დღეს, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით, იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრში მოდელირებული სასამართლო პროცესი გაიმართა. ეს მოდელირებული პროცესი ემსახურება იმ კანონის ამოქმედებას, რომელიც მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან შედის ძალაში. საქმე ეხება სისხლის სამართლის ახალ საპროცესო კოდექსს, რომელიც სწორედ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღებას ითვალისწინებს. რა საქმე განიხილეს მოდელირებულ სასამართლო პროცესზე? რას ემსახურება ცვლილებები კანონში და რას ფიქრობენ ახალი ინსტიტუტის შემოღებასთან დაკავშირებით მისი მომხრეები და მოწინააღმდეგეები?
”8 საათი იქნებოდა, ჩემი მეგობარი გაგა მოვიდა ჩემთან. ვინაიდან აგარაკზე წასვლას ვაპირებდი, გადავწყვიტე წამეღო ჩემი საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღი.”
ეს მოდელირებული სასამართლო პროცესია. ბრალდებული ჰყვება იმ ამბავს, რომელიც წინ უძღოდა მის მიერ დანაშაულის ჩადენას. მოდელირებულ ბრალდებულ ადამიანს განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ედება ბრალი. მაღაზიაში რიგის დაუცველობის გამო მომხდარი კონფლიქტისას მან კაცი მოკლა.
ამ საქმეს 12, ასევე მოდელირებული, ნაფიცი მსაჯული უსმენს. მათ უნდა დაადგინონ დამნაშავეა თუ არა, პირობითად, ნიკა ადამიანის მკვლელობაში. საქმე, რომელიც ახლა ნაფიცი მსაჯულების თანდასწრებით განიხილება, რეალურად არსებობდა და პირს, რომელმაც მართლა ჩაიდინა მკვლელობა, სასჯელი მისჯილი აქვს. ახლა კი ნაფიცმა მსაჯულებმა ინსცენირებულ სასამართლო პროცესზე თავიანთი სიტყვა უნდა თქვან.
საქმე ისაა, რომ 2010 წლის 1 ოქტომბრიდან ძალაში შედის სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსი, რომელიც პარლამენტმა გასული წლის 9 ოქტომბერს მიიღო. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ეტაპობრივად დაინერგება - 2012 წლის 1 ივლისამდე მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში და მხოლოდ მკვლელობის საქმეებზე, ორი წლის შემდეგ კი გავრცელდება მთელ საქართველოში ნებისმიერ დანაშაულზე, რომელიც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ახალი საპროცესო კოდექსის მიხედვით, გამოძიება და სასამართლო შეჯიბრებითი გახდება. მხარეებს - ერთი მხრივ, სახელმწიფო ბრალდებას და გამოძიებას, მეორე მხრივ კი, ბრალდებულს და მის დამცველს - თანაბარი საშუალებები ექნებათ, რათა გამოძიების ეტაპზე მოიპოვონ მტკიცებულებები და სასამართლოში საკუთარი პოზიცია ნაფიცი მსაჯულების ან მოსამართლეების წინაშე თანაბარ პირობებში დაიცვან. მოწმეებსაც მხოლოდ სასამართლოს მსვლელობის დროს დაკითხავენ. ასეთია ოფიციალური პოზიცია, რამაც კანონში ცვლილებები განაპირობა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ოთარ კახიძე ნაფიცი მსაჯულების შემოღებას სასამართლოსადმი ნდობის აღდგენასთანაც აკავშირებს:
”ჩვენ შემოგვაქვს სასამართლოს პრინციპულად ახალი წარმოების წესები. ეს არის შეჯიბრებითი პროცესი. ეს განავითარებს იურიდიულ პროფესიას, დახვეწს როგორც ადვოკატთა, ასევე პროკურორთა პროფესიონალიზმს, ჩართავს მოქალაქეებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და აამაღლებს მათ ნდობას სასამართლო პროცესის მიმართ.”
ამას გარდა, ახალი ინიციატივის დამცველებისთვის ამოსავალი წერტილია ისიც, რომ ჩვეულებრივ მოქალაქეს - მის, როგორც განსასჯელის, ბრალეულობას - ასევე ჩვეულებრივი მოქალაქეები განსჯიან და ვერდიქტს გამოუტანენ. სასჯელის ვადების განსაზღვრა კი მოსამართლეების პრეროგატივაა.
ნაფიც მსაჯულთა შერჩევა შემთხვევითი პრინციპით მოხდება, საქართველოს ამომრჩეველთა ერთიანი სიიდან პირობითად 30 ადამიანს შეარჩევენ, შემდეგ მათი გაცხრილვა მოხდება ისე, რომ ნაფიც მსაჯულთა სიაში არ მოხვდნენ პოლიციის, სახელმწიფო უწყებების, სასულიერო სფეროს წარმომადგენლები, ასევე ფსიქოლოგები, ფსიქიატრები და სხვა. იმ შემთხვევაში, თუ ნაფიც მსაჯულად არჩეული პიროვნება სასამართლო პროცესში მინაწილეობაზე უარს იტყვის, მას საჯარიმო სანქციები ემუქრება. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღებას საქართველოში კატეგორიულად ეწინააღმდეგება მეცნიერი იურისტი მინდია უგრეხელიძე, რომელსაც სტრასბურგის სასამართლოში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მინდია უგრეხელიძე ამბობს, რომ ამ ინსტიტუტს ახლა თავად ის ქვეყნები ეწინააღმდეგებიან, - დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები, - სადაც ეს ინსტიტუტი შეიქმნა. მიზეზი კი არაერთი სკანდალური საქმეა. ამ ინსტიტუტის საწინააღმდეგოდ მანდია უგრეხელიძე ამბობს, რომ არაკვალიფიციური პირები ვერ შეძლებენ იმსჯელონ იურიდიული იმპერატივებით და ისინი მოსამართლის როლსაც დააკნინებენ:
”ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება ეს ნიშნავს ორ სასამართლოს ერთ ქუდქვეშ, ერთ სახურავქვეშ. ერთია ფაქტების სასამართლო და ამ ფაქტების დადგენას ახორციელებენ ნაფიცი მსაჯულები; მეორე არის სასჯელის ნორმების შემფარდებელი სასამართლო და ეს არის მოსამართლე, და ეს ორი საწყისი არის როგორც ჰერმოფროდიტი, ისე.”
