Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

კოდექსი მცირე ბიზნესის ლეგალიზებისთვის


ექსპერტი კახა გვანცელაძე ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტს „რევოლუციურს“ ვერ უწოდებს. მისი შეფასებით, ხელისუფლების მორიგი ინიციატივა მცირე ბიზნესის ლეგალიზებას უფრო ემსახურება, ვიდრე მის განვითარებას.
კახა გვანცელაძე პროექტის იმ მუხლებს იწუნებს, რომლებიც რამდენიმე სფეროში - მათ შორის ალკოჰოლურ სასმელებზე - გადასახადის გაზრდას ითვალისწინებს.

“ეს არის მსხვილი ბიზნესსექტორი, სადაც შესაძლებელი იყო ინვესტიციების გაზრდა. პროექტი ითვალისწინებს ამ სფეროს რეგრესს და არა პროგრესს. გადასახადის გაზრდა გამოიწვევს სერვისის გაძვირებას, რაც მოქალაქეებზე აისახება,“ – ამბობს კახა გვანცელაძე.

საგადასახადო კოდექსის პროექტის თაობაზე მცირე მეწარმეების ნაწილმა არაფერი იცის, ბევრი კრიტიკას ერიდება.
რადიო თავისუფლების რესპონდენტებს შორის აღმოჩნდნენ მცირე მეწარმეები, რომელთაც მოსალოდნელი ცვლილებები არ მოსწონთ. ისინი ოქროს ბირჟაზე მუშაობენ. რადიო თავისუფლების რესპონდენტთა თქმით, 3–5% მაღალი გადასახადია იმ მეწარმეებისთვის, რომელთა ბიზნესის წლიური ბრუნვა 200 ათასს აღემატება. მათი თქმით, გადასახადი1–2%–ს არ უნდა აღემატებოდეს - წინააღმდეგ შემთხვევაში გაკოტრდებიან.

რადიო თავისუფლების რესპონდენტები გამოსავალს ფიქსირებული გადასახადის შემოღებაში ხედავენ.
XS
SM
MD
LG