ბირთვული უსაფრთხოების საერთაშორისო სამიტზე, რომელიც ამერიკის პრეზიდენტის მასპინძლობით ვაშინგტონში გაიმართა, საქართველო ახალი ამბით წარდგა. მსოფლიოს 47 სახელმწიფოს მეთაურის თავყრილობაზე საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ სამართალდამცველებმა მაღალგამდიდრებული ურანის უკანონო ვაჭრობის ბოლო ფაქტი მიმდინარე წლის მარტში აღკვეთეს. როგორც ბრიტანული გაზეთი ”გარდიანი” 14 აპრილს იტყობინება, საქართველოს მიერ გავრცელებულმა ახალმა ამბავმა ვაშინგტონის სამიტს საკმაოდ ჩასაფიქრებელი პრობლემა შეახსენა.
ვაშინგტონის სამიტზე აქცენტირებული იყო მოწოდება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ბირთვული იარაღის დაუცველი მარაგების განადგურება ანდა მათი ისე დაცვა, რომ რადიაქტიური მასალები ხელმისაწვდომი არ იყოს ტერორისტებისთვის. ამერიკის პრეზიდენტმა მოუწოდა მსოფლიოს, რომ ლაპარაკიდან საქმეზე გადავიდეს. ამ კონტექსტში 12-13 აპრილს ვაშინგტონში გამართული ბირთვული უსაფრთხოების სამიტი გარკვეული დაპირებების სარბიელადაც კი იქცა. მაგალითად, უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა გამოხატა მზადყოფნა მაღალგამდიდრებული ურანის მარაგი ქვეყნიდან გაიტანოს, ხოლო რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა გაახმაურა განზრახვა, დახუროს ჟელეზნოგორსკის პლუტონიუმის საწარმო, და ამის გამო ქებაც კი დაიმსახურა ამერიკელი კოლეგისგან.
საქართველოს პრეზიდენტმა კი სამიტზე შეკრებილ სახელმწიფოთა მეთაურებს შეახსენა, რომ მსოფლიო უსაფრთხოებისთვის საკმაოდ დიდ რისკს წარმოადგენს რადიაქტიური მასალებით უკანონო ვაჭრობა და რომ საქართველო აქტიურად ებრძვის მსგავს გამოვლინებებს თავის ტერიტორიაზე. მიხეილ სააკაშვილის სიტყვები გაზეთ „გარდიანს“ მოჰყავს:
”საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო ათი წლის განმავლობაში აღკვეთა გამდიდრებული ურანით უკანონო ვაჭრობის 8 მცდელობა. მათ შორის, რამდენიმე შემთხვევაში საქმე გვაქვს იარაღის დასამზადებლად ვარგის გამდიდრებულ ურანთან. ამ მცდელობებთან დაკავშირებული დამნაშავეები დაკავებული არიან... მაღალგამდიდრებული ურანის უკანონო ვაჭრობის ყველაზე ბოლო შემთხვევა გამოვლენილია მიმდინარე წლის მარტში.”
მარტში გამოვლენილ ბოლო შემთხვევაზე ვაშინგტონში პრეზიდენტი სააკაშვილი 13 აპრილს ლაპარაკობდა. 14 აპრილს კი მოკლე ცნობა გამოქვეყნდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე. ცნობა გვატყობინებს მხოლოდ იმას, რომ ”2010 წლის მარტში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ერთი ჯგუფი უცხოელი მოქალაქეებისა, რომელთაც მცირე რაოდენობით მაღალგამდიდრებული ურანი აღმოაჩნდათ. ამჟამად მიმდინარეობს საქმის გამოძიება. ქართულმა მხარემ აღნიშნული ფაქტის შესახებ უკვე შეატყობინა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს. ამოღებული რადიაქტიური ნივთიერება უსაფრთხო ადგილას არის შენახული.”
რადიო თავისუფლება შეეცადა უფრო მეტი გაეგო აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მაგრამ სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.
სამაგიეროდ, ”გარდიანში” ვკითხულობთ, რომ მარტში გამოვლენილი შემთხვევა 70%-ზე მეტად გამდიდრებულ ურანს შეეხება. მართალია, ამ შემთხვევაში საუბარია რამდენიმე გრამზე, ბირთვული ბომბის დამზადებას კი, სულ მცირე, 25 კილოგრამი მაინც სჭირდება, მაგრამ არსებობს ეჭვი, რომ ეს მხოლოდ სინჯია გასაყიდად მომზადებული დიდი პარტიიდან. „გარდიანი“ პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ვაშინგტონში გახმაურებულ ინფორმაციას განიხილავს იმ ბოლომდე გაურკვეველი ეჭვის შეხსენებად, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, არსებობდეს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შემორჩენილი რადიაქტიური ნივთიერებების უკონტროლო მარაგები.
პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ 13 აპრილს ვაშინგტონის სამიტზე ნახსენები 8 შემთხვევიდან ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია მხოლოდ ერთი. საუბარია რუსეთის მოქალაქე ოლეგ ხინცაგოვის საქმეზე, რომელიც პოლიციამ თბილისში, 2006 წლის 1 თებერვალს დააკავა. თუმცა საქმე ერთი წლის შემდეგ, 2007 წელს, გახმაურდა და ითქვა, რომ ხინცაგოვმა, რამდენიმე პირის დახმარებით, საქართველოს ტერიტორიაზე 100 გრამი ურანის შემოტანა მოახერხა. 1 გრამი ურანის ღირებულებად 10 ათასი დოლარი დასახელდა. სასამართლომ ხინცაგოვს 8 წლით, ხოლო მასთან ერთად დაკავებულ 3 ქართველს - 3 და 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
თბილისმა საკითხის პოლიტიზირებისგან მაშინ თავი შეიკავა და მიუხედავად იმისა, რომ ხინცაგოვი რუსეთის მოქალაქეა და მისი მარშრუტიც, ცხინვალის რეგიონის გავლით, სწორედ რუსეთიდან მოდიოდა, ურანით ვაჭრობის ეს კონკრეტული ფაქტი საქართველოს რუსეთისთვის არ დაუბრალებია. იმ დროს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მყოფი გელა ბეჟუაშვილი აქცენტს კონფლიქტური რეგიონებიდან მომავალ საფრთხეზე აკეთებდა:
„მეტი კონტროლია საჭირო ამ ტერიტორიებზე, რადგანაც ისინი წარმოადგენენ საფრთხეს არა მარტო ჩვენთვის, არამედ საერთაშორისო უსაფრთხოებისთვისაც. ამას ჩვენ დიდი ხანია ვიძახით. ჩვენ გვჭირდება მეტი კონტროლი და მეტი თანამშრომლობა ამ საკითხთან მიმართებაში.“
რადიაქტიური მასალების უკანონო ვაჭრობასთან ბრძოლას საქართველო ახლაც, გარკვეულწილად, იმავე რეგიონებთან, ამჟამად უკვე რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებთან, მიმართებით განიხილავს. ტერიტორიები, სადაც პრაქტიკულად არანაირი საერთაშორისო კონტროლი აღარ არსებობს, ეგრეთ წოდებულ ”შავ ხვრელებად” განიხილება.