პროექტ ”სახალხო სასამართლოში” უკვე მეორე საქმე იხილება. პირველი გახლდათ ”ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე”, ახლა კი ”აფრასიძეების საქმის” განხილვა მიმდინარეობს. ამ პროექტის ერთ-ერთი მონაწილე - ”საქართველოს სახალხო მოსამართლე” მინდია უგრეხელიძე თვლის, რომ პროექტი თავდაპირველი ჩანაფიქრის მიხედვით - ტელეშოუს სახით რომ განხორციელებულიყო, ეფექტი გაცილებით დიდი იქნებოდა. დღეს კი ”სახალხო სასამართლოში” მიმდინარე პროცესების ჩანაწერები მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით ვრცელდება. რადიო თავისუფლებამ ”სახალხო სასამართლოს” მიზნებსა და შესაძლო შედეგებზე სასაუბროდ მისი ორი მონაწილე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ყოფილი მოსამართლე - მინდია უგრეხელიძე და ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი მიიწვია.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1