რუსეთსა და ბელორუსიას შორის გაზის გამო დავალიანების შესახებ უთანხმოება მწვავდება. რუსეთმა კიდევ უფრო შეკვეცა ბელორუსიისთვის მიწოდებული გაზის რაოდენობა - „გაზპრომი“ აცხადებს, რომ დღეიდან გაზის მოცულობას 60 პროცენტით ამცირებს. უთანხმოებას ბოლო ჯერჯერობით არ უჩანს. ევროკავშირი გამოდის გაფრთხილებით, რომ მას არ უნდა შეუფერხდეს რუსეთის გაზის მიწოდება.
როგორც ირკვევა, არც რუსეთი აპირებს და არც ბელორუსია კომპრომისის დაშვებას იმ უთანხმოებასთან დაკავშირებით, რომელიც გაზის დავალიანებას და ასობით მილიონ დოლარს შეეხება - ამ თანხის გადახდას ორივე მხარე ერთმანეთისგან ითხოვს.
რუსეთი აცხადებს, რომ მინსკს მისი 200 მილიონი დოლარი მართებს ბელორუსიის შიდამოხმარებისთვის მიწოდებული გაზისთვის. ბელორუსიამ ამ მოთხოვნას უფრო დიდი ანგარიშის წარმოდგენით უპასუხა - მინსკი ამბობს, რომ რუსეთს აქვს მისი ვალი, ევროკავშირში გაგზავნილი თავისი გაზის ბელორუსიის ტერიტორიაზე გატარების გამო.
რუსეთის სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მყოფი კომპანია „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა ოთხშაბათს, ტელევიზიით გამოსვლისას, განაცხადა, რომ ბელორუსიისთვის მიწოდებული გაზის მოცულობას კიდევ უფრო ამცირებს:
„ცუდი ამბებია. ბელორუსიის მხარე არაფერს აკეთებს რუსეთის გაზის გამო დავალიანების გასასტუმრებლად. შესაბამისად, 2010 წლის 23 ივნისის დილის 10 საათიდან მოქმედებას იწყებს ბელორუსიაში რუსეთის გაზის მიწოდების 60 პროცენტით შეზღუდვის რეჟიმი.“
ბოლო სამი დღის განმავლობაში ეს ბელორუსიისთვის მიწოდებული გაზის უკვე მესამე შემცირებაა. ორშაბათს და სამშაბათს რუსეთმა გაზის მოცულობას 15-15 პროცენტი ჩამოაკლო და ბელორუსია გააფრთხილა, რომ გადაუხდელობის შემთხვევაში გაზის მიწოდებას 85 პროცენტით შეამცირებს.
ამ სიახლეზე ბელორუსიის რეაქცია ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა სამშაბათს პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ევროკავშირის ბაზრებისკენ მიმავალი გაზის შეჩერების ბრძანება გასცა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს მიმართა:
„თქვენ, როგორც მინისტრს, გაწვდით ინფორმაციას, რომ გაზის ტრანზიტისთვის დღესდღეობით „გაზპრომს“ ჩვენი 260 მილიონი დოლარი მართებს, მაისის თვის ჩათვლით. მე მთავრობას მივეცი ბრძანება გადაიკეტოს ბელორუსიაზე ტრანზიტი, სანამ „გაზპრომი“ ვალს არ გაისტუმრებს.“
მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ბრძანება არ შეუსრულებიათ. „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ბელორუსიაზე გაზის ტრანზიტი ნორმალურად ხორციელდება.
ეს მოგვიანებით ევროკომისიის წარმომადგენელმა მარლენ ჰოლცნერმაც დაადასტურა. მისი თქმით, პოლონეთი და ლიტვა - ევროკავშირის ორი წევრი ქვეყანა, რომლებიც განსაკუთრებით არიან დამოკიდებული ბელორუსიაზე გამავალ გაზზე - აცხადებენ, რომ გაზი ნორმალურად მიეწოდებათ.
ჰოლცნერმა ორივე მხარეს თანამშრობლობისა და ვითარების მალე გადაჭრისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ამ უთანხმოებას მისი ინტერესები არ უნდა შეეწიროს.
„ევროპის კომისია მოელის, რომ რუსეთიდან ევროკავშირისკენ გაზის გაგზავნის პროცესი არ შეფერხდება, რომ ყველა წევრ ქვეყანას გაზი უწყვეტად მიეწოდება და კონტრაქტით გათვალისწინებული მოვალეობები შესრულდება.“
ევროკავშირი კიდევ ერთი „გაზის კონფლიქტისგან“ ზიანის მიღებას უფრთხის - შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ანალოგიური კონფლიქტის გამო 2009 წლის ცივ იანვარში მისი მოქალაქეები თითქმის ორი კვირის მანძილზე დარჩნენ გათბობის გარეშე.
რუსეთს ნათქვამი აქვს, რომ თუ ბელორუსია გაზის ტრანზიტს გადაკეტავს, ის უკრაინაზე გამავალ გაზსადენებს დამატებით დატვირთავს და ევროპელ მომხმარებელს ბუნებრივ აირს ასე მიაწოდებს.