აშშ და საქართველო ბირთვულ სფეროში თანამშრომლობას განაგრძობენ. აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის სახელმწიფო ბირთვული უსაფრთხოების ადმინისტრატორის, თომას დაგოსტინოს ორდღიანი ვიზიტის მთავარ მიზნად თბილისისადმი აშშ-ის დახმარებას ასახელებენ - ბირთვულ კონტრაბანდასთან ბრძოლის საქმეში საქართველოს შესაძლებლობების გაუმჯობესების კუთხით. ამერიკელი სტუმრის ვიზიტთან დაკავშირებით მხოლოდ მცირე ინფორმაცია ვრცელდება.
შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტის დელეგაციამ, რომელსაც თომას პ. დაგოსტინო ხელმძღვანელობს, საქართველოში სტუმრობის მეორე დღეს, 14 ივნისს, წითელი ხიდის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე რადიაქტიული ნივთიერებების გამოსამჟღავნებელი აღჭურვილობა დაათვალიერა, რაც ამერიკულმა მხარემ თავდაცვის მეორე ხაზის პროგრამის ფარგლებში დააფინანსა. ხსენებული მეორე ხაზის პროგრამა მიზნად ისახავს შეერთებული შტატების პარტნიორი ქვეყნების შესაძლებლობების გაძლიერებას ბირთვული მასალების კონტრაბანდის გამოვლენისა და აღკვეთის საქმეში. ამერიკისა და საქართველოს თანამშრომლობა კი, ამ კუთხით, 2005 წლიდან იღებს სათავეს. როგორც საქართველოში მოქმედი ამერიკის საელჩო იტყობინება, სწორედ 2005 წლის შემდეგ ეხმარება ვაშინგტონი საქართველოს რადიაციული დეტექტორების აღჭურვილობით საჰაერო, საზღვაო თუ სახმელეთო დაცვისთვის.
”სასაზღვრო-გამშვები პუნქტების აღჭურვის პროცესი გრძელდება და ის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ გლობალური უსაფრთხოებისთვის”, - აღნიშნა რადიო თავისუფლებასთან საუბარში შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა ორშაბათს, აშშ–ის ენერგეტიკის დეპარტამენტის დელეგაციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ:
”ამ სფეროში ამერიკელებთან თანამშრომლობა უკვე მრავალი წელია მიმდინარეობს. ამ თანამშრომლობის მნიშვნელობა ბოლო დროს ჩატარებულმა ოპერაციებმა დაადასტურა.”
შოთა უტიაშვილის მიერ ნახსენებ ”ბოლო დროს ჩატარებულ ოპერაციებში” ბირთვული მასალებით უკანონო ვაჭრობის ფაქტების აღკვეთა იგულისხმება, რომელთა შორის ბოლო, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის მარტში იქნა გამოვლენილი. ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარები პრაქტიკულად არ კეთდება. სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მოკლე ცნობა კი გვატყობინებს მხოლოდ იმას, რომ 2010 წლის მარტში სამართალდამცველებმა დააკავეს უცხოელ მოქალაქეთა ჯგუფი, რომელსაც ”მცირე რაოდენობით მაღალგამდიდრებული ურანი აღმოაჩნდა.”
ეს ფაქტი საქართველოში მას შემდეგ გახმაურდა, რაც 13 აპრილს, ანუ წინა დღით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა მის შესახებ ვაშინგტონში შეკრებილ მსოფლიოს ლიდერებს აცნობა. გავიხსენოთ, რომ 12-13 აპრილს ვაშინგტონში ბირთვული უსაფრთხოების საერთაშორისო სამიტი მიმდინარეობდა. მისი მოწვევის ინიციატორმა, პრეზიდენტმა ობამამ, ბირთვული მასალების კონტრაბანდისა და უკანონო ვაჭრობის თემა არაერთხელ განიხილა ტერორიზმის ბნელი ზრახვებისა და მსოფლიო უსაფრთხოების კონტექსტში:
”ბირთვული მასალები, რომლებიც შესაძლოა ნაყიდი ან მოპარული იყოს და რომლებიც ბირთვული იარაღის დასამზადებლად გამოიყენება, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არსებობს. პლუტონიუმის ყველაზე მცირე ოდენობას, დაახლოებით ვაშლის ზომისას, შეუძლია მოკლას და დაჭრას ასობით ათასი უდანაშაულო ადამიანი. ტერორისტული ქსელები - როგორიც, მაგალითად, ალ-ყაიდაა - ცდილობდნენ შეეგროვებინათ მასალები ბირთვული იარაღისთვის და რომ მოეხერხებინათ ეს, აუცილებლად გამოიყენებდნენ კიდეც.”
ბირთვული მასალების გავრცელებასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობაზე ბარაკ ობამა ვაშინგტონის სამიტის ფარგლებში გამართული ხანმოკლე შეხვედრის დროს თავის ქართველ კოლეგასაც ელაპარაკებოდა. იმის დასტურად, რომ საქართველო აქტიურად ებრძვის მსგავს გამოვლინებებს, მიხეილ სააკაშვილმა ვაშინგტონში გამოსვლისას მოკლე სტატისტიკა მოიყვანა.
მან თქვა, რომ ”საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო ათი წლის განმავლობაში აღკვეთა გამდიდრებული ურანით უკანონო ვაჭრობის 8 მცდელობა. მათ შორის, რამდენიმე შემთხვევაში საქმე გვაქვს იარაღის დასამზადებლად ვარგის გამდიდრებულ ურანზე. ამ მცდელობებთან დაკავშირებული დამნაშავეები დაკავებული არიან....”
მარტის შემთხვევის გარდა, ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია კიდევ რამდენიმე ფაქტი. მაგალითად, 2003 წლის შემთხვევა, როდესაც რადიაქტიული ნივთიერების საქართველოში შემოტანას ნოვოსიბირსკიდან სომხეთის მოქალაქე გარიკ დადაიანი ცდილობდა. ასევე ნოვოსიბირსკი სახელდება იმ 100 გრამი გამდიდრებული ურანის წყაროდ, რომელიც სამართალდამცველებმა 2006 წელს აღმოუჩინეს ჩრდილოეთ ოსეთის მკვიდრს ოლეგ ხინცაგოვსა და მის ქართველ თანამზრახველებს. ურანმა მაშინ, გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით შემოაღწია.
ამჟამად ხსენებული სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ამ კუთხით სავსებით დაცულად მიიჩნევა. თანხა, რომელიც შეერთებულმა შტატებმა მისი მოდერნიზებისთვის დახარჯა, დაახლოებით 2,5 მილიონ დოლარს შეადგენს.
თუმცა ბირთვული მასალების კონტრაბანდა, ბუნებრივია, მხოლოდ ოფიციალური სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გავლით არ არის მოსალოდნელი. არსებობს შემოვლითი გზები და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, საერთაშორისო თანამეგობრობისგან აბსოლუტურად უკონტროლო ზონები, რომლებსაც თბილისი ”შავ ხვრელებად” განიხილავს.