ერთი თვის თავზე სახალხო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი საქართველოს მთავრობას გამოუტანეს. თუმცა ეს დასკვნა აუცილებელი ძალის მქონე იურიდიული მექანიზმი არ არის. სახალხო სასამართლო ცდილობს კონკრეტული შემთხვების განხილვით დასავლური მოდელის ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი დანერგოს. შემთხვევა კი ამჯერად 2004 წელს სოფელ ეწერში მომხდარი აფრასიძეების მკვლელობაა.
დაახლოებით 50-მდე კვადრატულ მეტრ ოთახში მარჯვნივ ნაფიცი მსაჯულები სხედან, ექვსი ადამიანი, სხვადასხვა პროფესიის არაპროფესიონალი იურისტი - ინტერნეტში განცხადებას გამოვეხმაურეთო. ოთახის წინა მხარეს - მოსამართლე, მხარზე საქართველოს დროშით და მანტიის მკლავებზე ევროკავშირის ვარსკვლავებით. რამდენიმე ადამიანი -ოთახის ბოლოში, ჩემსავით დამსწრე. ოთახის შუაში კი, პატარა მაგიდებთან, - ერთი ბრალმდებელი, ერთიც დამცველი იურისტი. ოთახი რამდენიმე გამნათებელი მოწყობილობითაა განათებული სამი მუდმივად ჩართული კამერისთვის… ჩაწერა იწყება.
ჩვენ ახლა ისტორიას ვქმნითო... ევროპული სამართლის ბუკლეტით შეიარაღებული მოსამართლე მინდია უგრეხელიძე დარწმუნდა, რომ კამერები ჩართულია… მიკროფონები მუშაობს… მოსამართლე ხმადაბალი, დინჯი საუბრის მანერით კონცეფციას ხსნის:
„სამართლიანობის კატეგორია ძალიან ბევრს სამართლებრივი კატეგორია ჰგონია. სამართლიანობის კატეგორია ზნეობრივი კატეგორიაა.“
მარტივად რომ ვთქვათ, არაა აუცილებელი პროფესიონალი იურისტი იყო იმისათვის, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო, ეს თქვენ შინაგანი ზნეობრივი კატეგორიით უნდა განსაზღვროთო… - ამ სიტყვებით მოსამართლემ, ბუნებრივია, არაპროფესიონალ იურისტ მსაჯულებს მიმართა.
მსაჯულები, ძირითადად, ჩუმად სხედან ან გადამოწმების მიზნით შეკითხვებს სვამენ, ცდილობენ გადაამოწმონ პროცედურები, წესები. მათ ხომ გადაწყვეტილება ამ არაერთმნიშვნელოვან მდგომარეობაში უნდა მიიღონ, რომელსაც, მაგალითად, დაცვის მხარე აღწერს:
„საპირწონედ ვერ იქნება ჩვენებები. ერთიც არის დაინტერესებული მხარე და მეორეც არის დაინტერესებული მხარე. მძიმე ტვირთი გაწევთ თქვენ.“
ფაქტები, ფაქტები გაითვალისწინეთო, არიგებს დაცვის მხარე, და იყავით რაციონალურნი და არა რწმენაზე დამყარებულნიო… მოსამართლე ისმენს ყურადღებით, თუმცა მსგავს სიტუაციაში ერევა:
„თქვენ რაც გჯერათ პირადად, ის უნდა გადაწყვიტოთ, თქვენი რწმენით უნდა გადაწყვიტოთ, არ აქვს მნიშვნელობა მეზობელი რას ფიქრობს… დასაბუთება რწმენას არ სჭირდება. მე რატომ მწამს, მაგალითად, ქრისტე და არ მწამს, მაგალითად, მუჰამედი, მაგის დასაბუთება მე არ მჭირდება. რწმენა რწმენაა. რასაც იწამებთ, ის უნდა გადაწყვიტოთ - დასაბუთება შეეხება ფაქტებსა და სამართალს.“