იმ მოდელირებულ სასამართლო პროცესს, რომელიც დღეს გაიმართა, ექიმი ნანა მანაგაძე ნაფიც მსაჯულად ესწრებოდა. ის ამბობს, რომ ძალიან ნერვიულობს, რადგან ისევე აღიქვამს ინსცენირებულ პროცესს,როგორც რეალურ სასამართლოს.
”ვფიქრობ, რომ სამართლიანი ადამიანი ვარ - მე არ გავუშვებ უდანაშაულოს ციხეში და არ დავტოვებ დამნაშავეს გარეთ.”
მოდელირებულ სასამართლო პროცესზე ბრალდებული განზრახ მკვლელობაში უდანაშაულოდ ცნეს და მხლოდ იარაღის უკანონო ტარება ჩაუთვალეს დანაშაულად, ამავე შინაარსის რეალურ საქმეში კი მოსამართლემ ორივე მუხლით ცნო ბრალდებული დამნაშავედ. ამჯერად მოდელირებულ საქმეზე განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება
”8 საათი იქნებოდა, ჩემი მეგობარი გაგა მოვიდა ჩემთან. ვინაიდან აგარაკზე წასვლას ვაპირებდი, გადავწყვიტე წამეღო ჩემი საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღი.”
ეს მოდელირებული სასამართლო პროცესია. ბრალდებული ჰყვება იმ ამბავს, რომელიც წინ უძღოდა მის მიერ დანაშაულის ჩადენას. მოდელირებულ ბრალდებულ ადამიანს განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ედება ბრალი. მაღაზიაში რიგის დაუცველობის გამო მომხდარი კონფლიქტისას მან კაცი მოკლა.
ამ საქმეს 12, ასევე მოდელირებული, ნაფიცი მსაჯული უსმენს. მათ უნდა დაადგინონ დამნაშავეა თუ არა, პირობითად, ნიკა ადამიანის მკვლელობაში. საქმე, რომელიც ახლა ნაფიცი მსაჯულების თანდასწრებით განიხილება, რეალურად არსებობდა და პირს, რომელმაც მართლა ჩაიდინა მკვლელობა, სასჯელი მისჯილი აქვს. ახლა კი ნაფიცმა მსაჯულებმა ინსცენირებულ სასამართლო პროცესზე თავიანთი სიტყვა უნდა თქვან.
ჩვენ შემოგვაქვს სასამართლოს პრინციპულად ახალი წარმოების წესები. ეს არის შეჯიბრებითი პროცესი. ეს განავითარებს იურიდიულ პროფესიას, დახვეწს როგორც ადვოკატთა, ასევე პროკურორთა პროფესიონალიზმს ...
ახალი საპროცესო კოდექსის მიხედვით, გამოძიება და სასამართლო შეჯიბრებითი გახდება. მხარეებს - ერთი მხრივ, სახელმწიფო ბრალდებას და გამოძიებას, მეორე მხრივ კი, ბრალდებულს და მის დამცველს - თანაბარი საშუალებები ექნებათ, რათა გამოძიების ეტაპზე მოიპოვონ მტკიცებულებები და სასამართლოში საკუთარი პოზიცია ნაფიცი მსაჯულების ან მოსამართლეების წინაშე თანაბარ პირობებში დაიცვან. მოწმეებსაც მხოლოდ სასამართლოს მსვლელობის დროს დაკითხავენ. ასეთია ოფიციალური პოზიცია, რამაც კანონში ცვლილებები განაპირობა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ოთარ კახიძე ნაფიცი მსაჯულების შემოღებას სასამართლოსადმი ნდობის აღდგენასთანაც აკავშირებს:
”ჩვენ შემოგვაქვს სასამართლოს პრინციპულად ახალი წარმოების წესები. ეს არის შეჯიბრებითი პროცესი. ეს განავითარებს იურიდიულ პროფესიას, დახვეწს როგორც ადვოკატთა, ასევე პროკურორთა პროფესიონალიზმს, ჩართავს მოქალაქეებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და აამაღლებს მათ ნდობას სასამართლო პროცესის მიმართ.”
ამას გარდა, ახალი ინიციატივის დამცველებისთვის ამოსავალი წერტილია ისიც, რომ ჩვეულებრივ მოქალაქეს - მის, როგორც განსასჯელის, ბრალეულობას - ასევე ჩვეულებრივი მოქალაქეები განსჯიან და ვერდიქტს გამოუტანენ. სასჯელის ვადების განსაზღვრა კი მოსამართლეების პრეროგატივაა.
ვფიქრობ, რომ სამართლიანი ადამიანი ვარ - მე არ გავუშვებ უდანაშაულოს ციხეში და არ დავტოვებ დამნაშავეს გარეთ.