26 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე რიგით მე-6 ყოველწლიური ანგარიშით წარდგა. დაახლოებით საათნახევრიანი გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი მიხეილ სააკაშვილმა დემოკრატიის განვითარებაზე, არჩევნებზე, მედიასა და ოპოზიციაზე საუბარს დაუთმო. ყურადღება ასევე გამახვილდა საგარეო პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, ჯანდაცვისა და განათლების სფეროებზე. ითქვა, რომ ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას შარშან ხელი შეუშალა სამმა ძირითადმა ფაქტორმა, საიდანაც ერთი კვლავ ოპოზიციის ქმედებებს უკავშირდება. გამოსვლა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ვანკუვერში ტრაგიკულად დაღუპული ქართველი ოლიმპიელის ნოდარ ქუმარიტაშვილის გახსენებით დაიწყო და დეპუტატები ფეხზე ადგომით მიესალმნენ დაღუპული სპორტსმენის ოჯახის წევრებს, რომლებიც სპეციალურად მიიწვიეს პლენარულ სხდომაზე.
გასულ წელიწადს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ”მეტად რთული” უწოდა და იქვე დაასახელა სირთულეების გამომწვევი სამი მოვლენა:
”პირველი - ეს იყო რუსული აგრესია, ინტერვენცია, შემოჭრა და მან, უდიდეს სახელმწიფოებრივ და ადამიანურ ტრაგედიასთან ერთად, უდიდესი დარტყმა მიაყენა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. მეორე - ეს იყო მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, რომელმაც, როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც მტკივნეული ეკონომიკური შოკი გამოიწვია და ... მესამე იყო გასული წლის აპრილ-მაისის შიდაპოლიტიკური დაძაბულობა, რომლის დროსაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები, ყველა პარამეტრის მიხედვით, უფრო დაბალ ნიშნულებზე ჩამოვიდა, ვიდრე 2008 წლის აგვისტოს შემდგომ პერიოდში და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს.”
აპრილ-მაისის საპროტესტო აქციებზე ლაპარაკისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა ”საკნები” ისევ ”გალიებად” მოიხსენია და თქვა, რომ იმ პერიოდში საქართველო ძლივს გადაურჩა 90-იანი წლების ქაოსსა და განუკითხაობაში დაბრუნებას. ოდნავ მოგვიანებით პრეზიდენტი ისევ დაუბრუნდა ოპოზიციის თემას, როდესაც შარშან დაპირებული ”დემოკრატიული რეფორმების მეორე ტალღა” გაიხსენა და ქვეყნის მმართველობაში ოპოზიციის როლის გაძლიერების კუთხით ანგარიშის ჩაბარება ასე სცადა:
”ოპოზიციის როლის გაზრდა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, სამოქალაქო კონტროლის დამყარების საფუძველი - შესრულებულია! ოპოზიციის ლიდერების ჩართვა უშიშროების საბჭოს მუშაობის პროცესში, როგორც დაგპირდით - შესრულებულია! ოპოზიციის როლის გაძლიერება საპარლამენტო გადაწყვეტილების მიღების პროცესში - შესრულებულია!...”
მიღწევებს შორის ასევე დასახელდა ცვლილებები, რომლებიც, მაგალითად, საარჩევნო კოდექსში ოპოზიციის გარკვეული ნაწილის მონაწილეობით შევიდა, რომ გამოიცვალა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და რომ თბილისელებს მერის პირდაპირი წესით არჩევის საშუალება მიეცათ. პრეზიდენტმა მაისის თვითმმართველობის არჩევნებს ”ჩვენი დემოკრატიისა და სამოქალაქო კულტურის დიდი გამოცდა” უწოდა და ”კატეგორიულად” გააფრთხილა ყველა სახელმწიფო მოხელე - ”უზრუნველყონ არჩევნების მაქსიმალურად თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარება”. შემდეგ კი სააკაშვილმა მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას - მაქსიმალურად გააკონტროლოს არჩევნები.