ამაზე რამდენიმე მსაჯული იღიმება. როგორია, თქვენი თავი წარმოიდგინეთ, ერთი თვის განმავლობაში უამრავი მოწმის ჩვენება მოისმინოთ, უამრავი იურიდიული ტერმინი, და მერე გითხრან, ისტორიული პრეცედენტია, თქვენს გადაწყვეტილებას დიდი მნიშვნელობა აქვსო…
დაცვის და ბრალდების მხარემ დაახლოებით ნახევარ-ნახევარი საათი ისაუბრა. ბრალდება სახელმწიფოს ადანაშაულებს: ექვსი წლის წინ სოფელ ეწერში დახოცეს აფრასიძეები, რომლებსაც წინააღმდეგობის გაწევა არ უცდიათო. დაირღვა ევროპული სამართლის რამდენიმე მუხლი, მათ შორის, ადამიანის სიცოცხლის ხელყოფაო. დაცვის მხარე სახელმწიფოს იცავს, წინააღმდეგობის გაწევა რომ არ ყოფილა, ვერ მიმტკიცებთო, მოწმეთა დამღლელი ჩვენებების ფონზე არსად არ ჩანს, რომ აფრასიძეებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათო. თავდაჯერებული დაცვის მხარე ცარიელ თეთრ ფურცელს იღებს:
„გთხოვთ გაკეცოთ ეს ფურცელი ასე შუაზე, როცა გახვალთ ვერდიქტის გამოსატანად. ერთ მხარეს ჩამოწერეთ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ის მტკიცებულებები, სადაც მითითებული იქნება, რომ აფრასიძეებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, მეორე მხარეს კი ისევ ბრალდების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, სადაც არაფერი არ იქნება ნათქვამი.“
ერთი საათი გეყოფათო? - მიმართა მსაჯულებს მოსამართლემ. ჭეშმარიტება არის როგორც ლამაზი ქალი, ვერაფერს დააკლებ და დაუმატებო, ის დრო სჭირდება მის დადგენას, რაც სჭირდება, თუმცა ამ ჯერზე სცადეთ და ერთ საათში ჩაეტიეთო. ცოტა ჩემი ბრალიც ერია ამ საქმეში, ჟურნალისტები გვესწრებიან და, ალბათ, უნდათ ვერდიქტის მოსმენაო…
დრო დაიძრა, მსაჯულები ცალკე ოთახში გავიდნენ, არავის აქვს მათთან შესვლის უფლება. ავდექი, დავჯექი... მოკლედ, ვერ ვისვენებ… დროის გასაყვანად ხან რაღაცის წაკითხვა ვცადე, მერე მოწმეთა ტრიბუნას მივადექი, ოთხ ქაღალდზე წარწერებმა მიიქცია ყურადღება…
”ვფიცავ, რომ ვიტყვი სიმართლეს, მხოლოდ სიმართლეს”, - წერია ერთ- ერთზე, მეორე ფურცელზე ზუსტად იგივე სიტყვები მეორდება, ერთი განსხვავებით - სიტყვა „ვფიცავ“ ჩანაცვლებულია სიტყვით „აღთქმას ვდებ“. როგორც ამიხსნეს, საკითხი პირად რწმენას და ურწმუნობას შეეხება. საინტერესოა, უცებ გავიფიქრე, კონსტიტუციური ჩასწორებების ახალ პროექტში, რომელიც ასევე სახალხო ფიცით იწყება, მხოლოდ რელიგიური მომენტია ჩადებული? ვფიქრობ, დრო კი მიდის… მოკლედ, საათზე ცოტა მეტ ხანში მსაჯულებიც გამოჩნდნენ. ფეხზე ავდექით და ვერდიქტი მოვისმინეთ…
ვერდიქტი მიღებულია ერთხმად - ექვსი ხმით არც ერთის წინააღმდეგ.
მსაჯულებმა ევროპული კანონით იხელმძღვანელეს, მუხლები ჩამოთვალეს და ყველა მათგანში სახელმწიფო გაამტყუნეს.