დღეიდან ოფიციალურად შედის ძალაში საგადასახადო კოდექსის მოქმედ რედაქციაში შესული ცვლილება და სატელეფონო ხმოვანი მომსახურება აქციზით დაიბეგრება. აქციზით დასაბეგრი ოპერაცია კი განისაზღვრება მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით, აქციზის, დღგ-ს ან/და პირგასამტეხლოს გარეშე.
საერთაშორისო მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გაწევისას აქციზით დასაბეგრი ოპერაციის თანხაში არ გაითვალისწინება არარეზიდენტი საწარმოსთვის გაწეული ასეთი მომსახურებისან მიღებული თანხა.
თუმცა, ჯერ გაურკვეველია, მხოლოდ მობილური სატელეფონო ზარები დაიბეგრება თუ მოკლე ტექსტური შეტყობინებებიც.
წელს აქციზის განაკვეთი 10% იქნება. ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, რომ 2010 წელს რეალურად დაბეგვრა მხოლოდ 4% გამოდის, რადგანაც საგადასახადო კოდექსის ეს მუხლი სექტემბრიდან შედის ძალაში და შესაბამისად, კომპანიებს მხოლოდ 4 თვის გადასახადის დაფარვა მოუწევთ. მას შემდეგ კი, რაც ახალი საგადასახადო კოდექსი დამტკიცდება, კოდექსში ჩაიწერება, რომ საპროცენტო განაკვეთი 10%-ის ფარგლებში უნდა იყოს.
რაც შეეხება 2011 წელს, მას შემდეგ, რაც ახალი საგადასახადო კოდექსი დამტკიცდება, კოდექსში ჩაიწერება, რომ საპროცენტო განაკვეთი 10%-ის ფარგლებში უნდა იყოს, თუმცა საბოლოო რიცხვს, თუ რამდენი პროცენტით დაიბეგრება სატელეკომუნიკაციო სფერო, ყოველ ჯერზე მთავრობა განსაზღვრავს.
საქართველოს მთავრობის მთავარი არგუმენტი, რომელიც კავშირგაბმულობის სფეროს დაბეგვრის იდეის შემოტანისას გამოითქვა, არის ის, რომ კავშირგაბმულობა ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი დარგია.