თურქეთის მთავრობამ აღადგინა. აღდგენითი სამუშაოები 1.5 მილიონი დოლარი დაჯდა. მაგრამ შემდეგ ტაძარი მუზეუმის სახით გაიხსნა და მის თავზე ჯვარიც არ აღუმართავთ, თუმცა ანკარამ სომხებს იქ წელიწადში ერთხელ წირვის ჩატარების უფლება მისცა.
ეჩმიაძინში სომხური სამოციქულო ეკლესია თავდაპირველად თავისი დელეგაციის გაგზავნას გეგმავდა ახტამარის წირვაზე - მას შემდეგ, რაც თურქეთმა პირობა დადო, რომ ტაძრის თავზე ჯვარს ღვთისმსახურების ჩატარებამდე აღმართავდნენ. მაგრამ მოგვიანებით, ამ პირობის შეუსრულებლობის გამო, სომხეთის ეკლესიამ წირვაში მონაწილეობაზე უარი თქვა.
ეკლესიის გარდა, ჯვრის აღმართვაზე უარს ბევრი მორწმუნისგან მოჰყვა რეაგირება - სექტემბრის დასაწყისში ბევრმა გააუქმა წირვაზე დასასწრებად თურქეთში დაგეგმილი მოგზაურობა. ახტამარის წირვაში არც სომხეთის მთავრობას მიუღია რაიმე ფორმით მონაწილეობა.
სკეპტიკოსების აზრით, წირვა მხოლოდ და მხოლოდ კამპანიის ნაწილი იყო - ერთგვარი „პიარ“ აქცია თურქეთის იმიჯის გაუმჯობესებისა და მისთვის ევროკავშირში ინტეგრაციის შანსის გაზრდისთვის.
თავდაპირველად ნავარაუდევი 5,000 მომლოცველის ნაცვლად ვანში 1,000 პილიგრიმი ჩავიდა. მათ შორის იყვნენ მომლოცველები სომხეთიდან, შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან, თუმცა უმრავლესობა სტამბულის სომხურ თემს წარმოადგენდა.
ახლანდელ აღმოსავლეთ თურქეთში შემორჩენილი სომხური კულტურის მხოლოდ რამდენიმე ძეგლიდან ერთ-ერთი სურბ ხაჩის ტაძარია. ვანიდან სომხები 1915 წელს გააძევეს - ამბოხების, პირველი მსოფლიო ომისა და ოსმალეთის იმპერიის დაშლის დასაწყისის ფონზე.
სომხეთისა და თურქეთის ურთიერთობაში გადაუჭრელ პრობლემად რჩება პირველი მსოფლიო ომის დროს სომეხთა მასობრივი გაჟლეტის საკითხი, რასაც სომხეთი, კიდევ დაახლოებით ოც ქვეყანასთან ერთად, მეოცე საუკუნის პირველ გენოციდს უწოდებს. ანკარა ტერმინ „გენოციდს“ უარყოფს და აცხადებს, რომ მაშინ დიდი რაოდენობით ქრისტიანი სომხებიც დაიხოცნენ და მუსულმანი თურქებიც.
ურთიერთობის ნორმალიზაციის მორიგი მცდელობა ჩიხში გასულ აპრილს შევიდა, როცა სომხეთმა შეაჩერა საერთაშორისო დონეზე მომზადებული, 2009 წლის ოქტომბერში ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმება.
ახტამარის წირვას ბევრი თურქებსა და სომხებს შორის კულტურული კავშირების გაუმჯობესების კიდევ ერთ საშუალებად აღიქვამდა.
მაგალითად, სწორედ ეს უთხრა ერთ-ერთმა ხანდაზმულმა მომლოცველმა ჩვენს რადიოს - მან სინანული გამოთქვა, რომ მოვლენას უფრო დიდი მნიშვნელობა არ მიენიჭა:
„მისი უწმინდესობა გარეგინ მეორე, ყოველთა სომეხთა უზენაესი პატრიარქი და კათალიკოსი, თურქეთში უნდა ჩამოსულიყო და უნდა ეჩვენებინა, რომ ადგილობრივი სომხებიც მის მრევლში შედიან. მოვა დრო, როცა ჯვარს აღმართავენ. ეს არ არის მნიშვნელოვანი. ამ ეკლესიას თავზე ჯვარი 100 წელიწადია არ ადგას. ხალხს რა სურდა, ამ ეკლესიის დანგრევა თუ მისი აღდგენა?“
საკუთრივ სომხეთში ასობით ადამიანი დაესწრო ალტერნატიულ რელიგიურ რიტუალს, რომელიც სომხეთის გენოციდის მემორიალში გაიმართა. ეს მემორიალი შემაღლებულ ადგილზეა აღმართული და ერევანს გადაჰყურებს. ამ რიტუალის მონაწილეებმა ვანში მიმდინარე წირვა დაგმეს და მას მხოლოდ პიარაქცია უწოდეს.