პრეზიდენტის თქმით, გასული წლის მიღწევათა ჩამონათვალშია ასევე მუშაობის დაწყება კონსტიტუციის ახალ ვარიანტზე და მეტი შესაძლებლობის მიცემა მედიისთვის. მაგალითად სახელდება საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხის ახალი პროექტი:
”მე-2 არხზე შეიქმნა ახალი სატელევიზიო არხი, რომელიც შეუზღუდავად გააშუქებს ყველა პოლიტიკურ ღონისძიებას, პარლამენტის სხდომებს, პოლიტიკური პარტიების სრულ პრესკონფერენციებს.... ჰოი, საშინელებავ!... მაგრამ დემოკრატიის სიამოვნება ის არის, რომ შეგიძლია უყურო და შეგიძლია სხვაგანაც გადართო...”
ასეთი შეფასების მიუხედავად, პრეზიდენტმა თქვა, რომ ”მედიის თავისუფლება და პლურალიზმი დემოკრატიული გაჯანსაღების მნიშვნელოვანი ფუნდამენტია”. იქვე დასახელდა აჭარის რეგიონალური ტელევიზიის, 25-ე არხის, პრობლემები და გახმიანდა ახალი ინიციატივა ”საგადასახადო ამნისტიასთან” დაკავშირებით:
”ეს ტელევიზია ხელისუფლებისადმი მკვეთრად კრიტიკული, აუტანელი პოზიციით გამოირჩევა... სახელმწიფოს მიერ და სახალხო დამცველის შუამდგომლობით მოხდა 25-ე არხის საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაცია... ეს არხისთვის მხოლოდ დროებითი შველა იყო. ცხადია, რომ ამ პატარა ტელევიზიას არც რამდენიმე თვეში ექნება საშუალება, რომ დაფაროს დავალიანება... ანალოგიური პრობლემები აქვთ სხვა კერძო ტელევიზიებსაც. ამიტომ მე გთავაზობთ ინიციატივას, რომ ყველა ქართულ რეგიონალურ ტელევიზიას გამოვუცხადოთ საგადასახადო ამნისტია...”
რაც შეეხება სასამართლო სისტემას, პრეზიდენტი თვლის, რომ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ამ სფეროშიც შეინიშნება. დაწვრილებითი ანგარიშის ჩაბარება მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სისტემასთან მიმართებითაც სცადა:
”პრეზიდენტი აღარ ნიშნავს მოსამართლეებს - შესრულებულია! პრეზიდენტი აღარ არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და წევრი - შესრულებულია! ოპოზიციას ჰყავს თავისი წარმომადგენელი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რაც საპარლამენტო უმცირესობას საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღოს საბჭოს მუშაობაში და ჩართული იყოს განხორციელებულ რეფორმაში. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეები წარმოადგენენ უმრავლესობას - შესრულებულია! მაშინ დაგპირდით, რომ მივიღებდით სისხლის სამართლის ახალ საპროცესო კოდექსს - შესრულებულია! ნაფიც მსაჯულთა სისტემის შემოღება - შესრულებულია! ”
პრეზიდენტის გამოსვლის მთავარ აქცენტებს შორის იყო ასევე განათლებისა და ჯანდაცვის სფეროები. ითქვა, რომ მოსწავლემ უსაფრთხო გარემოში უნდა ისწავლოს და მის მიერ მიღებული ცოდნა უფრო სრულფასოვანი უნდა გახდეს. საავადმყოფოების რეაბილიტაციის პროცესში აქტიურად უნდა ჩაერთოს სახელმწიფო, უნდა დადგინდეს საავადმყოფოს სტანდარტები და სახელმწიფოს მიერ დაზღვეული ადამიანები აღარ უნდა მკურნალობდნენ ”დაბალი დონის სახელმწიფო დაწესებულებებში.”
მთავრობის პრიორიტეტად პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაასახელა სოფლის მეურნეობა და თქვა ისიც, რომ რუსეთის სამომხმარებლო ბაზარი საქართველოსთვის დიდი დანაკარგი სულაც არ აღმოჩნდა.
დაბოლოს, იმის შესახებ, რომ პრეზიდენტმა არ უღალატა წინა წლების ტრადიციას და სიტყვით გამოსვლისას საზოგადოებას თანდათან, ერთმანეთის მიყოლებით, წარუდგინა საკუთარ საქმეში წარმატებული ადამიანები - როგორც ქართველები, ასევე უცხოელები.