უზბეკეთის სასაზღვრო ქალაქ ანდიჟონში ყირგიზეთიდან ძალადობას გამოქცეული ეთნიკური უზბეკებისთვის საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარება ჩადის. რეგიონში ვითარება დაძაბული რჩება. ოფიციალური მონაცემებით, ძალადობამ დაახლოებით 190 ადამიანი იმსხვერპლა.
სამხრეთ ყირგიზეთის ძალადობას გამოქცეული ათიათასობით ეთნიკური უზბეკისთვის საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარება ჩადის უზბეკეთის სასაზღვრო ქალაქ ანდიჟონში.
პირველი თვითმფრინავი, რომელიც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა გაგზავნა, ანდიჟონში ხუთშაბათს დილით დაჯდა. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული კიდევ ერთი თვითმფრინავი, რომელსაც, სხვა საგნებთან ერთად, 650 კარავი და 10 სამედიცინო პაკეტი მიაქვს, იქ პარასკევს ჩავა.
ვრცელდება ინცორმაცია, რომ ორი თვითმფრინავი გაეროს ლტოლვილთა სააგენტომაც გაგზავნა და კვირის ბოლომდე კიდევ ოთხს მიავლენს.
ამ სააგენტოს ბოლო შეფასებით, უზბეკეთში მეზობელი ყირგიზეთიდან 100,000-მდე ლტოლვილია გადასული. ამასთან, სააგენტო იუწყება, რომ ყირგიზეთის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირად კიდევ 300,000 ადამიანი იქცა.
უზბეკეთის პრეზიდენტმა, ისლამ ქარიმოვმა, გაეროს გენერალურ მდივან ბან კი-მუნს მოუწოდა სწრაფად გაუწიოს დახმარება ძალადობით დაზარალებულ უზბეკებს.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა დახმარება ყირგიზეთის შიგნით დარჩენილ იძულებით ადგილნაცვალ ხალხსაც გაუგზავნა.
ოფიციალური მონაცემებით, ძალადობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა დაახლოებით 190-ია. ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტრი აცხადებს, რომ დაიჭრა დაახლოებით 2,000 პირი. ძალადობის მსხვერპლთა შორის ეთნიკური უზბეკებიც არიან და ყირგიზებიც, ისევე როგორც იმ სხვა ხალხების წარმომადგენლები, რომლებიც ეთნიკურად მრავალფეროვან ფერგანის ველზე სახლობენ.
თავდასხმათა უმრავლესობის სამიზნე ეთნიკური უზბეკები, მათი კერძო საკუთრება და ბიზნესები იყო. ფართოდ ვრცელდება ცნობები შეიარაღებული ყირგიზი დაჯგუფებების მიერ უზბეკების გაუპატიურების, წამების და უმოწყალოდ ცემის შესახებ.
ეთნიკური უზბეკები ჰყვებიან, რომ მათ სახლებს წვავდნენ, როდესაც შიგნით ხალხი იყო, ბავშვებთან ერთად. ინტერნეტში გავრცელდა რამდენიმე ვიდეო, სადაც ასახულია როგორ აგროვებენ და მარხავენ უზბეკები დამწვარ გვამებს, რომლებიც, ვიდეოთა ავტორების თანახმად, ეთნიკურ უზბეკებს ეკუთვნით.
საერთაშორისო მედიის - მათ შორის, „ნიუ-იორკ ტაიმსისა“ და „გარდიანის“ - კორესპონდენტები ავრცელებენ ეთნიკური უზბეკების მონაყოლს, რომ მათ ყირგიზეთის ჯარის ფორმებში ჩაცმული პირები ესხმოდნენ თავს. ყირგიზეთის არმიის, სულ მცირე, ერთმა ჯარისკაცმა, რომელიც ეთნიკურად უზბეკია, განაცხადა, რომ მისი დანაყოფის წევრებს მართლაც მიჰქონდათ იერიში ეთნიკურ უზბეკებზე, იმის მიუხედავად, რომ მათ მიღებული ჰქონდათ ბრძანება, ასე არ მოქცეულიყვნენ.
ყირგიზეთის ოფიციალური პირების ცნობით, ყირგიზეთის არმიის ფორმაში ჩაცმული რამდენიმე შეიარაღებული პირი დაკავებულია.
კონფლიქტის დაწყებიდან ერთი კვირის თავზე ყირგიზეთის სამხრეთში - განსაკუთრებით ქალაქ ჯალალ-აბადსა და მის სიახლოვეს მდებარე რაიონებში - ვითარება დაძაბული რჩება.
რეგიონში მყოფი რადიო თავისუფლების ჟურნალისტები იუწყებიან, რომ ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთულ მანქანებს ქალაქ ოშის აეროპორტიდან გამოსვლისას სნაიპერებმა გაუხსნეს ცეცხლი.
ოშში იმყოფება რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ბრუს პანიერიც, რომელიც ქალაქის ამჟამინდელ მდგომარეობას ასე აღწერს: „განსაკუთრებით დამწვარი იყო ორიოდე უზბეკური უბანი, რომელიც გამოვიარეთ. გზაზე რაც კი ბაზრები და მარკეტები იყო, ფანჯრები ყველას ჩამსხვრეული ჰქონდა. შენობები დამწვარია. გზებზე ჯერ კიდევ ნახავთ დამწვარი მანქანების საბურავების ნარჩენებს.“
ჩვენი კორესპონდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თავად მას სროლის ხმა არ გაუგონია, ქუჩები პრაქტიკულად დაცარიელებული რჩება, ხალხი ჯერ კიდევ შეშინებულია. ქუჩებში სამხედროები პატრულირებენ.
ქალაქ ოშში, რომელსაც ბევრი ყირგიზეთის მეორე დედაქალაქს უწოდებს, დაახლოებით 220,000 ადამიანი ცხოვრობს. ეთნიკური უზბეკები ქალაქის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. 1990 წელს ქალაქში ერთხელ უკვე მოხდა ეთნიკურ ნიადაგზე შეტაკებები, რასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა.
ყირგიზეთის დროებითი მთავრობა ხელისუფლებაში აპრილში მოვიდა და მას შემდეგ ცდილობს სამხრეთის რეგიონებზე კონტროლის დამყარებას. სწორედ ქვეყნის სამხრეთში ჰყავს ყველაზე მეტი მომხრე ექს-პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევს, რომლის ხელისუფლებაც სახალხო აჯანყებით დაამხეს. დროებითი მთავრობა მის მომხრეებს ადანაშაულებს სამხრეთში ძალადობის დაფინანსებასა და პროვოცირებაში, თუმცა თავად ბაკიევი ამ ბრალდებას უარყოფს.